ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს შვეიცარია რა ყოფილა!

ეს შვეიცარია რა ყოფილა!

ევროპის ჩემპიონატი. U-21. III ტურის მიმოხილვა: ეს ის ნაკრებია, რომელსაც ოთარ გაბელიას გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში ტოლ-სწორად ებრძოლა
ეს ის შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც ოთარ გაბელიას გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში ტოლ-სწორად ებრძოლა. ჩვენებურებმა 2009 წლის ნოემბერში ალპებში მარიო გავრანოვიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოგვიგეს, შარშან მაისში კი თბილისში 0:0 ვეთამაშეთ. ახლა პიერლუიჯი ტამის გუნდი ევროპის ჩემპიონატის დაკსვნით ეტაპზე იოლად უმკლავდება მეტოქეებს და უკვე ნახევარფინალშია.

იმის გამო, რომ ინგლისის ნაკრები ვერ გავიდა ნახევარფინალში, ლონდონის ოლიმპიადის 3 საგზურის მფლობელის ვინაობა (ინგლისელებს მასპინძლობის გამო ისედაც აქვთ) ვერ გადაწყდა. ახლა ნახევარფინალში დამარცხებულები ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის კი არა, არამედ ოლიმპიადის საგზურისთვის შეებრძოლებიან. ნახევარფინალები კი ასეთია: შვეიცარია-ჩეხეთი და ესპანეთი-ბელარუსი.

A ჯგუფი

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - ერთბაშად სამმა გუნდმა დააგროვა 3-3 ქულა დააგროვა ბურთების ერთნაირი სხვაობით (3-5). და, რა გამოდის? ნახევარფინალში ის გუნდი გავიდა, რომელმაც ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო პირველადგილოსან შვეიცარიასთან! აპრობირებული, მაგრამ, ცოტა არ იყოს, უსამართლო წესია. ისე, დანიელებმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ - შინაურ ასპარეზზე, ამდენი მაყურებლის თვალწინ, როგორ შეიძლებოდა დებიუტანტ ისლანდიასთან წაგება, და თან ასეთი ანგარიშით?

შვეიცარია-ბელარუსი 3:0

შვეიცარია (4-1-4-1): ზომერი - კოხი, კლოზე, როსინი, ბერარდი (75. დაპრელა) - ლუშტენბერგერი - შაჩირი, ჯაკა (52. აბრაში), ფრაი, ემეგარა (65. ფელტშერი) - მეჰმედი.

ბელარუსი (4-4-2): გუტორი - ვერეტილო, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მატვეიჩიკი - ნეხაიჩიკი, დრაგუნი, სივაკოვი, პერეპეჩკო (46. ხვოშჩინსკი (70. გაიდუჩიკი)) - ბაგა, სკავიში (54. ვორონკოვი).

გოლები: 1:0 მეჰმედი (5-პენ), 2:0 მეჰმედი (43), 3:0 ფელტშერი (93)

გაძევება: მატვეიჩიკი (68)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადმირ მეჰმედი (შვეიცარია)

ისლანდია-დანია 3:1

ისლანდია (4-1-4-1): ბიორნსონი - იონსონი, ეიოლფსონი, ფიოლუსონი, ვალგარდსონი - ა. გუნარსონი - გისლასონი (68. სიგურდარსონი), ბიარნასონი (79. სმარასონი), სიგურდსონი, გუდმუნდსონი - სიგტორსონი.

დანია (4-1-4-1): ანდერსენი - ვასი (78. მ. ნიელსენი), მ. იორგენსენი, ბიელანდი, ბოილესენი - პოვლსენი - კადრიი, ერიქსენი, იენსენი (88. აგერი), ნ. იორგენსენი - ნ. ნიელსენი.

გოლები: 1:0 სიგტორსონი (58), 2:0 ბიარნასენი (60), 2:1 კადრიი (81), 3:1 ვალგარდსონი (92)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კოლბეინ სიგტორსონი (ისლანდია)

ორჰუსში თამაშის შემდეგ ორივე გუნდი ზეიმობდა - 3:0-ის მომგები შვეიცარიაც და დიდი ანგარიშით განადგურებული ბელარუსიც, ჯგუფის მეორე მატჩიდან სლავებისთვის "ჩიტს" დიდებული ამბები მოჰქონდა. ასე რომ, ისლანდიელთა კარის გაჯახუნებით ბელარუსებმა ისარგებლეს. არადა, შვეიცარიასთან მატჩში საერთოდ ვერაფერი აჩვენეს.

პიერლუიჯი ტამის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც უპირველესად გუნდური თამაშით გამოირჩევა და დაცვაში უშეცდომოა (ევროპის ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუშვია). ამასთან, ტამის გუნდის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ აწყობილი მექანიზმის იქით, მათ მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალისტებიც ჰყავთ.

ტამიმ ბელარუსებთან მატჩში მარიო გავრანოვიჩი ადმირ მეჰმედით შეცვალა და არც ინანა, მეჰმედიმ დიდებულად ითამაშა და დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც შეცვლაზე შესულმა ფრანკ ფელტშერმა დაამატა.

პირველი გოლი შვეიცარიელთა ლიდერის, ჯერდან შაჩირის მახვილგონივრული თამაშის წყალობით გავიდა, მისი დიდებული პასის შემდეგ საჯარიმოში ინოსენტ ემეგარა შეიჭრა და ოლეგ ვერეტილო იძულებული გახდა მეტოქე წესების დარღვევით შეეშერებინა. პენალტის ნიშნულიდან მეჰმედიმ მეკარე ერთ კუთხეში გააგზავნა, ბურთი კი - საპირისპიროში.

მეორე გოლი ბელარუსთა შეცდომის გამო გავიდა, ფილიპენკომ ბურთი ისე მოიგერია, პირდაპირ ჯაკას მიუვიდა, ალბანური წარმოშობის ნახევარმცველმაც უმალ მოძებნა მეჰმედი - 2:0.

ბელარუსთა იმედები 68-ე წუთზე დასამარდა, როცა სერგეი მატვეიჩიკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სლავები 10 კაცის ამარა დარჩნენ. ახლა მათი იმედი მხოლოდ ოლბორგის სტადიონზე განვითარებული მოვლენები იყო. ამიტომაც არც ფელტშერის გოლს შეუწუხებია ისინი დიდად, რადგან ოლბოგინდა მათთვის გასაოცარი ამბავი მოვიდა - 3:0.

პიერლუიჯი ტამი (შვეიცარიის მწვრთნელი): "მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პირველი ამოცანა ამ ტურნირზე შევასრულეთ - სავსებით დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში. ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენს წინ დიდი შესაძლებლობაა და მინდა, ეს შანსი გამოვიყენოთ და ფინალში გავიდეთ. სამწუხაროდ, ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო გრანიტ ჯაკა ვერ დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ 23-კაციანი შემადგენლობა გვყავს და ყველას შეცვლა შეგვიძლია".

გეორგი კონდრატიევი (ბელარუსის მწვრთნელი): "ადრეც მითქვამს, რომ უძლიერეს ჯგუფში მოვხვდით. ამ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ორი სულელური შეცდომის გამო დავისაჯეთ. შემდეგ კიდევ იყო გაძევება, რომელიც არცთუ დამსახურებული მგონია. ამდენი მიზეზის შემდეგ უბრალოდ ძნელი იყო შვეიცარიის ტექნიკურ ნაკრებთან თანაბრად თამაში. ამის შემდეგ მხოლოდ ოლბორგის იმედად ვიყავით და ძალიან გაგვიმართლა - მადლობა ისლანდიას! ახლა კარგად უნდა გავაანალიზოთ ჯგუფური ეტაპი, დაცვას უნდა მივხედოთ".

ისლანდიამ დანიას სირცხვილი აჭამა - ოლბორგში 3:1 მოუგო, მართალია, ეს ნახევარფინალში გასასვლელად არ ეყო, მაგრამ ახალგაზრდული ჩემპიონატების დებიუტანტი ნაკრები შინ თავაწეული მიდის.

პირველ ტაიმში ცოცხალი თამაში გაჩაღდა, თუმცა სველი მოედანი მცველებს საიმედოდ თამაშის საშუალებას არ აძლევდა. ამის გამო ორივე ნაკრებს ძალიან უჭირდა. მე-20 წუთზე მასპინძელთა გოლკიპერმა სასწაულებრივ მოიგერია ისლანდიელთა დარტყმული, როცა იონონსონის დარტყმის შემდეგ ბურთმა მიმართულება მოულოდნელად იცვალა, ანდერსენმა მაინც მოახერხა გუნდის გადარჩენა. დრო გადიოდა და... ისლანდიელთა უპირატესობა იზრდებოდა და იზრდებოდა. 58-ე წუთზე მათ თავისას მიაღწიეს - ბიარნასენის ჩამოწოდებულს სიგტურსონმა თავი დაუხვედრა. 2 წუთში თავად ბიარნასენმა გაიტანა თავით.

მესამე გოლიც თავით გავიდა, ოღონდ, ამჯერად, თავი დანიელმა კადრიიმ გამოიჩინა. აი, სწორედ ამ გოლმა დაღუპა ისლანდიის ნაკრები, მათ რომ 3:0 მოეგოთ, ნახევარფინალში გავიდოდნენ. არადა, მესამე გოლის (თან რა გოლის!) გატანა ისლანდიელებმა მოასწრეს - ვალგარდსონმა შორიდან ისეთი ძალით დაარტყა, რომ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ბადეში ისე აღმოჩნდა - 3:1. ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ეიოლფურ სვერისონი (ისლანდიის მწვრთნელი): "ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ფინალურ ეტაპზე მოხვედრაც წარმატებაა, თუმცა მე იმით ვამაყობ, რომ მაღალი დონის გუნდი გვყავს. განა, ეს დღეს თვალნათლივ არ გამოჩნდა? სამშობლოში ყველას დიდი იმედი აქვს ამ ბიჭების და მომავალში ჩვენ ევროპულ ფეხბურთში მცირე კორექტივების შეტანას ვაპირებთ. სამწუხარო ისაა, რომ მიზნამდე კიდევ ერთი გოლი დაგვაკლდა. ძალიან ემოციური თამაში იყო და ვერც მე ვიკავებდი თავს, მით უფრო, რომ ეს არც ფეხბურთელობისას შემეძლო".

კელდ ბორდინგაარდი (დანიის მწვრთნელი): "ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. ძალიან დამწუხრებული ვართ შედეგით. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ისევ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. ასე იყო წინა ორ თამაშშიც".

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 3 3 0 0 6-0 9

2. ბელარუსი 3 1 0 2 3-5 3

3. ისლანდია 3 1 0 2 3-5 3

4. დანია 3 1 0 2 3-5 3

B ჯგუფი

საოცარი რამ შეემთხვა სტიუარტ პირსის გუნდს, რომელიც ბოლოსწინა წუთამდე დენი უელბეკის გოლის წყალობით იგებდა. შემდეგ კი ჩეხებმა ზედიზედ ორი გოლი შეაგდეს და ფეხბურთის სამშობლოს შვილები სამშობლოში გაისტუმრეს. ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფავორიტობა - უკრაინას 3:0 მოუგო. დუბლი შეასრულა "ვალენსიას" ლიდერმა ხუან მატამ, ერთი გოლი კი ადრიან ლოპესის ანგარიშზეა.

ინგლისი-ჩეხეთი 1:2

ინგლისი (4-2-4): ფილდინგი - უოლკერი, სმოლინგი, ჯონსი, ბერტრანდი - ჰენდერსონი (64. ლენსბერი), მუამბა - კლევერლი (76. ოლბრაიტონი), სტარიჯი, უელბეკი, სინკლერი (87. როუზი).

ჩეხეთი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჩელუსტკა, სუხი, მაზუხი, ლესიაკსი - გეცოვი - დოჩკალი, მარეჩეკი, მორავეკი (83. ხრამოსტა), კოვარჟიკი (68. ჩერნი) - კოზაკი (83. პეხარტი).

გოლები: 1:0 უელბეკი (76), 1:1 ხრამოსტა (89), 1:2 პეხარტი (94)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარსელ გეცოვი (ჩეხეთი)

უკრაინა-ესპანეთი 0:3

უკრაინა (4-2-3-1): კანიბალოცკი - ბუტკო, რაკიცკი, კრივცოვი, სელინი - ჩესნაკოვი, ბილიი (39. გოლოდიუკი) - კონოპლიანკა, გარმაში, იარმოლენკო (81. ვიცენეცი) - ზოზულია.

ესპანეთი (4-5-1): დე ხეა - მონტოია (82. ასპილიკუეტა), ბოტია, ა. დომინგესი, დიდაკ ვილა - მატა, ტ. ალკანტარა, ხ. მარტინესი (76. პარეხო), ანდერი, მუნიაინი - ა. ლოპესი (80. კრკიჩი).

გოლები: 0:1 მატა (10), 0:2 ა. ლოპესი (27), 0:3 მატა (72-პენ)

გაძევება: გარმაში (71)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან მატა (ესპანეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7

2. ჩეხეთი 3 2 0 1 4-4 6

3. ინგლისი 3 0 2 1 2-3 2

4. უკრაინა 3 0 1 2 1-5 1

ნახევარფინალები

22 ივნისი

შვეიცარია-ჩეხეთი

ესპანეთი-ბელარუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა