სპორტის სასახლემ გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის მეექვსე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 1992-94 წელს დაბადებულმა მოფარიკავეებმა იასპარეზეს
რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ფარიკაობაში საქართველოს თასის ღია გათამაშება გაიმართა, 17-19 ივნისს კი სპორტის სასახლემ მოფარიკავეთა კიდევ ერთ ტურნირს- საქართველოს დამსახურებული მწვთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის მეექვსე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 1992-94 წელს დაბადებულმა მოფარიკავეებმა იასპარეზეს.

გალაქტიონ ჩიქოვანის სახელს უკავშირდება ქუთაისში პირველი ფარიკაობის სექცის ჩამოყალიბება. წლეულს ტურნირში სომხეთის, აზებაიჯანის და ქუვეითის წარმომადგენლებმა იასპარეზეს.

პირველ დღეს ხმალში გამარჯვება ქუთაისელ სანდრო ბაზაძეს დარჩა, მან ფინალში თანაქალაქელი მიხეილ მარდალეიშვილს მოუგო. მანამდე ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში კი ქუვეითელ ალ შამალს სძლია. სხვათა შორის, სანდრომ ამას წინათ გამართულ საქართველოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ფინალში მის უფროს ძმასთან ბექასთან დამარცხდა.

ხმალში გოგონათა შორის გამარჯვება დარჩა თბილისელ თეოდორა კახიანს, რომელმაც ფინალში ქუთაისელ ანა სინატაშვილს მოუგო. კარგი შთაბეჭდილება დატოვა დაშნაში რუსთაველმა გიორგი ქაფიანიძემ, რომელმაც ეს ტურნირი გასულ წელსაც მოიგო. ამჟამად მან ფინალში სომეხი სპორტსმენის მიქაელ მიქაელიანის წინააღმდეგობა დასძლია და კვლავ პირველი ადგილი მოიპოვა.

ტურნირის ბოლო დღეს რაპირაში ძალიან დაძაბული გამოდგა თბილისელი არჩილ უგულავასა და სომეხი მიკაელ ოგანესიანის ფარიკაობა. პაექრობა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და მხოლოდ ბოლოს მოახერხა ქართველმა სპორტსმენმა უპირატესობის მოპოვება (15:11) და საბოლოოდ ოქროს მედალსაც დაეუფლა. გოგონებში ფინალში ერთმანეთს თბილისის წარმომადგენელი თეონა გოგლიძე და სომეხი ალპინა ატოანი დაუპირისპირდნენ. მიმდინარესტუმრის გამარჯვებით დასრულდა.

ხმალი ვაჟები:

1. სანდრო ბაზაძე (ქუთ.)

2. მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთ.)

3. იური ნებიერიძე (ქუთ.)

3. ალ შამალი (ქუვეითი)

რაპირა ვაჟები:

1. არჩილ უგულავა (თბ.)

2. მიკაელ ოგანესიანი (სომ.)

3. ლუკა ღაღანიძე (თბ.)

3. ემილ დანელიანი (სომხ.)

დაშნა ვაჟები:

1. გიორგი ქაფიანიძე (რუსთ.)

2. მიქაელ მიქაელიანი (სომხ.)

3. არმენ არაზიანი (სომხ.)

3. რობერტ ხაჩატრიანი (სომხ.)

ხმალი გოგონები:

1. თეოდორა კახიანი (თბ.)

2. ანა სინატაშვილი (ქუთ.)

3. თამარ ტეტემაძე (ბათ.)

3. ქრისტინა ნოზაძე (თბ.)

რაპირა გოგონები:

1. ალპინა ატოიანი (სომხ.)

2. თეონა გოგლიძე (თბ.)

3. ასმიკ აგაბაბიანი (სომხ.)

3. მერი გოქაძე (ქუთ.)

დაშნა გოგონები:

1. მარი ლომიძე (თბ.)

2. ხატია ლელაძე (ქუთ.)

3. ლანა ნაზარევა(რუსთ.)

3. ასია ბოგოსოვა (სომხ.)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში