ცნობილმა რუსმა ამერიკელმა ჯონ რობერტ ჰოლდენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ცნობილმა რუსმა ამერიკელმა ჯონ რობერტ ჰოლდენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ლიდერმა ოფიციალური განცხადება რუსეთის ჩემპიონატის სუპერფინალის მეოთხე მატჩის შემდეგ გააკეთა.

იმ შეხვედრაში არმიელებმა "ხიმკი" დაამარცხეს, ფინალური სერია 3:1 მოიგეს და შეინარჩუნეს ტიტული. სხვათა შორის, კარიერის ბოლო მატჩში ჰოლდენი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 25 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

მოსკოვის ცსკა-ში ამერიკელი 2002 წლიდან თამაშობდა და კლუბთან ერთად გაიარა გზა რუსეთის ჩემპიონატში ჰეგემონიიდან ევროლიგაში გამარჯვებამდე. 2007 წლის ევრობასკეტის წინ ჰოლდენმა რუსული პასპორტი მიიღო და კონტინენტის პირველობაზე რუსეთის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო. სწორედ მისმა გადამწყვეტმა ტყორცნამ მოაგებინა რუსეთს ფინალში ესპანეთის ნაკრებთან.

2010-11 წლების სეზონის წინ ჯეი არს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს და მკურნალობის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მომენტი გახდა განმსაზღვრელი ჰოლდენის გადაწყვეტილებაში. სხვათა შორის, მცველი წლევანდელი ევრობასკეტისთვის რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო შეყვანილი, თუმცა მას ლიტვაში ვერ ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე