კვირას, 9 მაისს, ონლაინთამაშ "პაბჯი მობაილის" PMPL-ის სახელობის ტურნირი დასრულდა. მასში მონაწილეობას CIS-ის 20 საუკეთესო გუნდი და მათ შორის, ორი ქართული კლანი, "13" და "ონიქსი" იღებდა, რომლებმაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს.

ჩვენდა სასიხარულოდ, ორივე გუნდმა PMPL-ის "გრანდ ფინალის" საგზური მოიპოვა და სულ მალე, 14, 15 და 16 მაისს, უკვე ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ. "გრანდ ფინალში" 16 გუნდი გადადიოდა, ქართულმა კლანებმა კი მე-15 და მე-16 ადგილები დაიკავეს.

Sportall.ge კიბერგუნდ "13"-ების ლიდერს, შოთა მექვაბიძეს დაუკავშირდა:

"პრო ლიგა 19 აპრილს დაიწყო, მიმდინარეობდა 3 კვირის მანძილზე და მთელი ამ დროის განმავლობაში იყო შესარჩევი თამაშები. სამშაბათს და ოთხშაბათს გამართული შეხვედრებიდან საუკეთესო 16 გუნდი მონაწილეობას "სუპერვიქენდის" ფინალში იღებდა, რომელიც პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართებოდა, სადაც სამივე კვირის "ვიქენდის" ქულები ჯამდებოდა და საბოლოოდ, გამოვლინდა 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას "გრანდ ფინალში" მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვირა ჩაგვივარდა და "ვიქენდ ფინალებზე" გასვლა ვერ მოვახერხეთ, რის შედეგადაც 15 თამაშის უფლება დავკარგეთ, მესამე კვირაში გაფლანგული ქულების დაბრუნება მოგვიწია, "დაქამბექება". მეორე კვირის შესარჩევ თამაშებზე გაგვიჭირდა ქულების აღება და ამ ყველაფრის მიზეზი ეს იყო. ამიტომ, თუ გვინდოდა წარმატება, ბევრად მეტი მოგვეთხოვებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვეულებრივად სხვა გარემოებაში თამაშის დროს. წარმოიდგინეთ, სხვა გუნდებს ჩვენზე 15-ით მეტი თამაში ჰქონდათ ნათამაშები და 15-ით მეტი შეხვედრა ჩაატარეს, სადაც ჰქონდათ შანსი, გადაესწროთ ჩვენთვის. ამის გამო ძალიან მაღალი იყო იმის შანსი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩავრჩენილიყავით და "გრანდ ფინალში" ვეღარ გადავსულიყავით. მიუხედავად ამხელა ჩავარდნისა, ბიჭებმა თავიანთ თავში იმხელა ძალა იპოვეს, რომ მათზე ნაკისრი მისია პირნათლად შეასრულეს. მათ მოახერხეს და აიღეს საჭირო რაოდენობის ქულა, რითაც ჩვენ "გრანდ ფინალში" ვართ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული გუნდის წევრის დამსახურებაა, თუმცა კაპიტნის, ოთოსა და ცოტნეს მნიშვნელობა მცირედით მეტია, რომლებმაც არ დაკარგეს მოტივაცია და ყველა თავის ტალღაზე გადაიყვანეს. პირადად მეც ვცდილობდი შემექმნა ის მოტივაცია, რაც საბოლოოდ მორიგ დიდ წარმატებამდე მიგვიყვანდა. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა პატარა შანსი გამოიყენეს და ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.

სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა გვქონდა. რომ არა ამდენი ჩავარდნა, გაცილებით მაღალ პოზიციას დავიკავებდით. ზოგადად შეცდომაზე ყველანაირი ფაქტორი მოქმედებს, იქნება ეს დიდი კონკურენცია, ნერვიულობა, დაბნეულობა თუ სხვა რამ. ვფიქრობ, ამ დონის ტურნირზე ერთ შეცდომასაც კი შეუძლია ძალიან უკან დაგხიოს. აქედან გამომდინარე, ამდენმა ვარდნამ გამოიწვია ის, რომ ვერ დავდეთ ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა, თუმცა ამდენ ჩავარდნასთან ერთად მოვახერხეთ საუკეთესო 16-ეულში გადასვლა, რაც მომავალში ძალიან გვაიმედებს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი გამოვასწოროთ და "გრანდ ფინალში" მაღალი პოზიცია დავიკავოთ. იმავეს ვუსურვებ "ონიქსსაც", რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე გვავალია და ამას საკმაოდ წარმატებითაც ვახერხებთ.

არ ვოცნებობთ და არარეალურად არ ვუყურებთ. ჩვენი მაქსიმუმი რომც გავაკეთოთ, ფინალში პირველი ადგილი წარმოუდგენელი იქნება, თუნდაც ჩვენ გარშემო პირობებიდან გამომდინარე, როდესაც არ გაქვს არანაირი ხელშეწყობა, როდესაც მობილური შუა ბრძოლისას ფუნქციონირებას წყვეტს, შეუძლებელია ის კონკურენცია გაუწიო მოწინააღმდეგეს, რითაც პირველობას მოიპოვებ.

მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებთ, ვიდრე ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენეთ. ვიმედოვნებ, წარმატებული სვლა გაგრძელდება და სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე ვიქნებით, სადაც პირველ რიგში ჩვენ ვიამაყებთ, შემდეგ კი - გულშემატკივრები.

მინდა ასევე მივულოცო "ონიქსებს" ფინალურ ბლოკში გადასვლა. ვუსურვებ წარმატებას. სასიხარულოა, როდესაც ორი ქართული გუნდი პრო ლიგიდან PMPL-ზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი ორივე მონაწილეობას "გრანდ ფინალში" მიიღებს. დიდი იმედი მაქვს, შედეგებით გაგახარებთ", - განაცხადა შოთამ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
მატჩის დღე - კვარაცხელიამ უნდა დაიწყოს!
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს