კატალონიის "ბარსელონამ" სეზონის მიმდინარეობისას უამრავი შეცდომა დაუშა, ბოლო დროინდელმა კრიზისმა ლა ლიგის მოგების შანსი გააქრო, არადა აღსანიშნავია, რომ კატალონიელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულები.

"ბლაუგრანამ ბოლო 12 ქულიდან მხოლოდ 5-ის აღება მოახერხეს, ესპანურმა MARCA-მ კი გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

გადაღლილობა

გადაღლილობამ, რა თქმა უნდა, თავისი საქმე გააკეთა, რაც მთავარმა მწვრთნელმა, რონალ კუმანმაც დაადასტურა.

გაშვებული შანსები

"ბლაუგრანას" სამი შანსი ჰქონდა, რათა ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. კატალონიელეებმა რამდენიმე ტურის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება ვერ შეძლეს, რითაც საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანეს განაჩენი.

აზროვნება და ფსიქოლოგიური მდგომარეობა

გასულ ტურში "ლევანტესთან" შეხვედრაში არაერთგზის ჩემპიონის გუნდში არსებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოჩნდა. ამრიგად, ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ის ცივსისხლიანობა რაც ამ გუნდს გააჩნდა.

ტრავმები

რა თქმა უნდა, გამუდმებული ტრავმების გამო რთულია წარმატების მიღწევა, მაგალითად, "ბარსელონას" ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, ხერარდ პიკე და რონალდ არაუხო სეზონის დასკვნით ფაზაში არ ჰყავდა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა მათ თამაშს დაღი დაასვა.

გოლების გაშვება

კატალონიელები როგორც წესი სეზონის დასკვნით ნაწილს კარგად ატარებენ, თუმცა ამჯერად ეს არ გამოვიდა. მათ 36 თამაშში ამდენივე გოლი გაუშვეს, რაც ტიტულისთვის მებრძოლი გუნდისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ინდივიდუალური შეცდომები

ფეხბურთელებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, მაგალითად, კლემან ლენგლემ სეზონის მიმდინარეობისას არაერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის გამოც გულშემატკივრებისგან წყენა და გაღიზიანება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჯოხი მხოლოდ ლენგლეზე არ ტყდება.

ეფექტურობა

ბარსელონელებმა მიმდინარე სეზომში 7 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია მაჩვენებელია.

როტაცია

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყველაზე ხშირად გუნდის ერთ ბირთვს ტვირთავს, რაც საბოლოოდ გადაღლილობას იწვევს, ამიტმ აუცილებელია როტაცია, რაც გამუდმებული ტრავმიანობის ფონზე საკმაოდ რთულია.

წყარო: marca

ბარსა
სოსო, ვერ დაგეთანხმები,მე მგონი ლივერპულის ასეთ მოულოდნელ ჩავარდნას, მარტო ტრავმებს, ვერ დავაბრალებთ, მაგათ შიდა "სამზარეულოშიც" რაღაც ისე ვერ არის, მთლად საქმე კარგად. სიმართლე გითხრა, მე პირადად ბარსას გარდა, არცერთი გუნდის მდგომარეობა, არ მაინტერესებს. როგორც იტყვიან ყველას, თავისი გზით გაუმარჯოს.
სოსო
ბარსა,ვისგანაც მეტს ელიან,ყოველთვის მათზეა მეტი ყურადღება და ეს,ბუნებრივია.აბა,ახმეტის კოლმეურნეზე ხომ არ დაწერენ სტატიებს.ლივერპულს,კრიზისი,ტრავმების გამო აქვს,და ის,გამოსწორებადია.აი იუვენტუსს და ბარსელონას კი,მართვაში(მენეჯმენტში) პრობლებები ღუპავს.უბრალოდ შემადგენლობები აღარა ჰყავთ ისეთი,რომ ჩემპიონობა შეძლონ.
barsa
ასევე რამოსს რას უკეთებს, ბებერი მელა პერესი. რეალის ლეგენდა რაულიც და როლანდოც, ეგრე არ გაუშვეს?
რაულ გონსალეს ბლანკო
ბარსა დაღუპა ორმა სირინოზმა- პრეზიდენტმა და მწვრთნელმა. სუარესის გამგდებს სხვა რა უნდა დაუძახო?

ვის არ ქონია ჩავარდნა, ლივერპულს მაგარი კრიზისი აქვს, იუვეს და რამოდენიმე გუნდებსაც, მაგრამ როგორც წესი, ბარსა ყავთ პროგრამაში.
ბარსა
ამ ჟურნალისტებმმა, ხომ შეუკიკინეს ბარსას. მარტო ბარსა, რომ გყავთ ამოჩემებული, ცოტა სხვა გუნდებისკენაც გაიხედეთ.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა