საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 8 ტური გავიდა და ჩემპიონატში მონაწილე 10 გუნდიდან 2-ის მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა - პირველი "საბურთალოს" თავკაცი ლევან კორღალიძე იყო, მეორე წყალტუბოს "სამგურალის" დამრიგებელი უჩა სოსიაშვილი გამოდგა.

"უჩა სოსიაშვილი "სამგურალს" დაემშვიდობა. წყალტუბოს "სამგურალი" მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას უჩა სოსიაშვილის გარეშე განაგრძობს. ახალგაზრდა სპეციალისტი დღეს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა. გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.

კლუბი მადლობას უხდის უჩა სოსიაშვილს და თამაზ სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში. "სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი." - ვკითხულობთ კლუბის მიერ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალისტმა კომენტარი სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარი ნებით არ წასულა.

"კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ იმ შედეგების გამო, რაც დღეისთვის გვაქვს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის გულშემატკივარს. მე მუდამ ვგრძნობდი მათგან თანადგომას და სიყვარულს, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისათვის!.."

უჩა სოსიაშვილი იმერულ გუნდს სათავეში 2019 წლის სექტემბერში ჩაუდგა და "სამგურალი" ლიგა 3-დან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა.

სოსიაშვილის სრული კომენტარი იხილეთ: LELO.ge

სულხან
რა ღირსები ხართ უჩასი, ვინ გაუშვით და ვინ მოიყვანეთ! და რაც მთავარია ვის უსმენთ ვის? დასაცინი გაიხადეთ თავი.
დ.ბ
ეს არის უმადურობა არ აცალეს მწვრთნელს რომელმაც ბევრი გააკეთა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა და უიღბლობა რომ არა უფრო მაღლა იქნებოდა
vaxo kurula
აბა ცეცაძის დროც მოსულა და ეგაა!
ჯიბო
ლიგა 3 დან ლიგა 2-ში, მერე უმაღლესში, თასის ფინალი, დააცადე რა, უთქმელი და პატიოსანი ბიჭია, წყალტუბო-ქუთაისის ვითომ კარგმა ბიჭებმა მოიცილეს წარმატებული მწვრთნელი, მთელმა წყალტუბომ იცის ვინცაა მაქიდან გასაგდები, მარა ვინაა პატრონი. მალადეც გაზრდილო!
Master
ვა,რა შედეგი დააკმაყოფილებს სამგურალს ნეტა?ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც დიდი მიღწევა იქნება აშკარად და ამათ აპრიორი სამეული უნდათ?საიდან ამხელა ბიციები საოცარია.20წელია არ უთამაშიათ ლიგაში.არაპროფესიონალიზმი მეფობს ქვეყანაში.კორღალიძემ კი თვითონაც არ იცის რა უნდა.არამყარი ფსიქიკის ადამიანია,რაის მწვრთნელი.
რატი
"ვირი და კრიალოსანი", არ იცი და იკითხე რა, უჩას კაცი გაუშვებდა? თუ რამეს მიაღწია"სამგურალმა" სოსიაშვილის დამსახურებაა! ვიღაც ნაძირალა პატარა კაცუნების კუდებია.
ზორბეგი
რა შედეგებს ელოდებოდნენ საინტერესოა ალბათ ლიგის ფინალში გასვლას
ლაშა
თქვე არასწორეებო! ეს რა ქენით! უჩა არ დაიკარგება და თქვენ კი იცით სადაც მოხვდებით.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება