ცნობილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე ფეხბურთს დაუბრუნდა და ეროვნული ლიგის გუნდ წყალტუბოს "სამგურალს" გაწვრთნის.

წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე დაინიშნა.

ის სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე სწორედ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი იყო. სოსო ფრუიძე წყალტუბოურ კლუბს 1994 და 1995/96 წლების სეზონში წვრთნიდა.

სხვადასხვა დროს ის "ზესტაფონს", ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიასა" და "ბორჯომს" ედგა სათავეში. ყველაზე დიდხანს – 12 წლის განმავლობაში კი საჩხერის "ჩიხურას" წვრთნიდა.

საჩხერულ კლუბთან ერთად მან საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" არაერთი დასამახსოვრებელი და წარმატებული მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე.

ბოლოს სოსო ფრუიძე თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა.

სოსო ფრუიძე: "მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელის რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "სამგურალის" ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი...

კლუბის ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა. მქონდა მათთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავთანმხმებულიყავი მათ შემოთავაზებას.

მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ, უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული.

ვეცდებით, რომ "სამგურალმა" რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

samg
სოსოს გუნდში თავისი გაწვრთნილი ფეხბურთელები დახვდა ქვილითაია კირკიტაძე ლექვთაძე ბუხაიძე ჩიხლაძე ეს კარგია ამ ფეხბურთელებმა კარგად იძიან მწვრთნელის ფილოსოფია ეს გარკვეულ წილად გაუადვილებს მუშაობას წარმატებები სამგურალს
შოკირებული გულშემატკივარი
ამუშავდა მანქანა და ახალ წარმატებებს უნდა ველოდოთ
ჯაბა
ნამდვილად "გრანტებში" აქვს ნამუშევარი. არც "ბორჯომი", არც "ზესტაფონი" და არც "ჩიზურა"ელიგაში აღარ არიან. როგორც ჩანს ე.წ. ხელმძღვანელობასაც ეგ გზაა აქვს არჩეული, აბა სოსიაშვილის გაშვება სიბრიყვეც არაა, ეს დაცინვაა წყალტუბოს გულშემატკივრის და ბიჭების.
თემო
ხვიჩიკო, უმაღლესი ლიგა აღარ ქვია, ეროვნული ლიგაა ახლა. და თუ რანგით უმაღლეს ლიგას გულისხმობთ იქნებ ეგეც მიუთითოთ. ჟურნალისტებს როგორ უნდა გასწავლოთ წერა :დ მაგრები ხართ
კახა
უჩას წასვლა კი მეწყინა მაგრამ სოსოს დაბრუნებაც გამიხარდა, წარმატებები სამგურალს.
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება