საქართველოს 15-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე და მისი ასისტენტები სანაკრებო კანდიდატების შერჩევას მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეუდგნენ და ამ მიზნით მთელი საქართველო შემოიარეს...

საქართველოს 15-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე და მისი ასისტენტები სანაკრებო კანდიდატების შერჩევას მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეუდგნენ და ამ მიზნით მთელი საქართველო შემოიარეს. ამას მოჰყვა შეკრებები, რეგიონული ნაკრების ჩამოყალიბება და უცხოური ტურნირი. ეს ის გუნდია, რომელიც ორი წლის შემდეგ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, შესაბამისად, მზადების მთავარი ეტაპები წინაა და მწვრთნელებს საკმაო დრო აქვთ საუკეთესო ფეხბურთელების მოსაძიებლად.

გელა შეყილაძეს დღემდე გაწეულ სამუშაოსა და ნაკრების სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- იმის მიუხედავად, რომ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების ჩამოყალიბების პროცესი დიდი ხნის დაწყებული არაა, მაინც მიმაჩნია, რომ მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულეთ. ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

საქმე მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებამ. შევქმენით 15-წლამდელთა შემდეგი ნაკრებები: სამეგრელოს, იმერეთის, აჭარა-გურიის, კახეთის, შიდა ქართლი-სამაჩაბლო-სამცხე-ჯავახეთისა და თბილისი-ქვემო ქართლის ნაკრებები. ამ ნაკრებებს ჩვენთვის მხოლოდ სპარინგ-პარტნიორის ფუნქცია არ ჰქონიათ. რეგიონებში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს და იქიდან ყველას მიეცემა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში დამკვიდრების შანსი. ასე მაგალითად, იმერეთის ნაკრებიდან ორი მოზარდი მოხვდა იმ 18-კაციან შემადგენლობაში, რომელიც იბიცას საერთაშორისო ტურნირზე წავიყვანეთ.

- ნაკრების ბირთვი უკვე გამოიკვეთა?

- ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს, თუმცა ნელ-ნელა უკვე გამოჩნდა იმ გუნდის კონტურები, რომელსაც ორი წლის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სტატუსი ექნება. ნაკრების შეკრებებზე დღეისათვის ჯამში 40-45 ფეხბურთელია ნამყოფი და ეს მხოლოდ დასაწყისია სელექციისა, რომელიც შემდგომ პერიოდში აქტიურად გაგრძელდება. ბევრს ვიშრომებთYდა ყველანაირად ვეცდებით, რომ არც ერთი ნიჭიერი მოთამაშე თვალთახედვის არედან არ გამოგვეპაროს. ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. მზადების საწყისი პერიოდით კი კმაყოფილი ვარ. აქამდე, მოგეხსენებათ, გავიარეთ ორი შეკრება ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე, ჩავატარეთ ამხანაგური მატჩები რეგიონულ ნაკრებებთან, ბოლოს კი ივნისში იბიცას ტურნირზე ვიასპარეზეთ.

- რამდენად წარმატებულად გამოვიდა ჩვენი ნაკრები ესპანეთში?

- იბიცაზე სამი მატჩი მოვიგეთ და მხოლოდ ერთში დავმარცხდით, რაც ახლად შექმნილი გუნდის კვალობაზე უთუოდ დადებითი შედეგია. ჯგუფური ეტაპი წარმატების დავძლიეთ და მეოთხედფინალში დავმარცხდით "ვალენსიას" 15-წლამდელთა გუნდთან, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა – ფინალში "ბარსელონასთან" წააგო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირები არც თუ ხშირად ტარდება, ესპანურმა შეჯიბრებამ ჩვენი გუნდის მზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბუნებრივია, შეკრებები და ადგილობრივი ამხანაგური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებს სულ სხვა დატვირთვა აქვს.

- ამჟამად ნაკრები ვარჯიშობს თუ ფეხბურთელები ისვენებენ?

- დღეისათვის ნაკრების შეკრება არ მიმდინარეობს, მაგრამ ფეხბურთელები ჩვენს მიერ შედგენილი პროგრამით საკუთარ კლუბებში ინტენსიურად ვარჯიშობენ. მათ კონკრეტული დავალებები აქვთ მიცემული, რომლებსაც კვირაში ექვსი დღის განმავლობაში ასრულებენ.

- უახლოესი გეგმები როგორი გაქვთ?

- აგვისტოს ბოლოსთვის დაგეგმილი გვქონდა მინსის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებთ. თუმცა, ოქტომბრისთვის მაინც ვაპირებთ რომელიმე უცხოურ შეჯიბრებაზე წასვლას. წლეულს ჩვენი პროგრამა ამით არ ამოიწურება, ჩავატარებთ შეკრებასა და ამხანაგურ მატჩებს. ამხანაგურად სავარაუდოდ ორჯერ შევხვდებით აზერბაიჯანს, ან შინ, ანაც სტუმრად. რაც შეეხება შეკრებას, თუ "ბასაზე" სარემონტო სამუსაოები დროულად დასრულდება, იქ შევიკრიბებით, თუ არა და ისევ ზუგდიდს მივაშურებთ. სპარინგ-პარტნიორებს თბილისშიც ვიპოვით და ზუგდიდშიც, შესაბამისად, აღმოსავლეთის ან დასავლეთის რეგიონული ნაკრებების სახით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lukaaaa
შეგიძლიათ მითხრათ ეს ნაკრები იბიცის მერე ამდენი ხანი რატომ გაჩერდა აგარც შეკრებას აკათებენ არც არაფერს როდიდან დაიწყება ვერ მიპასუხებთ ამაზე?
Luka
ეს ნაკრები აგარაფერს აპირებს იბიცის მერე რატომ გაჩერდნენ ამდენი ხანი შეგიძლიატ მიპასუხოთ?
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა