შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტატბინაში ევროტურნირების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის "ზესტაფონის", ხოლო ევროპის ლიგაზე "მეტალურგის", "დინამოსა" და "გაგრას" პირველი მეტოქეები გამოავლინა.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში პირველ მეტოქედ მოლდოვის ჩემპიონი, კიშინიოვის "დაჩია" შეხვდა. გია გეგუჩაძის გუნდი პირველ მატჩს შინ, 12 ან 13 ივლისს გამართავს, სტუმრად კიშინიოვში კი ერთი კვირის შემდეგ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ჩემპიონის რიგებში ორი ქართველი ლეგიონერი - დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე ირჯებიან.

რაც შეეხება ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრას, თბილისის "დინამოს" მეტოქედ კიდევ ერთი მოლდოვური კლუბი - "მილსამი", რუსთავის "მატალურგს" კი სომხეთის "ბანანაცი" ერგო. პირველი მატჩები 30 ივნისს, საპასუხო კი - 7 ივლისს გაიმართება. ალექს გარსიას გუნდს პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ჭიდილი უელსურ "ლანელისთან" მოუწევს. რაც შეეხებათ რუსთაველთა სავარაუდო მომავალ მეტოქეებს, თუკი სომეხ მეზობლებთან წარმატებას მიაღწევენ, მეორე ეტაპზე "იაგელონია"-"ირტიშის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ერთვება საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა". პისკოვეცის გუნდის მეტოქე კვიპროსული "ანართოსისია". შეხვედრები 14 და 21 ივლისს გაიმართება.

uzlevi
მოლდავეთში გასეირნება სულაც არ ექნებათ ქართულ გუნდებს. სამწუხაროა მაგრამ სინამდვილეში მოლდავეთის ჩემპიონატის დონე უფრო მაღალია ვიდრე საქართველოსი დღეს. ეს მათი გუნდების ბოლოდროინდელ შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ვაღიაროთ თუ რამდენად დაბლა არის ჩვენი ფეხბურთი ევოლუციის საფეხურზე. წარმატებებს ვუსურვებ ზესტას და დინამოს!
elbera
ადვილი გუნდები შეგვხვდა გაგარის გარდა რაგა ეგ ანორთოთისი რა
mamuka
რა კმაყოფილი ანართოსისი მაგარი გუნდია დაგვჯაბნის
Tornike
რაღა მაინცდამაინც ანორთოსისი შეხვდა გაგრას, თანაც პირველივე ეტაპზე... თუმცა იმედია თავს არ შეირცხვენენ. დანარჩენების მეტოქეებით მგონი კმაყოფილები უნდა ვიყოთ
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"