უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეცხრე კორტზე ანა ტატიშვილი (120) და ანასტასია პივოვაროვა (114) გახსნიან
შაბათს ორმა ჩვენებურმა ითამაშა საერთაშორისო ტურნირების ფინალებში და, სამწუხაროდ, ორივემ წააგო. 28 წლის მაკა ჩახნაშვილი (221) სტამბოლში, 25-ათასიან ტურნირში იყო პირველ ნომრად განთესილი. მაკამ ფავორიტობა საქმით დაამტკიცა, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და ფინალში გავიდა, მაგრამ იქ პოლონელ მარტა დომაჩოვსკასთან (272) ვერას გახდა.

დომაჩოვსკა ადრე მსოფლიოს 37-ე ჩოგანიც ყოფილა, ახლა კი სტამბოლში მე-2 ნომრად იყო განთესილი. ორივე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პოლონელი გადამწყვეტ მომენტში სჯობდა ქართველს - 7:5, 6:3. ჩახნაშვილმა 34 სარეიტინგო ქულა იკმარა (რომ მოეგო, 50 ქულას მიიღებდა).

ხარკოვში (უკრაინა, 25 ათასი დოლარი) ასევე ტურნირის პირველი ჩოგანი იყო სოფიო შაფათავა (299). 22 წლის ქართველი ფინალში ლიტველ ლინა სტანჩიუტეს (418) შეხვდა და მოულოდნელად, იოლად დამარცხდა - 2:6, 1:6. შაფათავაც, ჩახნაშვილის მსგავსად, 34 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გუშინ გაირკვა უიმბლდონის პირველობის პირველი დღის განრიგი. 21 წლის ანა ტატიშვილი (120) პირველად თამაშობს ასეთი პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში. მისი მეტოქე რუსი ანასტასია პივოვაროვაა (114). ეს შეხვედრა მე-9 კორტზე გაიმართება და პირველია სიაში. სწორედ, ტატიშვილი და პივოვაროვა გახსნიან ამ კორტზე უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას. ეს მატჩი ჩვენი დროით, 15 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა