ანკარაში, მოკრივეთა ევროპის 39-ე ჩემპიონატზე ასპარეზობის პირველ-ორ დღეს წარმატებასთან ერთად, სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს
ანკარაში გრძელდება მოკრივეთა ევროპის 39-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაება. ასპარეზობის პირველ-ორ დღეს წარმატებასთან ერთად, სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს.

უკვე გაუწყეთ, რომ შეჯიბრების სტარტზე ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ) დაძაბულ პაექრობაში 14:13 მოუგო ინგლისელ ენტონი ოგოგოს. დღეს იგი პოლონელი ტომაზ იაბლონსკის მძლეველ (19:12) უნგრელს - ზოლტან ჰარკსას დაუპირისპირდება.

შაბათს ბრწყინვალედ იასპარეზა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ). ქართველმა მოკრივემ პირველსავე რაუნდში ბელგიელი მოჰამედ სდერი ნოკაუტში გაგზავნა. მისი მეტოქე იქნება უკრაინელი დენის ლაზარევი, რომელმაც ვასილ ბელოუსს აჯობა - 15:12.

მეორე წრეში გავიდა ევროპის პრიზიორი ნიკოლოზ იზორია (56 კგ), რომელიც მძიმე ტრავმით გამოწვეული დიდი ხნის უქმობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა რინგს. ანკარაში პეკინის ოლიმპიადის მონაწილემ დამაჯერებლად დაამარცხა შოტლანდიელი იოზეფ ჰემი - 16:9. დღეს იგი ირლანდიელ ჯონ ნევინის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან უკრაინელი პავლო იშჩენკო ჩამოიცილა - 19:13.

სამწუხაროდ, ჩემპიონატს სტარტიდანვე გამოეთიშნენ ავთანდილ ჭუბაბრია (49, დამარცხდა თურქ ფერჰათ ფეხლივანისთან), ბაკურ გოგოჭური (64, ინგლისელ თომას სთელკერთან) და ლევან გულედანი (91, მე-3 რაუნდში ნოკაუტით წააგო ირლანდიელ გონორ შეინანთან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...