რუსეთი. პრემიერლიგა. XIV ტური: სამსაჯო შეცდომები კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც „ვოლგასა“ და „ზენიტის“ შეხვედრისას მოხდა
სკანდალური და „ხმაურიანი“ გამოდგა რუსული პრემიერლიგის განვლილი ტური: სამსაჯო შეცდომები კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც „ვოლგასა“ და „ზენიტის“ შეხვედრისას მოხდა.

მოგეხსენებათ, რომ რუსული პრემიერლიგის ყველაზე „ქართულ გუნდს“ ამ მატჩში ახალი მწვრთნელი, დიმიტრი ჩერიშევი მოძღვრავდა, რომელმაც ამ პოსტზე ომარ თეთრაძე შეცვალა. ამ წყვილში ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტის „ზენიტი“ იყო და რუსეთის ნაკრების ფორვარდის, 28 წლის ალექსანდრ კერჟაკოვის „დუბლით“ ქვეყნის ჩემპიონმა „დაგეგმილი“ გამარჯვება მოიპოვა.

ეს შედეგი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, აი, ტრიბუნებზე მომხდარი არეულობა კი, ალბათ, დიდხანს იქნება განსჯის საგანი: ნიჟნი ნოვგოროდის მილიცია სასტიკად გაუსწორდა სტუმართა ათასობით ფანს! თანაც, მხოლოდ ხელკეტები კი არ გამოუყენებია - ელექტროშოკიც იხმარეს! სხვათა შორის, დაზარალებულთა შორის... „ზენიტის“ ფეხბურთელიც, ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 28 წლის დანკო ლაზოვიჩიც არის; არადა, ლაზოვიჩზე ადგილობრივმა მილიციელმა იმ დროს იხმარა ელექტროშოკი, როცა სერბმა ფორვარდმა მაისურა გაიძრო და თავის ქომაგებს საჩუქრად გადაუგდო. სანკტ-პეტერბურგში ჩასულ ლაზოვიჩს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სხეულის დაზიანების ფაქტიც დადასტურდა: ოფიციალური დიაგნოზით, სერბ თავდამსხმელს ელექტროტრავმა და პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება! ყველაზე უცნაური ის არის, რომ მასპინძლები მომხდარში სტუმართა ფანებს ადანაშაულებენ, რომელთა ზღვარგადასული ქმედებების აღკვეთა „კანონის ფარგლებში“ მოხდაო...

„ვოლგასა“ და „ზენიტის“ ამ სკანდალურმა მატჩმა ტურის სხვა მოვლენები „დაჩრდილა“, არადა, ჩერიშევის გარდა კიდევ ორ მწვრთნელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში. „ტერეკიდან“ გაშვებული რუუდ გულიტი დროებით ადგილობრივმა სპეციალისტმა ისა ბაიტიევმა შეცვალა და სადებიუტო მატჩში წარმატებასაც მიაღწია.

აი, ნალჩიკის „სპარტაკს“ კი არც მწვრთნელის შეცვლამ უშველა: ვლადიმერ ეშტრეკოვის ნაცვლად გუნდი სერგეი ტაშუევს ჩააბარეს, მაგრამ ჩემპიონატის აუტსაიდერი ერთპიროვნულ ლიდერთან ცსკა-სთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. „სპარტაკი“ ამ მატჩში, სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდა: მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, ბურთის ფლობის მხრივაც უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ფავორიტმა მეტოქემ კლასისა და... მსაჯის დახმარებით გაიმარჯვა. 23 წლის კოტდივუარელმა სეიდუ დუმბიამ თავისი გუნდის პირველივე შეტევა გოლით დაასრულა, მეორე ტაიმში კი შეხვედრის არბიტრმა მასპინძელთა კარში საეჭვოზე-საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც, ტრადიციულად, ზუსტად გამოიყენა 31 წლის სერგეი იგნაშევიჩმა. მასპინძელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული 29 წლის დავით სირაძე გახლდათ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი პარტნიორები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ.

თანდათან თმობს პოზიციებს მახაჩყალის „ანჟი“: გაჯი გაჯიევის გუნდმა მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო „ამკართან“ შეხვედრაში; თუმცა, ჩვენთვის სასიხარულო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მშრალად შეინახა საკუთარი კარი 24 წლის ნუკრი რევიშვილმა. ბურთების სხვაობით „ანჟის“ უკვე მოსკოვის „დინამოც“ უსწრებს: დროებითი მწვრთნელის, სერგეი სილკინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი. მასპინძელთა გასახარად, როგორც იქნა, გოლის გატანაც შეძლო გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა სახემ, 29 წლის კევინ კურანიმ. თუმცა, ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, დინამოელთა კაპიტანი, 31 წლის ანდრეი ვორონინი გახლდათ, სამივე გოლში აქტიური მონაწილეობა რომ მიიღო.

დაბოლოს, მოსკოვურ „დერბიზეც“ - „სპარტაკმა“ პირველი ტაიმის მიწურულს ორი გოლი გაუტანა „ლოკომოტივს“ და რუსების „სახალხო გუნდმაც“ სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე 18 წლის ჯანო ანანიძე იყო - ჩვენებურმა ეფექტური გოლიც გაიტანა და მეორე ტაიმში მართლაც ზღაპრული პასით თანაგუნდელი ველიტონი მეტოქის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ 24 წლის ბრაზილიელმა უაღრესად ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.

როსტოვი-რუბინი 1:3

გოლები: 0:1 ლებედენკო (14), 1:1 კირიჩენკო (50, პენალტით), 1:2 რიაზანცევი (82), 1:3 კისლიაკი (90)

ყუბანი-კრასნოდარი 0:1

გოლი: 0:1 დრინჩიჩი 67)

58-ე წუთზე ტრაორემ („ყუბანი“) ვერ გამოიყენა პენალტი

გაძევება: ტუბიჩი (56, კროსნოდარი), არმაში (88, ყუბანი)

ვოლგა-ზენიტი 0:2

გოლები: 0:1, 0:2, ა. კერჟაკოვი (9, 19)

სპარტაკი (ნალჩიკი)-ცსკა 0:2

გოლები: 0:1 დუმბია (19), 0:2 იგნაშევიჩი (65, პენალტით)

ლოკომოტივი-სპარტაკი (მოსკოვი) 0:2

გოლები: 0:1 ანანიძე (44), 0:2 როდრიგესი (45)

გაძევება: გილერმე (58, „ლოკომოტივი“)

ტერეკი-კრილია სოვეტოვი 2:0

გოლები: 1:0 პავლენკო (28), 2:0 ალსიდაროვი (56), პენალტით)

დინამო-ტომი 3:0

გოლები: 1:0 სამედოვი (27), 2:0 კურანი (38), 3:0 კოკორინი (44)

ამკარი-ანჟი 0:0

მომდევნო ტური, 22 ივნისი

ცსკა-ლოკომოტივი

ზენიტი-ყუბანი

კრასნოდარი-ტერეკი

კრილია სოვეტოვი-ანჟი

რუბინი-ვოლგა

სპარტაკი (მ)-დინამო

ტომი-როსტოვი

ამკარი-სპარტაკი (ნ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს