29 წლის ავთო ებრალიძე პორტუგალიურ კლუბებში საკმაოდ დიდი ხანია ასპარეზობს. ამჟამად იგი მეორე დივიზიონში, "ლეიშოესში" გამოდის. გუნდი ძირითადად 4-3-3 ტაქტიკით ასპარეზობს, ქართველს კი შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ებრალიძეს თემურ ქეცბაიას დროს ეროვნული გუნდის ღირსებაც დაუცავს. ავთოს პორტუგალიაში დავუკავშირდით...

-თავდაპირველად, თქვენ საკლუბო მდგომარეობაზე გვიამბეთ - გუნდის მიზნებზე, შესაძლებლობებსა და პირად სათამაშო ფორმაზე...

-სეზონის წინ გუნდის მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც წარმატებით მოვახერხეთ და ამ მხვრივ ყველანი კმაყოფლები ვართ. "ლეიშოესი" ისტორიული გუნდია, ყოველთვის დიდი მიზნებით, თუმცა ამ ეტაპზე, გარკვეულ მიზეზთა გამო, არსებული რეალობით დაკმაყოფილება გვიწევს.

პირადად კარგ ფორმაში ვგრძნობ თავს, სტაბილური სეზონი გამომივიდა, ძირითადი შემადგენლობის წევრად მოვიაზრები.

-გაქვთ თუ არა შეთავაზებები სხვა კლუბებისგან და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი უახლოესი პერიოდის სატრანსფერო საკითხი?

-არის გარკვეული საუბრები, მაგრამ ჯერ კონრეტულად ვერაფერს ვიტყვი, სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი უფრო ამბიციურ და მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ კლუბში გადასვლაა.

-კარიერის მანძილზე გქონია თუ არა საინტერესო წინადადებები?

-მქონდა შემოთავაზება სეგუნდა დივიზიონის "კორდობადან", პოლონური კრაკოვის "ვისლადან", კვიპროსის "ომონიასაგან". მაშინ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში დარჩენა გადავწყვიტე...

თუმცა, იყო "სამპდორიას" ვარიანტი, სადაც "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტმა არ გამიშვა. ზოგადად, ამ კაცმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი...

-უკანასკნელ პერიოდში, ქართველი ფეხბურთელები ნაკლებად ხვდებიან ისეთ გამართულ საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა. თქვენ როგორ შეძელით?

-16-წლამდე "ნორჩი დინამოს" წევრი ვიყავი. პორტუგალიაში მოხვედრა მაშინ გაცილებით რთული იყო. მამაჩემი საკმაო ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და მანაც გამიიოლა გადაწყვეტილების მიღება პორტუგალიაში ადრეულ ასაკში თამამად ჩამოვსულიყავი.

-გაიხსენეთ თქვენი სანაკრებო გამოცდილება, მაშინ რამდენად მოსალოდნელი იყო ეროვნულ ნაკრებში დებიუტი?

-"ხეტაფეს" ასაკობრივ გუნდში თამაშის დროს ერთადრთხელ მიმიწვიეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში. რაც შეეხება ეროვნულს - "ჟილ ვისენტეში" ახალ გადაბარგებული ვიყავი, მჯეროდა, თუკი თავს გამოვიჩენდი, დროთა განმავლობაში შანსს მომცემდნენ, თუმცა ეს უფრო ადრე მოხდა. თემურ ქეცბაიამ ექვსჯერ მიმიწვია, მახსოვს სადებიუტო შეხვედრა სტუმრად, ესპანეთთან გავმართე. ამის შემდეგ აღარ გამოვჩენილვარ...

-საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნლ ვილი სანიოლის თქმით, იგი თითქმის ყველა ლეგიონერს აკვირდება. გაქვთ თუ არა ისევ ნაკრებში მოხვედრის იმედი?

-გაცილებით ძლიერ კლუბებში, "შავეშსა" და "ნასიონალში" გამოვდიოდი, თუმცა სანაკრებო შანსი არ მომცემია, ასე რომ მეორე ლიგიდან მიწვევა რთულად დასაჯერებელია. მაგრამ, იმედი მაქვს, ეროვნული გუნდის ფორმას ისევ მოვირგებ...

qomagi
tarmatebebi avto,bevrs jobixar nakrebshi,guli ar gaitexo(((
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში