ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის უფლება ოთხ გუნდს აქვს
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება კი ოთხ გუნდს, ბრისბენის "რედსს", კეიპთაუნის "სტორმერზს", ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს"და ოქელნდის "ბლუზს" განაღდებული აქვთ. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სამი, პრეტორიის "ბლუ ბულზი", დურბანის "ნატალ შარქსი" და სიდნეის "ვორათაზი" იბრძვის.

ბოლო მე-18 ტური უმოტვაციოდ დარჩენილი პერთის "ფორსის" გასვლითი მატჩით გაიხნსა "მელბურნ რებლზთან". ზე რაგბის დებიუტანტმა მასპინძელთა გუნდმა კარის გაჯახუნება მოინდომა. ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის მეთაურობით მელბურნელებს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. მან მეტოქეს ოთხი საჯარიმო გაუტანა, თუმცა პერთელთა მგეზავმა ჯეიმზ სტანარდმა ერთით მეტი გაიტანა და თავისიანებს მოაგებინა - 27:24.

დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა პლეი ოფის კიდევ ერთმა მონაწილემ ოქლენდის "ბლუზმა", რომელიც შინ იოლად გაუსწორდა დანიდინის "ჰაილენდერზს" - 33:16. მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, თუმცა გუნდში ყველაზე შედეგიანი გარემარბი ლაკი მუნრო იყო, რომელმაც ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა).

A ჯგუფის მეორეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" შინ ეთამაშება კანბერის "ბრამბიზს". სიდნეელებს აუცილებლად პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, რა ანგარიშითაც არ უნდა გაიმარჯვონ, მათ პლეი ოფში ადგილს ყველა შემთხვევაში გაინაღდებენ, საკითხავი ისღა იქნება, სად უნდა ითამაშონ ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი შინ თუ გარეთ?

"შარშანდელ სეზონშიც ასე იყო. ჩვენი ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. ერთადერთი რასაც ვაპირებთ, მთლიანად მომავალ მატჩზე კონცენტრირებაა და ნაკლებად მივაქცევთ ყურადღებას სხვები როგორ ითამაშებენ. ასე მოვიქეცით შარშან და გაამართლა" - თქვა "ვორათაზის" მწვრთნელმა კრის ჰიკმა.

დიდი, უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი პრეტორიაში, სადაც შარშანდელი ჩემპიონი "ბლუ ბულზი" დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლებს. "ლურჯ ხარებს" ამ შეხევედრაში ფრეც ხელს აძლევს. ორივე გუნდი დღეს დილით ტელევიზორებს მიუჯდებიან და "ვორათაზისა" და "ბრამბიზის" დაპირისპირებას თვალს არ მოაშორებენ, რადგან სიდნეელთა გამარჯვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფის მიღმა დარჩება.

"ბლუ ბულზი" რეგულარული გათამაშების დასასრულისკენ ფორმაში შევიდა. პრეტორიელებმა ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორეს. "ლურჯმა ხარებმა" ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება წინა ტურში, სტუმრად კეიპთაუნში მოიპოვეს "სტორმერზთან" მატჩში - 19:16.

პრეტორიელების შემადგენლობაში ცხრა ნომრად ისევ ფრანსუა ჰაუგარი ითამაშებს, რომელიც ტრავმირებულ ფური დუ პრის შეცვლის, კვლავ აღიდგინა ფორმა და შესანიშნავად თამაშობ მგეზავი მორნი სტეინი. თუ დურბანელებს სტუმრად გამარჯვების მოპოვება უნდათ, ამ ორ მოთამაშეს ხელ-ფეხი უნდა შეუკრან.

"ნატალ შარქსი", რომელიც არანაკლებ ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული ვიდრე მისი დღევანდელი მეტოქე, ზე რაგბის წლევანდელ გათამაშებაში არასტაბილურად ასპარეზობს. განსკუთრებით საოცარი იყო "ზვიგენების" მარცხი იოჰანესბურგის "ლაიონზთან".

დურბანელებს ახლახან შეუერთდათ საფრანგეთის ნაკრების ყოფლილი მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი, რომელიც პრეტორიაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. შესაბამისად, სამხრეთაფრკული რაგბის იმედმა, პატრიკ ლამბიემ ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. მწყობრში არიან საბრძოლველად კბილებს ილესავენ "ბოკეს" წევრები, პირველხაზელები ბისმარკ დუ პლესი და ტენდაი მთავარირა.

XVIII ტური

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-ფორსი 24:2, ვორათაზი-ბრამბიზი

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 62 ქულა, 2. ვორათაზი - 52, 3. ფორსი - 37, 4. ბრამბიზი - 33, 5. რებლზი - 24.

B ჯგუფი

ბლუზი-ჰაილენდერზი 33:16, ჩიფსი-რედსი, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 60 ქულა, 2. კრუსეიდერზი -57, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჩიფსი - 40.

C ჯგუფი

ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი, ჩიტაზი-სტორმერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 58 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 53, 3. ბლუ ბულზი - 53, 4. ჩიტაზი - 39, 5. ლაიონზი - 25.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს