ლაშა ფარღალავამ და ლევან ფაცაციამ საკალათბურთო კლუბ ”სოხუმთან” ორ-ორწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი
ევროჩელენჯზე მოასპარეზე "სოხუმი" ყოველდღიურად სიახლეებს გვთავაზობს. გუშინ გაცნობეთ, რომ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა ამერიკიდან დაბრუნებულმა ვახტანგ ქადარიამ. დღეს კიდევ ორი კალათბურთელის ხელშეკრულებებზე უნდა მოგახსენოთ.

"ლაშა ფარღალავამ და ლევან ფაცაციამ საკალათბურთო კლუბ ”სოხუმთან” ორ-ორწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი", - გვითხრა ”სოხუმის” პრეს-სამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ.

ორივე კალათბურთელი გასულ სეზონშიც ”სოხუმის” ღირსებას იცავდა - ფარღალავა მთელი წლის განმავლობაში, ფაცაცია - პლეი-ოფში. ორივე ”სოხუმის” მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას აღზრდილია.

აი, რა თქვა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მწვრთნელმა:

- ლაშა ფარღალავამ დიდი წვლილი შეიტანა გასულ სეზონში ”სოხუმის” წარმატებელ თამაშში. ვფიქრობ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია კიდევ უფრო მაღალი რანგის კალათბურთი ითამაშოს და მომავალში გამოძახება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაიმსახუროს. ლევან ფაცაციამ კი, რომელიც აშშ-დან საქართველოში 30 აპრილს დაბრუნდა, დიდი წვლილი შეიტანა ”სოხუმის” წარმატებულ საპლეიოფო გამოსვლაში. მჯერა, რომ ფაცაცია კიდევ მოუმატებს.

”სოხუმის” ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ჩილაჩავამ დასძინა:

- ლაშა ფარღალავა და ლევან ფაცაცია ძალიან ნიჭიერი კალათბურთელები არიან და შეუძლიათ მომავალ სეზონში გუნდს დიდი სამსახური გაუწიონ.

ერთი კვირის წინ "სოხუმში" ჩარიცხული მიხეილ ბერიშვილი ნაკრებში რომ გამოიძახეს, უკვე მოგახსენეთ. მასთან ერთად იგორ კოკოშკოვმა ეროვნულში ლევან ფაცაციას უხმო. რაც შეეხება ლაშა ფარღალავას, ჩვენი ინფორმაციით, იგი გამოძახებულთა სიაში არ არის. თუმცა, ჯერ ოფიციალური სია არ გამოცხადებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს