პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ნიკა კვეკვესკირის პოზნანის "ლეხი" საკუთარ მოედანზე ვაკო გვილიას ვარშავის "ლეგიას" დაუპირისპირდა, შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო კი მასპინძელთა ქართველი საყრდენი იყო.

თუ გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კვეკვესკირი პოლონეთში გადასვლის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და შეუცვლელადაც ითამაშა, ტურის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

"ჩვენი გუნდის მთავარ მეტოქე "ლეგიასთან" შეხვედრაში პირველად მოვხვდი ძირითადში. ამ შანსს დიდი ხანი ველოდი. მსურდა მეჩვენებინა, რაც შემიძლია. მიხარია, რომ კარგად ვითამაშე, თუმცა უფრო მეტად გუნდის კარგმა ხასიათმა გამახარა, რთულ მომენტში ვიბრძოლეთ, არ დავნებდით.

ძალიან სასიამოვნოა, როცა ინდივიდუალურად გამოგარჩევენ, მაგრამ მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ შენი კარგი თამაში დადებით შედეგში არ გარდაისახა, ფასი ეკარგება.

ადაპტაცია არ გამჭირვებია. აქ ნიკა კაჭარავა დამხვდა. სხვა ფეხბურთელებიც გვერდით მედგნენ. მოთმინებით ველოდებოდი, როდის მივიღებდი შესაძლებლობას, თუმცა ეს ჩემი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, უფრო მეტი შემიძლია. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მჯერა, შემიძლია გუნდს ქულების მოპოვებაში დავეხმარო", - აღნიშნა ნიკამ.

მომზადებულია pilkarskiswiat.com-ის მიხედვით

რობი
ძალიან კარგია! მარა კიდევ უნდა მოუმატოს ნაკრებისთვის სასარგებლო რომ იყოს.მჯერა რომ ასეც იქნება!
kaxa
მე ვუყურე თამაშს და ნიკამ მართლა კარგად ითამაშა,სიმართლე გითხრათ ნიკასგან ამ თამაშს არ ველოდი,მოლოდინს გადააჭარბა. აშკარად ეტყობა კლასი და დონე,იმედია კიდევ მოუმატებს და მიღწეულს არ დაკმაყოფილდება!
სოსო
ნიკას ეს თამაში არ მინახია,მაგრამ ნაკრებში ვნახეთ და ნამდვილად მეტი შეუძლია.მოეთხოვება კიდეც და ითამაშებს.აუცილებლად ითამაშებს უკეთესად.აქაც და ნაკრებშიც
საბა
აქ ისე გამოდის მთავარი მონაწილეობა იყო და არა ანგარიში..ოლიმპიური სისტემა რა...:)))
ვვვ
ანღარიში?
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა