ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სულელური რევოლუცია იყო. ფლორენტინო პერესმა ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტის სავარძელი მხოლოდ ერთი დღით შეინარჩუნა და ყველას დასაცინი შეიქნა. მთელი ეს ავანტიურა ევროპის ტოპ-კლუბების მიერ უეფას დაშანტაჟებას უფრო ემსახურებოდა - მოგვეცით მეტი ფული, თორემ თქვენ გარეშე ვიშოვითო.

ეს პროექტი არ გახლდათ გათვლილ-გააზრებული, ვინაიდან არ ჰყავდა სპონსორები, არ ჰქონდა გაფორმებული ტელევიზიებთან მატჩების ტრანსლაციებზე კონტრაქტები. საკუთარი რეგლამენტიც კი არ გააჩნდა, მასში გაერთიანებულმა კლუბებმა კი ერთიმეორის მიყოლებით მოკურცხლეს.

საფეხბურთო რევოლუცია ტოპ-კლუბებმა სრულიად მოუმზადებლად, ყოველგვარი საინფორმაციო კამპანიის გარეშე დაიწყეს. თვით საკუთარი გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელებიც კი არ ჩააყენეს საქმის კურსში. მაგალითად, ეს ამბავი ისეთი კალიბრის მწვრთნელებმა, როგორებიც იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა არიან, მედიასაშუალებებისგან შეიტყვეს, ხოლო როდესაც ინგლისურმა კლუბებმა გაქცევა და გულშემატკივრებთან ბოდიშების მოხდა დაიწყეს, რევოლუციის შემოქმედთა მთელი უნიჭობა წარმოჩინდა. პერესმა, ანიელიმ და მათმა დოსტებმა ეს ყველაფერი სრულიად მოუმზადებლად წამოიწყეს, ისე, რომ არავითარი წინასწარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბებისაა ეს ტრაგიკომედია?

როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა ესოდენ გამოცდილმა ხალხმა? „რეალის“ სათავეში პერესი ხომ თითქმის ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებდა (თუ მხედველობაში რონალდოს გუნდიდან წასვლას არ მივიღებთ). ის კი უცბად პრესის წინაშე აცხადებს, რომ „სამეფო კლუბს“ ბიუჯეტში 800-მილიონევროიანი გარღვევა აქვს და თუ უფრო მეტ ფულს ვერ მიიღებენ, 2004 წელს გაკოტრდებიან; მატჩების ხანგრძლივობის შემცირების იდეით გამოდის და ასე სურს ფეხბურთის გადარჩენა.

აქ ფეხბურთისაგან ძალიან შორს მყოფ ადამიანებსაც კი დაებადებათ სრულიად ლოგიკური კითხვა - რა კავშირშია ერთმანეთთან პერესისა და ანიელის გაბანკროტებისგან გადარჩენა ფეხბურთის ხსნასთან?

მოკლედ, ისინი, ვინც გენიოსებად მიიჩნეოდნენ, უბრალოდ წინდაუხედავი ხარბები აღმოჩნდნენ. არავითარი გეგმა, არავითარი სისტემა, მხოლოდ კიდევ უფრო გამდიდრების დაუოკებელი სურვილი. ერთი ამერიკული ბანკი (JP Morgan Chase) წელიწადში 350 მილიონს დაჰპირდა და ნერწყვი მოადგათ.

იცით, ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის? ფეხბურთს მართლაც სჭირდება რეალური რეფორმები. არ შეიძლება კლუბებმა ისევ დაუდონ ფეხბურთელებს არანორმალური კონტრაქტები და აღებული სესხებით ტრანსფერებში ზღაპრული ფული გადაიხადონ. პერესი ერთ რამეში მართალია: ის ასე დიდხანს ვერ გაძლებს, სხვა ტოპ-კლუბებიც, გარდა გერმანულებისა, რამეთუ ბუნდესლიგის წარმომადგენლები მუდამ არსებული შემოსავლებით კმაყოფილდებოდნენ და სუპერლიგის შეთავაზებას არ დახარბდნენ. ამბობენ, „დორტმუნდს“ კიდევ ორი წელი შეუძლია მაყურებლების გარეშე თავი გაიტანოსო. ვერაფერს იტყვი, სწორედ ესაა საფეხბურთო პრაგმატიზმი.

პერესს დანაზოგი არ გააჩნია და გარისკვა გადაწყვიტა. 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 750 მილიონს შეადგენდა, ახლა - 2.5 მილიარდს და მათთვის ეს მაინც ცოტაა. JP Morgan-ი ორ წელიწადში 7.5 მილიარდს ჰპირდებოდა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემდეგ ეს თანხაც ეცოტავებოდათ.

ევროპული ფეხბურთი ხელფასების ზედა ჭერის დაწესების წინაშე დადგა, რომელიც ამ აგონიას რაღაც ადეკვატურ დონეზე მაინც შეაჩერებდა. უეფა კი ტოპებს ჩემპიონთა ლიგაზე გარანტირებულ ადგილს და სპორტული პრინციპების გვერდის ავლით ღარიბ კლუბებთან მინიმალურ მატჩებს ჰპირდება. ერთი სიტყვით, 2024 წელს იმავე სუპერლიგას მივიღებთ, ოღონდ, რომელიც უეფას ეგიდით ჩატარდება.

რეფორმებზე არავინ საუბრობს, ყველას ნამცხვრის დიდი ნაჭერი აინტერესებს და ასეთ ვითარებაში სისტემა ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოინგრევა.

luka
ბაბუ, მელა პერეს! კაპუტ, სუპერ ლიგა?

ფულიჭამია მონსტრია ეს კაცი! ძალიანაც კარგი, რომ ჩაიშალა ეს პროექტი, ნუღა გადაიხდიან ფეხბურთელებში 200 მილიონებს და არ ექნებათ პრობლემები მერე... ამ კაცს თან ის უნდა ვალები არ მქონდესო და თან მბაპეში, ჰალანდში და ვიღაცეებში მინიმუმ 400 მილიონის დახარჯვა უნდა? შეხედეთ ბაიენს და ისწავლეთ ფეხბურთი, გუნდს არც მბაპე, ნეიმარი და ჰალანდი არ სჭირდება, რადგან პსჟ - ს უბრალოდ გაუმართლა რომ ლევანდოვსკის ტრამვა და შესაბამისად უამრავი მომენტის გამოუყენებლობა დაემთხვა... ფეხბურთი ყველასია და არა ოლიგარქების, შეიხების და ნავთობმაგნატების!
ქომაგი
სტატიის მიხედვით თუ ვაკრიტიკებთ 12 გუნდს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე დორტმუნდი ძვლივს გადაურჩა გაბანკროტოებას 3-4 წლის წინ :) ამიტომ სტატია სულ მცირე, ზიზღითაა გაჯერებული ამ გუნდების მიმართ :)
ზუკა
ესენი სამუდამოდ უნდა მოკვეთონ ფეხბურთიდან და როგორც ლეგენდარული სანდრო ცნობილაძე იტყოდა: "იბრაჰიმ ბას არათუ პეხბურთის თამაში, ფეხბურთის ყურებაც კი უნდა აუკრძალო)
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
[VIDEO] ბელგიისა და ეგვიპტის სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
კონტრრევოლუცია იწყება - "რეალსა" და "იუვენტუსს" მკაცრად დასჯას უპირებენ
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
იურგენ კლოპი სუპერლიგის შექმნას გმობს
"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?
"ამიტომაც, არ მომწონს იდეა..." - შოთა არველაძე სუპერ ლიგის დამტკიცებას ეხმაურება
Bild: "ბაიერნი", "დორტმუნდი" და პორტუ" მოკვეთილების ნაცვლად ნახევარფინალში?