თითქოს ნადალს მაინც და მაინც არ გაუმართლა, მაგრამ ბადეს თუ დავაკვირდებით, ესპანელი წილისყრით უკმაყოფილო არ დარჩებოდა
ბადისთვის თვალის ერთი გადავლებით ისე ჩანს, რომ რაფაელ ნადალს მაინც და მაინც არ გაუმართლა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, საერთო ჯამში ესპანელი წილისყრით უკმაყოფილო არ დარჩებოდა.

მესამე წრეში რაფა ფრთხილად უნდა იყოს მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ. მაგრამ ჯერერთი კანადელმა ამ სტადიამდე უნდა მიაღწიოს, თანაც ცნობილი არ არის გამოუცდელი მილოში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან შეხვედრაში შეძლებს თუ არა წარმატებით თამაშს. შემდეგ იქნება ხუან მარტინ დელ პოტრო, რომლისთვისაც ბალახი არ არის კომფორტული საფარი, ამიტომაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის არგენტინელის მეოთხე წრეში გასვლა.

2010 წლის უიმბლდონის ფინალისტი ტომაშ ბერდიხი ბადის პირველ მეოთხედში მოხვდა ნადალთან, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება დარწმუნებით, რომ ჩეხი მეოთხედფინალში ითამაშებს, რადგან ბოლო დროს ტომაში მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და, შესაძლოა, მარდი ფიშმაც კი მოიტოვოს უკან. თანაც ბერდიხს ნადალთან ბოლო ცხრა შეხვედრა აქვს წაგებული. ასე რომ, რაფაელს საკმაოდ კარგი ბადე აქვს, თანაც პირველი ორი წრე ხიფათს არ შეიცავს, ასე რომ, ესპანელს ექნება დრო უიმბლდონის ბალახთან შესაგუებლად.

რაფაელის სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალში ენდი მიურეი იქნება. ამ ეტაპამდე ბრიტანელი მთავარ ხიფათს ივან ლუბიჩიჩისგან, რიშარ გასკესგან და ენდი როდიკისგან უნდა ელოდოს. ამ უკანასკნელმა ერთხელ უკვე მოუგო შოტლანდიელს უიმბლდონზე. რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ამერიკელი იგივეს გაკეთებას, რადგან ცოტა ხნის წინ "ქუინზ კლაბის" ტურნირზე მიურეისთან სასტიკად დამარცხდა - 3:6, 1:6. ასე რომ, როლან გაროსის ნახევარფინალის (ნადალი-მიურეი) გამეორება სავსებით რეალურია.

კვლავ ერთად მოხვდნენ ბადის მეორე ნახევარში როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. 2008 წლიდან მოყოლებული მათ მხოლოდ ორჯერ შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ფინალში თამაში, თანაც ორივეჯერ როლან გაროსზე - 2008 და 2010 წელს. უიმბლდონი კი "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირია, სადაც ისინი ერთმანეთს ნახევარფინალში არ შეხვედრიან. საერთოდაც, ბალახზე როჯერსა და ნოვაკს ურთიერთობა ჯერ არ გაურკვევიათ.

ფედერერის პირველი მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი მიხაილ კუკუშკინია. არც ჯოკოვიჩის სასტარტო ბარიერია მაღალი - ის ტურნირს ჟერემი შარდისთან მატჩით გახსნით. ფრანგმა ერთი კვირის წინ ნოტინგემის "ჩელენჯერის" ფინალამდე მიაღწია, რომელიც ჰარდზე იმართებოდა. ისე კი, ATP-ის დონეზე შარდის დიდი ხანია სერიოზული შედეგი არ უჩევნებია.

სერბსა და შვეიცარიელს გარკვეული პრობლემები შეიძლება შეექმნათ მესამე წრეში. იქ შვეიცარიელის სავარაუდო მეტოქე იქნება უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი დავიდ ნალბანდიანი, რომელიც ახლა არ არის საუკეთესო ფორმაში. ჯოკოვიჩს კი ელის მატჩი მარკოს ბაღდატისთან, ვინც ბოლო დროს კარგი ფორმა აკრიფა. თუმცა უკანასკნელ ხანს ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ჩოგბურთელები, რომლებიც "დიდი სლემის" ჩემპიონატების წინ კარგად თამაშობდნენ დაბალრეიტინგიან ტურნირებში, შემდეგ პირველ წრეში ეთიშებოდნენ ბრძოლას. ასე რომ, კვიპროსელმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ვეტერანი ჯეიმს ბლეიკის ბარიერი გაიაროს. ნოვაკი, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროს მეოთხე წრეში მიკაელ ლოდრასგან, თუმცა არ არის გამორიცხული თანამემამულე ვიქტორ ტროიცკისგან მიიღოს დახმარება.

ჯოკოვიჩთან ბადის ბოლო მეოთხედში მოხვდა მეხუთე ნომერი რობინ სიოდერლინგი. შვედს პირველივე წრიდან რთული ბადე აქვს - აქ მას ბალახის სპეციალისტი ფილიპ პეტცშნერი ელოდება. გერმანელი უიმბლდონის შარშანდელი ჩემპიონია წყვილებს შორის, ცოტა ხნის წინ კი ჰალეს ტურნირის ფინალში ითამაშა. ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ სიოდერლინგს კეი ნიშიკორისა და ლეიტონ ჰიუიტს შორის გამარჯვებული ელის. პრინციპში, შვედი თავისი მერვედის ფავორიტია, წესით უნდა გავიდეს მეოთხედფინალში და მისი მატჩი ნოვაკთან ძალიან საინტერესო იქნება.

რაც შეეხება ფედერერს, მეოთხედფინალში მისი ყველაზე რეალური მეტოქე შეიძლება იყოს ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლონდონის ტურნირის ფინალში გააღწია. მაგრამ ფრანგის გეგმები, შესაძლოა, ალექსანდრ დოლგოპოლოვმა არიოს. უკრაინელმა ცონგას წელს ორჯერ მოუგო, შარშანდელ უიმბლდონზე კი მხოლოდ ხუთსეტიანი ბრძოლის შემდეგ დათმო შეხვედრა. თავად დოლგოპოლოვი პირველ წრეში ფერნანდო გონსალესს შეხვდება.

აქვე გთავაზობთ მესამე წრის პოტენციურ წყვილებს. ასე იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ სტადიამდე მხოლოდ განთესილები მიაღწევენ:

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მილან რაონიჩი (კან, 31)

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 24)-ჟილ სიმონი (საფ, 15)

მარდი ფიში (აშშ, 10)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 21)

ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 25)-ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 27)

რიშარ გასკე (საფ, 17)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)

გაელ მონფილსი (საფ, 9)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 23)

ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30)-ენდი როდიკი (აშშ, 8)

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 26)

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 16)-მიხაილ იუჟნი (რუს, 18)

დავიდ ნალბანდიანი (არგ, 28)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 29)

ფლორიან მაიერი (გერ, 20)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)

ვიქტორ ტროიცკი (სერ, 13)-მიკაელ ლოდრა (საფ, 19)

მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 32)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?