ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.

პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.

ის ATP-ის ტურნირზე ფინალში მეშვიდედ გავიდა და ხუთჯერ იმარჯვა - ბოლოს წელს დოჰაში.

ფინალამდე ბასილასვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78), კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114), სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (95) და ნორვეგიელი კასპერ რუუდი (24) დაამარცხა - ყველა ორ სეტში.

ნიკოლოზი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი (35) იქნება.

leo
250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავაო და ძალიანაც კარგი, მაგრამ საპრიზო თანხის შესახებ წერა სხვის ჯიბეში ფულის თვლას ჰგავს
დათო
...ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!დიდი მადლობა უფალო, რომ შეეწიე ნიკოლოზს და დაეხმარე გამარჯვებაშო!!! დიდი მადლობა ნიკოლოზ ჩვენი გახარებისათვის!!! ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირო!!! გილოცავთ ბ- ნო ნოდარ , თქვენს მეუღლესთან ერთად!!! ბედნიერებაა, , როდესაც ერთი შვილი თამაშპბს და მეორე შვილი ტრიბუნიდან გულშემატკივრობს ძმას!!! თენგო გილოცავ და თხოვნა მაქვს, იარე ნიკოლოზთან ერთად ყველა ტურნირზე!!!))) ნიკას ყველა გუკშემატკივარს გილოცავთ ნიკას გამარჯვებას , თან ამ ბრწყინვალე დღეს!!!! ქრისტე აღდგა!!!
ირაკლი
მშვენიერი სააღდგომო საჩუქარი საქართველოს! მადლიერება და წინ ახალი წარმატებები!
aburjga
ნიკა გილოცავ ამ საღღდგომო გამარჯვებას! ქართველებში სტალინის შემდეგ მეორე კაცი ხარ ვინც გერმანელი გერმანიაში დაამარცხა! ახლა ომში გამარჯვების დღესასწაული 9 მაისი მოდის! ეს ჩვენთვის ასაკში მყოფი ქართველებისათვის კარგი საჩუქარია! წარმატებები მომავალ ტურნირებში!
ვახო
ბრავო ნიკოლოზ! კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ქვეყანა.
ლევანი
უხხ შენ გენაცცალე! მაგრად გაახარე მთელი საქართველო, მალე დაგვენახე BMW-თი თბილისის ქუჩებში
კოტე ბრეგვაძე
ასე გააგრძელე, წარმატებები.

ეს ბეემვეც აჩუქეს?
ირაკლი
გენაცვალე, ეგრე გააგრძელე!
Geo
ბრავო ნიკა!!!!!
ჯუჯი
ნიკას ვულოცავ გამარჯვებას. ისე მაინტერესებს გიოლფრენდი რომ ყავდა გერმანელი სად გაქრა, ბოლო ტურნირებში ნიკას გვერდით აღარ ჩანს.არც აქ მიუნხენში გამოჩენილა.
თორნიკე
გილოცავ ნიკა, აღდგომას კარგი საჩუქარი იყო ქართველებისთვის ეს გამარჯვება. კიდევ არაერთხელ გაგვახარე
ნონა
ყოჩაღ ნიკა! ვამაყობთ შენით! ბევრჯერ, ბევრჯერ მოგველოცოს!!!
QT
ეს მანქანა ნეკსთან მიდის.
გრიგოლი
ეხლა დაგება ფულის მთხოვმნელთა რიგი

ცოტა ნელა შემოგვაპარეთ ეს ამბავი, ბაბუცასა და დოროყაანთ ქალს გაუფრთხილდით, გულები არ დაუსკდეთ.
მალხაზი
ბრავო ნიკოლოზ!!! გილოცავ მეხუთე ტიტულს. მაგრად გაგვახარე. ეგრე გააგრძელე. მაგარი ხარ. გვიყვარხარ და გვეამაყები. წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში!!!
მანჩო
ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავ და კიდევ მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოს!
giorgi 3
სა-ქარ-თვე-ლო!!!
თამაზი
ეგრე რა!აღდგომის დღეს გამარჯვება დიდის მანიშნებელია
მინდია
მაგარია ჩვენი ნიკოლოზი, ტურნირის პირველივე გეიმიდან ეტყობოდა და მჯეროდა, რომ ფორმაში იყო და მოიგებდა. ერთია ხვალ დილით პაირესთან აქვს ჩანიშნული თამაში, დიდი ტურნირი იწყება მადრიდში და როგორ მოახერხებს თამაშს, ძალიან რთულია, გუშინ მარტო თამაშ-ნახევარი ჩაატარა. აშკარაა, თო ფორმაშია და ენერგია აქვს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ნიკაა ჩვენი ქვეყნის დროშის ალბათ ყველაზე მთავარი გამტანი მსოფლიოზე და რა სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ გულშემატკივრის არმიასთან ერთად არიან კიდევ არასწორი პიროვნებები. წარმატებები ჩვენს ნიკას!!!
Kayzer
წარმატებები ნიკოლოზს! ეს ერთი და სხვა მრავალი! გაგეხარებინოს საქართველო
alex
ბაბუცაა.. იცი, რაც..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო