„ბლექპულის“ ნახევარმცველის, 25 წლის ჩარლი ადამის ყიდვას „ლივერპული“ აპირებს, თუმცა „ასტონ ვილამ“ გადაწყვიტა მერსისაიდელებს დაასწროს
„ბლექპულის“ ნახევარმცველის, 25 წლის ჩარლი ადამის ყიდვას „ლივერპული“ აპირებს, თუმცა „ასტონ ვილამ“ გადაწყვიტა მერსისაიდელებს დაასწროს. მოგეხსენებათ, „ვილა“ ის გუნდია, რომელმაც ახალი მწვრთნელი იშოვნა - შოტლანდიელმა სპეციალისტმა ალექს მაკლიშმა ქალაქ ბირმინგემის მეორე გუნდი, „ვილას“ უდიდესი მოქიშპე „ბირმინგემ სიტი“ სკანდალურად მიაგდო და „ვილა პარკზე“ გამოიქცა. როგორც ჩანს, მაკლიში, რომელსაც მეტსახელად დიდ ეკს უწოდებენ, გამომწვევი ნაბიჯების გადადგმას დაეჩვია და დიდ ძარცვასაც აღარ ერიდება. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. მაკლიში ადამს რახანია იცნობს: 2004 წელს, „რეინჯერსში“, ფეხბურთელის დებიუტი სწორედ დიდი ეკის ხელმძღვანელობით შედგა და შემდეგ, მანვე ჩააცვა პირველად ეროვნული გუნდის მაისურა. მოკლედ, „ვილას“ მწვრთნელს „ბლექპულის“ ფეხბურთელზე ამაგი ნამდვილად დიდი აქვს. სხვათა შორის, მაკლიშს შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველის „ბირმინგემ სიტიში“ გადაბირება ჯერ კიდევ იანვრის სატრასფერო ბაზრის დღეებში უნდოდა, მაგრამ, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ადამის გადაბირება იანვარშივე სურდათ „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“. და კიდევ, რაც შეეხება შოტლანდიელობას, „ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიშიც ხომ სქოთია?

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის წართმევასაც მაკლიში „ბლექპულს“ უპირებს დი ჯეი კემპბელი გახლავთ. ამ 29 წლის მოთამაშისა და „ბლექპულის“ კონტრაქტში ერთი ისეთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც მისი ყიდვა საკმაოდ იაფად, კერძოდ კი 1,25 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ალექს მაკლიშს „ასტონ ვილას“ პატრონებმა ზაფხულში დასახარჯად დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი მისცეს, საიდანაც, დიდ ეკს 10 მილიონი კიდევ ერთი ძარცვისთვის სჭირდება - ყოფილ გუნდ „ბირმინგემ სიტის“ მეკარე ბენ ფოსტერი უნდა წაართვას. კიდევ, ამბობენ, რომ „ვილას“ ახალი თავკაცი „სანდერლენდს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის ვეს ბრაუნის ყიდვაში შეუშლის ხელს, რადგან ეს 31 წლის მოთამაშე თავისთვის უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა