24 აპრილს, თბილისში, ლიგა Alpha Green Championship-ის ორგანიზებით, MMA-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 6 ქვეყნის 26 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის არაერთი ტიტულოვანი ქართველი მებრძოლი იქნება.

საგულისხმოა, რომ ტურნირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ღონისძიებიდან შემოსული თანხის 25% ძალადობასთან მებრძოლ ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაერიცხება.

ტურნირის საორგანიზაციო მხარეებზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მებრძოლმა გიგი შალამბერიძემ "მთავარი არხის" ეთერში Alpha Green Championship-ის მებრძოლთან, ალეკო საღლიანთან ერთად ისაუბრა.

"ჩვენ პირველი შეჯიბრება ჩავატარეთ 2019 წელს, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსოფლიოში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა შერეულ ორთაბრძოლებში შეჯიბრების ჩატარება და მაშინაც გავაკეთეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ზოგადად, ძალისმიერი სპორტსმენები ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ძალის მოსინჯვა უნდა, უნდა გასინჯოს ძალისმიერ სპორტში და არა ქალის წინააღმდეგ.

ჩვენ გავაფორმეთ ერთწლიანი მემორანდუმი ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან, სადაც ჩვენი ვალდებულება იქნება ყოველი ჩატარებული შეჯიბრებიდან, რომელიც თვეში ერთხელ გაიმართება, მიღებული თანხის 25% გადაირიცხება ამ ორგანიზაციაში. ამასთან, პერიოდულად გავგზავნით ჩვენს მწვრთნელებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად და ვასწავლით თავდაცვას", – განაცხადა გიგი შალამბერიძემ.

მოგვაწოდა თამარა ბოჭორიშვილმა

რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა