"ინგულეცის" ფორვარდი ნიკა სიჭინავა, რომელმაც უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, fanday-მ კი 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ნიკა, როგორ ხარ?

- ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მატჩი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ის ჩერნიგოვში ჩატარდა.

15 წლის ასაკში სწორედ ჩერნიგოვში გადმოხვედით საცხოვრებლად და ფაქტობრივად, ის თქვენი მეორე სახლი გახდა...

- დიახ, ის ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია. ამ სტადიონზე პირველად ვთამაშობდი, გამარჯვება მინდოდა და საბედნიეროდ, მივაღწიეთ კიდეც.

ანგარიში თქვენი საგოლე პასით გაიხსნა, პარტნიორს ინსტინქტურად გრძნობდით?

- პარტნიორებისგან შეძახილი გავიგე და უკვე ვიცოდი, შორეულ კუთხესთან რომელიმე იქნებოდა. ამიტომ არც გამიხედავს, პასი ისე გავაკეთე.

2:0 თქვენი ბრწყინვალე დარტყმის შემდეგ გახდა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს თქვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია?

- რთულია ასე შეფასება. ვიგრძენი, რომ შუაში შესვლა და გარღვევა შემეძლო. შემდეგ მარცხენა ფეხით დარტყმა გადავწყვიტე. ალბათ, ლამაზადაც გავიტანე (იღიმის).

თქვენ ორიგინალური ცეკვით აღნიშნეთ...

- ეს ერთგვარი მისალმება იყო. ტრიბუნაზე ჩემთვის ძვირფასი ორი ადამიანი იყო - პირველი მწვრთნელი და ასევე, ფაქტობრივად, ჩემი მეორე მამა. ეს ხალხი ძალიან მეძვირფასება. ისინი ჩემს გოლს მხირულად აღნიშნავდნენ და მათ მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოვხატე.

მანამდე "ინგულეცს" ზედიზედ სამ შეხვედრაში არ გაუტანია გოლი და ოთხი ტურის განმავლობაში ვერ გაიმარჯვეთ. გრძნობდით დაძაბულობას გუნდში?

- წინა ტურში გვესმოდა, რომ "დინამოსთან" რთული შეხვედრა იქნებოდა. ჩვენ მაქიმალური შედეგის მიღწევას შევეცდებით.

თქვენთვის პირველი სეზონია უმაღლეს ლიგაში და უკე ექვსი გოლი გაქვთ. არსებობს გარკვეული დონე, რომლის მიღწევაც გსურთ?

- მთავარი გუნდური ინტერესებია და არა პირადი მიზნები. მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე. გარდა ამისა, სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, ათზე მეტი გოლის გატანაც იქნებოდა შესაძლებელი.

მომზადებულია fanday-ს მიხედვით

Levani
ეს მთავარი გუნდის ინტერესებიაო(ამ ბიჭს კი არ ვერჩი) ყველა ასე ამბობს...და არ არიან გულწრფელი... რა გირჩევნიათ გენტმა რუზელარეს მოუგოს და ჩაკვე კიდე ტრავმირებული იყოს თუ ბრიუგესთან 5-3 წააგოს ჩაკვეს ჰეთ-თრიქით. ჩვენი პოზიციიდან არ გავ..რი გენტს? ასე ფიქრობენ თვითონაც და ვერც გაამტყუნებ.. ამ ბიჭს წარმატებები,მომავალ წელს ბუნდესლიგაში გატანილი გოლებით გაგვახარე
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
"რა უნდა გულშემატკივარს გალიაში?" - უკრაინელებმა რობერტო კარლოსი აღაშფოთეს
სიჭინავამ ითამაშა, თასი კი უთამაშებელმა ხოჭოლავამ მოიგო
ქართველი ფორვარდი ფინეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ომის დროს, თვეში 3.5 მილიონს რომ იღებ, არ გრცხვენია?!" - უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა შევჩენკო გააკრიტიკა
კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება
ქართველმა ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]
უკრაინული კლუბის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქურდი იყო
ბერიძის კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი ყოფილ კლუბთან - ქართველების შაბათი [VIDEO]
უკრაინული გუნდი სტუმარ გულშემატკივრებს თამაშს გალიიდან აყურებინებს
გზები დანაღმულია... ქართველებს დახმარება სჭირდებათ - უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი