საიტი rtbf.be საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიქაუტაძე ბელგიის პრო ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირია, თუმცა შემდეგი სეზონიდან "მეცში" ბრუნდება.

მისი თვალები ჯერ კიდევ ნისლიანია და ხმა ისევ ოდნავ ჩახლეჩილია. "სერენის" ფორვარდი, რომელიც "მეციდან" არის განათხოვრებული და პირველი პროფესიონალურ სეოზნს ატარებს, თვალს ავლებს საკონფერენციო დარბაზს. წინა დღეს პირველ ლიგაში გადასვლის აღსანიშნად წვეულება ჰქონდათ.

"ჩვენ დიდებული წვეულება გვქონდა, მუსიკით, საჭმლით და სასმელებით. მე სახლში 5 საათზე დავბრუნდი და სხვებმა ქეიფი გააგრძელეს, მე მხოლოდ წყალს ვსვამ.

"ლიეჟში ლუდი უყვართ. აქ როგორც ოჯახი ისე ვართ, ყველა კარგად ეწყობა ერთმანეთს, ყველა საუბრობს და უცინის მეზობლებს და ეს დამოკიდებულება იყო ჩვენი წარმატების რეცეპტი, რამაც საშუალება მიგვცა უმაღლეს დივიზიონში ავღზევებულიყავით. ჩვენ ვიცოდით საკუთარი შესაძლებლობები და მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოვახვიეთ.

გოლები მუდამ ჩემი დნმ-ს ნაწილი იყო. გოლები ყოველთვის გამქონდა... ბავშვობაში სეზონში შეიძლება 100-150 გოლი მქონდეს გატანილი, თავით მუხლით, ფეხით, გოლი გოლია, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიტან, ყოველთვის დიდებული გრძნობაა როდესაც საკუთარ სახელს კითხულობ ტაბლოზე!

უნდა ვაღიარო, რომ ცოტათი ეგოისტი ვარ, თუმცა მხოლოდ მოედანზე და არა ცხოვრებაში. ყოველი გამარჯვების მერე ბედნიერების გაზიარება მიყვარს და სხვებთან ერთად სიმღერას ვიწყებ ხოლმე.

ეს გასახდელში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის და ეს ხდის ფეხბურთს მშვენიერს. ჩვენ ძალიან გვაკლდა გულშემატკივრები კოვიდის გამო, როგორც წესი ამ სიმღერებს ისინი მღერიან ხოლმე.

საკუთარ თავს ზედმეტსახელი ჯეორჯინიო მოვუფიქრე და ასე საკუთარი სახელს ბრაზილიური ფორმა მივეცი. ვიცოდი რომ გოლების გატანა შემეძლო, სეზონის შუაში წითელი ბარათის და ტრავმის მერე ცოტა ცუდი პერიოდი მქონდა.

მანამდე სეზონი 3 მატჩში გატანილი 6 გოლით დავიწყე, მეოთხე მატჩი არცთუ ისე კარგად ჩავატარე. მწვრთნელმა პირდაპირ დამიძახა და მითხრა რომ შემდეგი თამაშის გატარება სათადარიგო სკამზე მომიწევდა, ამან მაიძულა უფრო მეტად მომენდომებინა, ფერერა ბევრს ყვირის, მაგრამ ამას ისევე ჩვენივე სიკეთისთვის აკეთებს", - ამბობს მიქაუტაძე

გიორგი კრიშტიანო რონალდოს ფანია, ის მისთვის იდეალია, რადგან ასეთ ასაკშიც კი პორტუგალიელს მუდმივი პროგრესი სურს. ქართველმა პირველი გოლის გატანის შემდეგ რონალდოს მიბაძა გოლის აღნიშვნაში.

მიქაუტაძე ქართული ოჯახიდან არის, ლიონში გაიზარდა და მას არც კი უყოყმანია საქართველოს ნაკრებში თამაში, როცა ვილი სანიოლი დაუკავშირდა.

"ჩემი ფესვები საქართველოშია, მე ისევ მყავს იქ ოჯახი. ჩვენ ძალიან მხიარული ხალხი ვართ. ჩვენ ქეიფი და ჭამა გვიყვარს, საქართველოში მძიმე საჭმელი გვაქვს, დედაჩემი ხშირად ამზადებს ხოლმე.

ჩემს ოჯახს ძალიან გაუხარრდა როდესაც ნაკრების ფორმაში მნახეს. ჩემი პირველი მატჩი იბრაჰიმოვიჩის შვედეთის წინააღმდეგ იყო.

შემდეგი თამაში ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოვტოვე, მაგრამ სერხიო რამოსს და ტიაგო ალკანტარას შევხვდი, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი.

ზლატანი კი ნამდვილი ფენომენია, ის მოედანზე გამუდმებით შეურაცხყოფას გვაყენებდა და მუდამ მსაჯთან საუბრობდა, ეს არის ზუსტად გამოცდილება. თამაშის შემდეგ მისთვის მაისური არ გამიცვლია, რადგან ეს ჩემი პირველი თამაში იყო ნაკრების ფორმაში და ის მაისური ჩემთან უნდა დარჩენილიყო, შესაბამისად ახლა ის მაისური ჩემს მშობლეთან ინახება ლიონში.

მომავალს რაც შეეეხება, ვიმედოვნებთ რომ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ბოლოს ცოტა დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე, ერთა ლიგის ფინალში მაკედონიასთან წავაგეთ, მაგრამ არაუშასვს, ჩვენ ჩვენნი შეცდომებიდან ვსწავლობთ".

ამ კვირაში მიქაუტაძემ ჩემოდნები ჩაალაგა და "მეცში" გაემგზავრა. ეს ასეც იყო დაგეგმილი.

კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე და გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტონეტი ძირითადი გუნდის სიაში შემიყვანს, რა თქმა უბდა, არანაური გარანტიები არ მიმიღია, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა, თუ იმას გავაკეთებ რისი გაკეთებაც საჭიროა, თუ როგორც საჭიროა ისე ვიმუშავებ, ყველაფერი კარგად იქნება.

რასაკვირველია, სერენის პროექტის დატოვეა მაინც მტკივნეულია. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ ავტობუსში როცა ბევერენიდან ვბრუნდებოდით მეციდან განათხოვრებულ სხვა ფეხბურთელებთან. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით რომ სათამაშო დრო მიგვეღო და გვესწავლა და საბოლოოდ უმაღლეს ლიგაში აღმოვჩნდით, ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო. მე არასოდეს დამავიწყდება სერენი, ის ჩემთვის მეორე ოჯახია...".

კ ო მ ბ ლ ე
ქეიფსა და ჭამას შორის იმხელა განსხვავებაა, როგორც ძროხასა და ოპერას შორის... გაივლის დრო, ამას მიხვდები და ისწავლი კიდეც...
გიონატ
ძალიან კარგი ბიჭი ჩანს გიორგი-ჟორჟი, თან რაც მთავარია მემგონი კარგი თავდამსხმელიც დადგება მისგან.
rubini
დისლაიქების დამწერები ყველა ბოღმიანი სუბიექტები არიან..კვარასი შურთ კლავიატურის უსაქმურ ვირთხებს
100%
ჩვენი ფრანგი). გაგვახარეთ ჟორჟ ყველა ქართულმა ბრილიანტმა ერთად, თქვენი იმედი მაქვს.

Ibragimovichi bossnieli musulmania, shvedetis moqalaqe. Magari kia magram zedmetad qedmagali.
Brazzers
ლებრონას პოსტერი უნდა გადმოგეფინათ მოედანზე ან ლებრონასი და ლუკაკუსი ერთად
მიგელ
სერენი საქართველოს ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდს გაანადგურებს თუ მოუნდა
გიზოგ
გაიხარე გიორგი, სულ წარმატებებს გისურვებთ!
კახა
ავოიეეეეეეე
rubini
ესეც ფეხბურთელია და კვარაცხელიაც,კვარას დონეს მთელი ცხოვრება ვერ მიუაცლოვდება მოყვარულ ბელგიის ლიგაში მოთამაშე
ვოოტ
კი მაგრამ, რა ენაზე გაყენებდათ მაგ შეურაცხყოფას, რომ მხოლოდ შენ გესმოდა და დანარჩენებს სიტყვა არ დასცდენიათ ამის თაობაზე?!...
სტალინი
ჯიგარო, გაიხარე გაგვახარე. წარმატებები ყველგან ყველაფერში.......................
გიორგი
ცრემლები მომადგა თვალებზე. ჩემი შვილიც გერმანიაში იზრდება…
ნიკო
იბრაჰიმოვიჩი არის ტიპიური მაგალითი მდარე ოჯახიშვილი ბიჭის გათურქებული სერბების შემდეგ გაშვედებული, რომელსაც გონია რომ ბურთის დევნით რაღაცას რომ მიაღწია მართლა აქვს უფელება ხალხს ზევიდან უყუროს, იმასაც ვერ ხვდება რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელია და მეტი არაფერი მასზე მაღალი ინტელექტის მქონე ყოველი მეორეა მსოფლიოში.
შალვა 73
მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად.
იაგო
მაგარი კაცი!
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" მიქაუტაძის ტრანსფერისთვის თანხა დაუსახელა - რამდენად რეალურია ქართველის გადასვლა კატალონიურ გრანდში
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს