"ლენოვო ტენერიფეს" ყველაზე უხერხული მეტოქე მადრიდის "რეალია", ხოლო გიორგი შერმადინისთვის – "სამეფო კლუბის" ცენტრი ვალტერ ტავარეში. ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "რეალმა" "ტენერიფელებს" უმასპინძლა და 86:78 დაამარცხა. ამით შეწყდა "ტენერიფეს" 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმაა, მასზე კი ოპონენტები 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

პირველი ტაიმი ფრედ, 38:38 დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე "ტენერიფემ" 9-ქულიანი გაქცევა მოაწყო, მაგრამ პერიოდი 10 ქულით დათმო და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. "ტენერიფეს" მხრიდან საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო, ხოლო "რეალის" შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირი 21 ქულით ლაპროვიტოლა გახდა.

შერმადინის უშუალო ოპონენტი ამ მატჩში ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლი ვალტერ ტავარეში გახლდათ, რომელმაც ქართველის მსგავსად, 15 ქულა მიითვალა, თუმცა საერთო სარგებლიანობით შერმადინზე გაცილებით მაღალი შედეგი დააფიქსირა. ამის მიზეზი ისაა, რომ ტავარეშმა თამაშიდან ბურთი არ ააცილა, მეტი მოხსნა და 5(!) დაფარება მიითვალა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსი 15 გახლდათ, ხოლო ტავარეშის – 27. შერმადინი-ტავარეშის დუელს ესპანელმა ჟურნალისტებმა ტიტანთა ბრძოლა უწოდეს და მას ცალკე ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

"რეალი" 58 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. "ტენერიფეს" 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში "უნიკახას" შეხვდება, რომელიც პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

GBF

სოსო
რამხელაა,ეგ შეჩვენებული!(ნიაზ მამრიკიშვილის მიბაძვით)
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა