„შალკეს“ მარცხენა მცველი კრისტიან პანდერი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო, „ჰანოვერმა“ გადაიბირა
„შალკეს“ მარცხენა მცველი კრისტიან პანდერი (ორი მატჩი გერმანიის ნაკრებში), რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო, „ჰანოვერმა“ გადაიბირა.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ გელზენკირხენული კლუბი 27 წლის პანდერს ახალ კონტრაქტს არ უფორმებდა, კრისტიანისთვის ორი კლუბი იბრძოდა, მაგრამ „ჰანოვერმა“ „ვოლფსბურგს“ აჯობა. ფეხბურთელი არ უარყოფს, „ჰანოვერს“ უპირატესობა იმის გამო მივანიჭე, რომ ამ კლუბს ჩემი ყოფილი და უსაყვარლესი მწვრთნელი მირკო სლომკა წვრთნისო.

„ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც „ჰანოვერმა“ გასულ სეზონშიც დაამტკიცა. კარიერაში უიღბლობა დამჩემდა და მინდა, რომ ამას ბოლო სწორედ „ჰანოვერში“ მოეღოს. სლომკასთან მუშაობა კი თავის დროზე „შალკეშიც“ ძალიან მსიამოვნებდა და ახლაც ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშებ კლუბში, რომლის მწვრთნელი სწორედ მირკო სლომკაა,“ - უთხრა პანდერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

კრისტიანი „წითლებთან“ კონტრაქტს ჯერ მხოლოდ 2012 წლამდე გააფორმებს, რადგან „ჰანოვერს“ რისკზე წასვლა არ სურს. ფეხბურთელი ხშირად შავდება და ამიტომაცაა, რომ ჯერ მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას უფორმებენ. თანაც, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა პანდერი გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა – 2007 წლის აგვისტოში მან „უებლიზე“ ინგლისის ნაკრებს გოლი გაუტანა. მაშინ პანდერი ფორმის პიკში იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა მოუღო ბოლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა