საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა.

რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო მსოფლიო რაგბის 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის შემდეგაც დაფინანსება აღდგა.

"მსოფლიო რაგბი საქართველოს რაგბის კავშირს, მაღალი მიღწევებისა და განვითარების გრანტის ფარგლებში, სოლიდური თანხით აფინანსებდა, რაც გაურკვევლობის ფონზე და მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამო შეჩერებული იყო. ახლა ეს დაფინანსება აღდგა. ასევე დაგვიმტკიცდა და გადმოირიცხება თანხა მსოფლიო რაგბის კოვიდ-დახმარების ფონდიდან, – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ. - ეს ჩართვა უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი იყო, რომელშიც მსოფლიო რაგბიდან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი, საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დავიდ კერიგი, მაღალი მიღწევების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი და სხვები. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები, გავუკეთეთ რამდენიმეგვერდიანი პრეზენტაცია, წარვუდგინეთ ფინანსური დოკუმენტები. მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა ჩვენი გეგმებით და შეჩერებული დაფინანსება განახლდა. მათი მხრიდან ითქვა, რომ ქართული რაგბის მართვა საიმედო და სანდო ხელშია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

რაგბის კავშირის მხრიდან ონლაინშეხვედრაში ჩართულნი იყვნენ პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ლაშა ხურციძე, ნიკა ალავიძე და თორნიკე გოგებაშვილი, ასევე, მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე.

ონლაინშეხვედრას წინ უძღვოდა რამდენიმე საქმიანი საუბარი კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ნიკა ალავიძემ მათ წარუდგინა ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნა, რითაც მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა:

"დაახლოებით ერთწლიანი უნებური პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი ოფიციალური საუბარი ჩვენსა და მსოფლიო რაგბის შორის. მათ ჰქონდათ ბევრი არასწორი ინფორმაცია ჩვენთან რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე, რაც პირდაპირ მოქმედებდა ქართული რაგბის რეპუტაციაზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ფინანსური კუთხით, ვისაუბრეთ დაგეგმილ კალენდარსა და კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებზე. საუბრის შედეგად მსოფლიო რაგბიმ აღგვიდგინა შეჩერებული დაფინანსება, რაც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია".

"იოსებ ტყემალაძემ ალან გილპინს გააცნო უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურება, განსაკუთრებით, გამგეობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. მსოფლიო რაგბიმა აღნიშნა, რომ ამდენი სამუშაო შეხვედრა ბოლო ოთხ წელიწადში ერთად აღებული არ ყოფილა. ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონი ალანი საქართველოში დაპატიჟა. ის თავადაც დაინტერესებულია ჩვენთან ვიზიტით, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება".

rugby.ge

Jnj
რატო არ წერთ ან რამდენით გვაფინანსებენ ან რამდენია ჩვენი ბიუჯეტი იქნებ ეგეც დაწეროთ
ჟორიკა
და დანარჩენი 80 % საიდან? ისე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა- ქართულმა თაგვმა ჩაილურის წყალი დალია.2-3 წელიწადში რუსეთს თუ გავუმკლავდით,ეგეც სასიხარულო იქნება.
დემე
ფრანშიზა შეიქმნას და 7კაცა რაგბიც განავითარეთ ოლიმპიური სპორტია ბოლო-ბოლო
მე -16
ასე არ ჯობია?! წარმატებები ყველას ვინც ქართული რაგბის კეთილდღეობისათვის იბრძვის.
სოსო
აშკარად გამოჩნდა რამდენად დამანგრეველი იყო, პირადი ამბიციების საერთო საქმეზე უფრო მაღლა დაყენება.მგონი კარგი გაკვეთილი მივიღეთ.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო