ოთხშაბათს ღამით სუპერლიგისა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ რადიოში სცადა ახალ ტურნირთან დაკავშირებით ესაუბრა. ფლორენტინო ასევე იმ გუნდებს შეეხო, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ სუპერლიგას დატოვებდნენ.

"მე გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ პროექტთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში ვმუშაობდით. შესაძლოა ჩვენ მისი დადებითი მხარეები კარგად ვერ გადმოვეცით.

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ძველმოდურია, საინტერესო ეტაპი კი მეოთხედფინალიდან იწყება.

ეს ფორმატი კი, შეიძლება ითქვას, რომ არ მუშაობს. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდები სეზონის დასაწყისიდანვე ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ჩვენ დავიანგარიშეთ ციფრები და დავინახეთ, რომ ამ გზით ბევრად დიდი მატერიალური მოგების ნახვა შეგვეძლო. დიდ სარგებელს ასევე სხვა გუნდებიც ნახავდნენ.

ჩვენს რიგებში ერთი ინგლისური გუნდიც მოიაზრებოდა, რომელსაც სიმართლე გითხრათ, ამ ლიგასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ ჰქონდა. მოდი, არ დავკონკრეტდები, მან კი გავლენა სხვებზე იქონია...

ასე არიან ამერიკაშიც, NBA-სა და NFL-ის პრეზიდენტები. თუ ისინი მიდიან პროექტიდან, ეს ყველაფერი გარემოცვაში არსებული ატმოსფეროს გამო ხდება. თავის მხრივ, FIFA-მ შოუ დადგა, დაახლოებით ისეთი, თითქოსდა ჩვენ ატომური ბომბი შეგვექმნას. შესაძლოა ჩვენ ჩვენი სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცით, თუმცა არც მათ მოუციათ ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ უკეთესად აგვეხსნა. ვიღაცას არ უნდოდა ეს და დასრულდა. არასდროს მინახავს UEFA-ს პრეზიდენტისგან და სხვა ქვეყნის ფეხბურთის წარმომადგენლებისგან ამხელა აგრესია.

20 წელია ფეხბურთში ვარ და მსგავსი საფრთხე არც კი მახსოვს. თითქოს ვიღაც მოვკალით, თითქოს ჩვენ ფეხბურთი დავმარხეთ, თუმცა რეალურად ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველასთვის საყვარელი სპორტი გადაგვერჩინა".

ფლორენტინო ასევე იმ ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებს შეეხო, რომლებმაც პროექტი თავიანთი ნებით დატოვეს:

"ისინი ძალიან ცდებიან. ვფიქრობ, პროექტი მათ ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ, რადგან ყველა მათგანმა იცის ამ "სამყაროს" შესახებ".

პერესმა საინტერესოდ ისაუბრა პრესის მიერ ჩაკეტილი ტურნირის გამოცხადებაზე, სადაც მონაწილეობას მხოლოდ მდიდარი გუნდები მიიღებდნენ:

"ამ გუნდებმა ეს დაიმსახურეს, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ მათ გააჩნდათ უდიდესი სოციალური მედია და გულშემატკივრები.

თქვენი აზრით, უნდა ვკითხო მოთამაშეებს, მოაწერეს თუ არა ხელი? არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარს ეტყვი, რომ თუ ყოველ კვირაში მანჩესტერულ გუნდებთან, "ბარსელონასთან" და სხვა გრანდებთან გვექნება შეხვედრები, გგონიათ ისინი უარს იტყვიან? არ გირჩევნიათ უყუროთ ამას საწყისი ეტაპიდან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან? პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - განაცხადა პერესმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ბარსაფანი
ყოველ კვირა თუ უყურე რეალი ბარსას დაპირისპირებას,ის ინტერესი დაეკარგება.რაღაც უნდა შეიცვალოს,მაგრამ არა ჩაკეტილი ,ჩემპიონატით,ერთიდაიგივე გუნდების ყურებით.
ჟორა
არ გინდა ეხლა ამ თემაზე ლაი-ლაი,რა სუპერლიგა იქნებოდა გორის დილას და სამგურალის გარეშე? თვითონ უეფა და ფიფა არის კორუფციის ბუდე.რატომ უთვლის ეს ხალხი მესის,თუ რონალდოს ფულებს? თქვე დალოცვილი შვილებო საგანელიძე და ღარიბაშვილი მეტ ფულს შოულობენ არაფერში და რაღა ამ ვარსკვლავებს მივადექით?
buxrika
ყყველაფერი იის ბრალია რო ახელა ფულს უაზროდ იხდიან კლუბები ფეხბბურთელებში.თუ კონკურენცია შემცირდა ეს იმის ბრალია რო ბობოლები ასტრონომიულ თანხას იხდიან ფეხბურთელში და საშუალო დონის კლუბები ვერ უწევენ კონკურენციას.ნორმალურია 35 მილიონი წელიწადში ხელფასის სახიით?ზუსტად მაგდენიაქვს კრიშტიანოს.ასევე ჰალანდი ითხოვს 35 მილიონს წელიწადში ხელფასის სახით.ეს ხო სიგიჟეა .მიზანი ხელფასების გაზრდა კი არა ხელფასების შემცირებაა.წელიწადში 3 მილიონზე მეტი ხელფასის სახით არის სიგიჟეე და მეტი არაფერი.იმედია რეალს და იუვეეს ძაან დაასანქცირებენ
მალაქია
დიდი ხანია ფეხბურთს უნდა შეეცვალოს სახელი და გახდეს"ფულბურთი". 100-200 მილიონიან ტრანსფერებს და ხელფასებს ისე მიეჩვივნენ თითქოს რაიმე გადატრიალება და აღმოჩენა მოეხდინათ მეცნიერებაში ან მედიცინაში.
gia
მაგას უეფაც აკეთებს და არ მოწონთ. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ თუ ტრანსფერებზე ფული დახარჯა და სახელფასო ბიუჯეტი გაბერა მერე ჭირდება ბევრი თამაში მაყურებელზე გასაყიდად რომ ამოიღოს. თუ ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა ან საერთოდ ლიგის ზონაში ვერ შევიდა რისკავს ძალიან, ამიტომ ზოგი გუნდი ერიდება დიდ ტრანსფერებს. როცა ეს მოდელი გაეშვებოდა შეიცვლებოდა მარტო ფეხბურთელების ფასები და მეტ ფულს იშოვიდნენ კლუბები და აგენტები. შესაცვლელი მიდგომები და წესებია და იზოლაცია ამას ვერ დაეხმარება. ამათ გონიათ მანჩესტერს ეხლა წელიწადში ერთხელ რომ ეთამაშებიან და ხალხი უყურებს მასიურად 10ჯერ თუ ითამაშებენ იგივე რაოდენობა დაინტერესდება და მაგაში ცდებიან. თუ ყოველ კვირას ტოპ თამაშებია ტოპი აღარ ქვია მაგას. მიიღებენ იმას რომ ფლეიოფამდე ხალხი არ მივა სტადიონზე და მანამდე გადაიხდის იმდენივეს რასაც ოსასუნასთან თამაშის საყურებლად გადაიხდიდა.
კახა
ოლიმპიური სისტემა წააგე გავარდები და მორჩა. თასების მფლობელთა თასიც დაამატონ. არაა საჭირო ჯგუფური ტურნირები. ორი საფეხურის გადალახვის შემდეგ თუ წააგეფ დაბალი დონის ტურნირზე გადაერთოს გუნდი და ასე...
ნოდო
ძალიან აცდენილი ხარ რეალობას და რატომ დეტალურად აგიხსნი უეფა ლიგის საკვაალიფიკაციოს თამაშისთვისაც კი ფულს აძლევს კლუბებს თუ ჯგუფში გავლენბ ხო საერთოდ ეს რამხელა დახმარებაა ნებისმიერი ქვეყნის კლუბისთვის და მითუმეთეს ჩვენთვის ლიგა რო აღარრ იქნება მეორე დონის კლუბებმა რაუნდა ქნან? თუ გგონია ისეთი ტურნირო რო შეიქმნას სადაც ტოპ კლუბები არ იქნება რომელიმე ქვეყნის ტელევიზია იყიდის? მაგ სუპერლიგაში ჩემპიონი ვერ ხვდები 4ეულსი უნდა გახვიდე თუ დაკარგე შანსი 9ტურის მერე არ იქნება სვარკა? და თან საკუთარ ქვეყნის ჩემპიონატზე რო ამბობ უარს ამაზე მეტი უღურსობა რაღა გინდა/ ?
jango
საცოდავი პერესი რა დღეშია :) ფეხბურთი სპორტიდან აქციეს შოუ ბიზნესად, ფეხბუტთელს ფულს იმაში უხდიან რომ მ ქუჩის ქალივით წამოიპლაკება მინდორზე შეხებისთანავე,რა გემო აქვს ნეიმარის თამაშს რომელიც ბუზი რომ დააფრინდება ამსი გამო ისტერიაში ვარდება? სიმულიანტობა კარგად იცის და არა ნაღდი ვაჟკაცური ფეხბურთის თამაში ეხერხება. ფეხბურთელში 200-250 მილიონ ევროებს ისე იხდიან თითქოს ეს დიდი ქარხანა იყოს 3000 მუშახელით. ამ მდიდარმა კლუბებმა სხვების ხარჯზე გამდიდრდნენ და ამას ვერ ხვდებიან,სხვებს მოუსპეს მომავალის ინტერესი. ევროპის 500 კლუბიდან სიცოცხლისუნარიანი 50-ია მხოლოდ, დანარჩენები უბრალოდ არსებობენ ყოველგვარი ტროფეული მიზნის გარეშე, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია, წარმატებად ითვლება უკევ ევროპალიგის ჯგუფურზე მოსახვედირს პლეიოფში დამარცხებაც კი :) გაჩნდა ფეხბრუთელების ახალი კასტა - პროფესიონალი მოყვარულები- ეს უაზრო სიმდიდრე იყო სწორედაც მიზეზი მადრიდის რეალის 5-ჯერ მიჯრით ჩემპიონთა თასის მოგება 50-იან წლებში. ვის გხიბლავთ ასეთი სიმდიდრე და წარმატებები?
Mima
100%it ზუსტად ეს დავწერე სუპერლიგის დაწყებიდან რაა აზრი აქ ლუდოგორეცი მალმიოს საცოდაობაა მერვედფინალი იწყება მარტში და სამ თვეში რჩება მერე 4, 2 , 1 თამაშია მანამდე კიდე რეალი კადდის ვალიაადოლიდს და იუვე კროტონე ბენევენტოს უნდა ვუყუროთ ან ვინ უყურებს თუ ტელევიზორთან არ მოხვდა მთელი ზამთარი გავიძახით ერთი მალე დაიწყოს ლიგა მე მხარს ვუჭერ სუპერლიგას.
superman
არადა ძალიან სწორად აზროვნებს ეს კაცი და ვიღაცეებმა კი მისგან მონსტრი გამოიყვანეს... რაში იღებს უეფა ყოველწლიურა დმილიარდებს? ტურნირის ორგანიზებაში? ამას ორგანიზებას ყველა გაუწევს ვინც ფეხბურთშია. კორუმპირებული უეფას პრეზიდენტები, რომლებსაც მუდმივად იჭერენ სხვის ფულს ჭამენ მთელი ცხოვრება და მობეზრდათ გრანდებს. რა არის ამას გასაკვირი. ერთადერთი რაც ნაკლი ქონდა სუპერლიგას, იყო ფორმარი. ძალიან ბევრი კარგი გუნდი იჩაგრებოდა და მონაწილეთა რაოდენობა ცოტა იყო. ასევე არ უნდა ყოფილიყვნენ მუდმივი წევრები, არამედ საკუთარი ჩემპიონატებიდან უნდა გასულიყვნენ ისევ სუპერლიგაზე. მოკლედ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი რომ შეენარჩუნებინათ და უეფა "ჩაეტეხათ" ეგ იქნებოდა ყველაზე ჭკვიანური
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს