სპორტში, მით უფრო ძალისმიერ შერკინებებში იშვიათობას არ წარმოადგენს ტრავმები, მათ შორის არც სუმოშია ტრავმების ნაკლებობა. მით უმეტეს, როცა ძირითადად მძიმეწონოსან სუმოისტებთან გვაქვს საქმე ტრავმა ორმაგადაა მოსალოდნელი, რადგან დაცემისას მძიმეწონოსანი სუმოისტი მთელი ძალით ეხეთქება ფიცარნაგზე.

იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე სანდანმეს დივიზიონის სუმოისტმა, 28 წლის ჰიბიკირიუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. სპორტსმენი თითქმის ათი წუთი უძრავად იწვა შერკინების ადგილზე და მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწოდებია. არც შეხვედრის ორგანიზატორებს გამოუჩენიათ ინიციატივა მოეწვიათ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახათ. ისევ სუმოისტებმა გაიყვანეს ჰიბიკირიუ და სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს.

სუმოისტი დაუყოვნებლივ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი გაუარესდა, ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებების მიუხედავად, ახალგაზრდა სუმოისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოებოლია გახდა.

წყარო: intermedia

სოსო
მერე,არ არის მოსახდენი?რა მნიშვნელობა აქვს,სად მოხდა.უპასუხისმგებლობა,ყველგან უპასუხისმგებლობაა.სპორტულ ღონისძიებაზე,თანაც საკმაოდ მაღალი რანგისა,როგორ შეიძლება ექიმი თუ არა,ექთანი მაინც არ ესწრებოდეს?სპორტის ძალისმიერი სახეობები,ხომ ამაღლებული რისკის მატარებელია და ყოველ წამს შეიძლება, რაიმე სერიოზული მოხდეს.დაახლოებით 45 წლის წინ ტყავის ბურთის პრიზზე თამაშისას,რუსთავის სტადიონზე თავი მომხვდა სახეში,ცხვირი მაგრად გამიტეხეს და სისხლი აღარ მიჩერდებოდა.არც ექიმი იყო,არც წყალი...გამოვედი სტადიონიდან, დავეძებ წყალს,ჩამოსაბანად და სისხლის შესაჩერებლად,მაგრამ უცხოდ ვარ და მგონი არც იყო ონკანი.მთელი პარკი მოვიარე ასე სისხლმდინარმა და ბოლოს ვიღაც მადლიანმა,"ბუტკაში" მომუშავემ,0,5 ლიტრიან ბოთლში მონარჩენი წყლით მომაბანინა სისხლი და დაკუჭული ქაღალდით დამიცო,სისხლმდინარი ნესტოები.ღმერთმა გაანათლოს იმ კაცის სული,ახლა ცოცხალი აღარ იქნება.ტკივილს ვინღა ჩიოდა,იმდენი სისხლი დავკარგე ბავშვმა,რომ მუხლები მიკანკალებდა და თავბრუ მესხმოდა.ტყავის ბურთის პრიზის,ფინალური ტურნირი იყო,სტადიონზე კი,მედმუშაკიც არავინ ჰყავდათ.
მამუკა
მიშა გადადექი!!!
გენა
მოსახდენიც იქნებოდა. გამოძიება და დადჯა უნდა იმ ხალხს ვისაც რეაგირება დროულად უნდა მოეხდინათ
ეს რომ...
ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო, რევოლუცია მოხდებოდა!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...