ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა
"ბაიას" შესახებ ბოლო დროს სასიამოვნოს ვერაფერს გატყობინებდით, გუშინ კი ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

"ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი იტალიური კომპანიის ქართველი წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ მის კომპანიას "ბაიას" დაფინანსება აქვს გადაწყვეტილი. შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა და დავრწმუნდით, რომ ამ ფირმას ჩვენს კლუბთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს და დაპირება მალე საქმეში გადაიზრდება", - გვითხრა ქომეთიანმა.

როგორც შევიტყვეთ, ამ კომპანიას, რომლის სახელიც ჯერ არ კონკრეტდება, წლებია, საკუთარი ფილიალი სამეგრელოშიც აქვს გახსნილი და იქ თხილის ბიზნესითაა დაკავებული.

შესაძლოა, სპონსორის გამოჩენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ზუგდიდში გუშინწინდელ ვიზიტსაც უკავშირდებოდეს. ცნობილია, რომ სფფ-ის თავკაცმა სამეგრელოს მთავარ ქალაქში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

იმედია, "ბაიას" წევრთა და გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდება და საქართველოს ჩემპიონატს ამბიციური და ბრძოლისუნარიანი გუნდი შეემატება. "ბაიას" ყოველთვის ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავდა და ბევრი ძლიერი მეტოქეც გაუმწარებია, მაგრამ სერიოზულმა ფინანსურმა პრობლემებმა, რამაც განსაკუთრებით გასულ სეზონში იჩინა თავი, გუნდის უმაღლეს ლიგაში თამაშს კითხვის ნიშანი დაუსვა. ღმერთმა ქნას, "ბაიას" აღარასდროს დაუდგეს ის დრო, გასვლით მატჩებზე ნასესხები ფულით რომ დადიოდა და თბილისში ჩამოსული გუნდის წევრები ღამეს არა სასტუმროში, არამედ ნათესავების ოჯახებში ათევდნენ.

უახლოეს დღეებში "ბაიას" ახალი სპონსორის დადგენასაც შევეცდებით და იმასაც შევიტყობთ, შეასრულა თუ არა ამ კომპანიამ დაპირებები და როგორი იქნება კლუბის ბიუჯეტი და მიზნები.

ქომეთიანმა კი გეგმების შესახებ გუშინვე გვითხრა. როგორც ჩანს, "ბაიას" თავკაცს გუნდის მოსამზადებელი პროგრამის შესადგენად უკვე აქვს გარკვეული საფუძველი. მას პირდაპირ კაცად ვიცნობთ და უპირველესად, სწორედ ქომეთიანის ოპტიმიზმი გვაიმედებს, რომ "ბაიაში" ყველაფერი რიგზე იქნება.

გუნდი ვარჯიშს 20 ივნისს, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს და თვის ბოლომდე იქვე მოემზადება. ამას ბაკურიანული შეკრება უნდა მოჰყვეს, რის შემდეგაც "ბაია" ზუგდიდში დაბრუნდება და საკონტროლო მატჩების გამართვას შეუდგება. ქომეთიანი იმედოვნებს, რომ კლუბის ბიუჯეტი გუნდს თურქეთის შავიზღვისპირეთში გადასვლასა და იქაურ გუნდებთან გაჯიბრების საშუალებასაც მისცემს.

გუნდის ბირთვი შენარჩუნდება და "ბაია" კვლავ ადგილობრივ ახალგაზრდებს დაეყრდნობა, თუმცა სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობის გაძლიერებაზეც იზრუნებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბაიას" დაუბრუნდება ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრებით ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა. აუცილებლად დაბრუნდება "ლელოს" მიერ სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დასახელებული ირაკლი ქობალია. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფორვარდი საევროთასოდ რუსთავის "მეტალურგშია" განათხოვრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბა
მთელი დღე ვუყურე, ვუგულშემატკივრე და ძალიან გამიხარდა მეც და რამდენ ადამიანს ჩემ გარშემო. და ეხლა ამ ვიდეოთი ყვეალფერი გააფუჭა. სპორტსმენის საქციელია ეს? ძველი ბიჭი თუხარ წადი უბანში დადექი და ურტყი ვიღაცეებს იქაც მოერევი. მწვრთნელი არ გყავთ, არავინ არ გყავთ შეგნებული რო იპონის გარდა ღირსეული საქციელი და თავის დაჭერა და სპორტმენობა გასწავლოთ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა