ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთხელ ამერიკაში - ნიკოლოზ ხატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები აშშ-ში პოპულარულია

ერთხელ ამერიკაში - ნიკოლოზ ხატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები აშშ-ში პოპულარულია

"ბორჯღალოსანი" ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩრდილოამერიკის პროფესიონალური სარაგბო პირველობის, Major League Rugby-ს მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

28 წლის "ბორჯღალოსანმა" ამერიკული პროფესიული ლიგის ტეხასურ ფრანჩაიზთან, "ჰიუსტონ საბერქეთსთან" 3-წლიანი კონტრაქტი შარშან გააფორმა და ახალ გუნდს იანვარში შეუერთდა.

მეიჯერ ლიგ რაგბი (MLR) 2017 წელს დაარსდა და პირველი ჩემპიონატი 2018 წელს ჩატარდა. მასში აშშ-ის 11 და კანადის ერთი ფრანჩაიზი მონაწილეობს, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ, 6-6-გუნდიან კონფერენციაში (ჩრდილოეთი და სამხრეთი) თამაშობენ, ორ-ორი მოწინავე კი პლეი-ოფში გადის და ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ხატიაშვილის თქმით, ახალი ტურნირი საკმაოდ მაღალი დონისაა და ჰიუსტონშიც რაგბის ცნობადობა დღითი დღე იზრდება:

"კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო პრესეზონი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც გვსურდა. ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა ეშლი ჯონსმა, რომელიც "კრუზეიდერსის" ფიზმომზადების სისტემის შემქმნელია, 3-თვიანი მოსამზადებელი პროგრამა ერთ თვეში ჩაატია.

ტეხასში კოვიდ-სიტუაცია რთული არაა და პირბადეების გარეშე დავდივართ. ჰიუსტონში საკმაოდ თბილი ხალხი ცხოვრობს, რაგბიშიც კარგად ერკვევიან და არც გულშემატკივარი გვაკლია. მთლიანობაში, ლიგა სირთულეებს მომზადებული შეხვდა. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ორგანიზება მარტივად მოხდა და გარკვეული კუთხით, MLR-ი ბევრ სარაგბო ქვეყანაზე წინაა. სპორტული თვალსაზრისითაც საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. ის მეოთხე წელია, რაც ტარდება და განვითარების სპეციფიკური გეგმა აქვთ. აქ არაერთი ზე-რაგბის ვარსკვლავი თამაშობს, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიის ნაკრების მორაგბეები. პრო დე2-ში ექვსი წელი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემპიონატი მასზე უფრო მაღალი დონისაა, რითაც სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ.

კლუბებს მოწესრიგებული აქვთ სტრუქტურა. სწორად ხდება მაღალი დონის მწვრთნელებისა და მოთამაშეების მოწვევა. ყველა ფრანჩაიზს ჰყავს მეორე გუნდი, რომლებიც ასევე რეგულარულად თამაშობენ. ორგანიზატორებმა სწორი გათვლა გააკეთეს და სარაგბო სეზონი ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწყება. შედეგად, ის ადამიანები, რომელთაც ძალისმიერი სპორტი მოსწონთ, რაგბიზე რეგულარულად დადიან და დარწმუნებული ვარ, როდესაც შეზღუდვები სრულად მოიხსნება, მათი რაოდენობაც გაიზრდება. ისეთი ტელევიზიები, როგორებიც ESPN, CBS, Fox და TSN არიან, რეგულარულად ახორციელებენ ტელეტრანსლაციებს.

ასევე მაღალ დონეზეა რაგბი კოლეჯებში. როგორც NBA-სა და NFL-ში, აქაც ტარდება დრაფტი და აჰყავთ ახალგაზრდა მორაგბეები. ყველა გუნდს ზურგს უმაგრებს ფინანსურად ძლიერი მეპატრონე".

სრული პროფესიონალიზმი

ნიკა ხატიაშვილს "ჰიუსტონში" და ზოგადად MLR-ში ყველაზე მეტად პროფესიონალიზმი მოსწონს, რაც მოთამაშეებს განვითარებაში ეხმარება:

"სავარჯიშო პროცესის მიმართ პროფესიონალური მიდგომაა და თავს სრულფასოვან სპორტსმენად ვგრძნობ. მზადება დილით, 7 საათზე იწყება. თავიდან მზადებას ის მოთამაშეები იწყებენ, რომელთაც რამე აწუხებთ; 9 საათზე კი ძირითადი ვარჯიშია, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება. ბაზაზე 3 საათამდე ვართ და დასვენების შემდეგ კიდევ ერთი ვარჯიშია. ყველაზე მძიმე დღე სამშაბათია, მერე კი თამაშამდე ინტენსივობა იკლებს. კვირაში ორჯერ გვიტარდება კოვიდ-ტესტირება. ასევე მოწმდება მოთამაშეთა მობილურობა".

ხატიაშვილმა განვლილი შეხვედრა, რომელშიც "ჰიუსტონმა" "სან დიეგო" 34:32 დაამარცხა, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყო და არ გამორიცხავს, რომ მომავალ მატჩში კვაჭად მოგვევლინოს:

"სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები, რაც, ალბათ, მოკლე პრესეზონის ბრალია. მძიმედ დაშავდა ჩვენი მარცხენა ბურჯი და მეც პოზიციის შეცვლა მომიწია, თუმცა ამის პრობლემა არასდროს მქონია. დაშავებულია გუნდის ძირითადი კვაჭიც და არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო მატჩში ამ პოზიციაზე დამაყენონ.

რაც შეეხება მიზანს, გვაქვს პატარ-პატარა მიზნები და ყოველი მომდევნო თამაში შემდეგი საფეხურია. გვსურს, რომ პლეი-ოფში გავიდეთ და იქ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. "ჰიუსტონის" თამაში ძალიან ჰგავს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილს. ის ფორვარდების დომინანტობაზეა აგებული".

ქართველი პირველხაზელი პირად წარმატებაზე მაღლა გუნდის ინტერესებს აყენებს და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასთან დაკავშირებით ამბობს:

"სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოვხვდი და სიმართლე გითხრათ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, თუმცა სიმბოლური ნაკრები უფრო ფანების გასართობია. რაგბი იმდენად გუნდური სპორტია, რომ რთულია ინდივიდუალურად ვინმე გამოარჩიო. ჩემთვის მთავარია გუნდმა მოიგოს და არა პირადი აღიარება".

აშშ-ში საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს სცემენ

ხატიაშვილი ფიქრობს, რომ "ბორჯღალოსნების" კანდიდატებისთვის, განსაკუთრებით, ხაზის მოთამაშეებისთვის, MLR-ში თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ლიგა ისეთი ტემპებით ვითარდება, მალე გაუტოლდება იაპონიის ჩემპიონატს. აქ ძალიან კარგი გარემოა და მრავლად მოდიან ლეგიონერები. სათამაშო ტემპი მაღალია და აქ თამაში განსაკუთრებით ჩვენ ხაზის მოთამაშეებს წაადგებათ. კლუბებს ჰყავთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და რაც მთავარია, მიეჩვევიან სტრუქტურას, რაც საქართველოში არცერთ კლუბს არა აქვს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა შერკინებას და პირველხაზელების აქაურ ჩემპიონატში ჩართვა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

სხვათა შორის, აქ საქართველოს ნაკრები საკმაოდ პოპულარულია და დიდ პატივს სცემენ. არგენტინელი და ურუგვაელი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც მუდამ აღნიშნავენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. ისინი არ გვიყურებენ, როგორც მეორე დონის ქვეყანას. ჩვენ კი უცხო ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ და სწორედ ასე იქმნება მათი შთაბეჭდილებაც. მიმაჩნია, რომ ქართველი მორაგბეები არავისზე ნაკლები პროფესიონალები არ არიან და დარწმუნებული ვარ, მათ მიმართ ინტერესი აქაურ კლუბებსაც აუცილებლად გაუჩნდებათ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• დემური

იქნებ იმიტომ, რომ 2019 წლის მსოფლიოზე მოუგეს ფიჯის. ჩვენ კი უშანსოდ წავაგეთ ყველა თამაში ფიჯისთან. ისე კი, თვითონაც ხვდებიან რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და იგივე ფიჯიც იაპონიაც ორივე გადაიზარდა ტიერ 1-ში, ჩვენ კი ჯერ კიდევ შუაში ვართ ამ ორ ეშელონს შორის. ურუგვაი კი 2 ტიერში რჩება

• levan

ურუგვაელებმა რატომ უნდა გვიყურონ როგორც მეორე დონის ქვეყანას?! )))))))))))

• emigranti

მაღალი დონის ჩემპიონატია და რაც მთავარია დონეც იზრდება. ოკეანელებიც ბევრნი თამაშობენ. პირველი მერცხალი ჩვენცა გვყავს და მგონი ურიგო არ იქნება ჩვენი ახალგაზრდების ზრდისათვის.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი

წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი

"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა

[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა

აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა

"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია

"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

საქართველო VS ურუგვაი - თბილისის თასი 2015 იწყება