„ვესტ ჰემის“ ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა შესაძლოა „ბირმინგემ სიტის“ მწვრთნელი გახდეს
„ვესტ ჰემის“ ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა შესაძლოა „ბირმინგემ სიტის“ მწვრთნელი გახდეს. ბირმინგემელები, რომელთაც მწვრთნელი, ალექს მაკლიში „ასტონ ვილაში“ გაექცათ, 44 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

საინტერესოა, რომ ბირმინგემელი „ლურჯების“ თავმჯდომარე პიტერ პენუმ ბოლო დღეებში კიდევ ერთ იტალიელთან, „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაც რობერტო დი მატეოსთან მოსინჯა ნიადაგი. დი მატეო 41 წლის არის.

გახსოვთ "ლიდს იუნაიტედი"?

„ლიდს იუნაიტედი“, რომელიც ოდესღაც გრგვინავდა, დღეს კი ჩემპიონშიპის მეშვიდე გუნდია, თავის დიდებისდროინდელ, ოღონდ მობერებულ ვარსკვლავებს, ალან სმიტს, ლი ბოიერს და ჯონათან ვუდგეიტს იბრუნებს. აღსანიშნავია, რომ სამივე თავისუფალია და მათ „ელანდ როუდზე“ დაბრუნებაში პენიც კი არ იქნება გადასახდელი.

„როდესაც კარგი ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობა გეძლევა, მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვა“ - თქვა „ლიდსის“ მწვრთნელმა, საიმონ გრეისონმა.

30 წლის ალან სმიტი გასულ სეზონში „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა, 34 წლის ლი ბოიერი „ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელი იყო, ხოლო 31 წლის ჯონათან ვუდგეიტი „ტოტენჰემ ჰოთსფურისა“ გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"