"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამის ნათქვამმა, რომ მისი შვილი რუსეთს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, რუსეთში რატომღაც გაღიზიანება გამოიწვია და „ჩემპიონატთან“ კომენტარი სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დმიტრი სვიშევმა და ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთეს.

დმიტრი სვიშევი: „მამის ემოციურ ნათქვამზე რეაგირება საჭირო არ არის. თავად სპორტსმენის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ, მშობლები მთელ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა სპორტსმენს საკუთარი პოზიცია გააჩნია.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ, თუ რა იგულისხმა მამამ. შესაძლოა, იმაზე ილაპარაკა, რომ ხვიჩა რუსეთში არ დარჩება და სათამაშოდ იტალიაში ან გერმანიაში წავა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვები არ არის დაკავშირებული ჩვენს სახელმწიფოებს შორის რთულ ურთიერთობებზე.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ სპორტსმენის ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია. თუ ხვიჩა რუსეთში არ ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა. ეს სპორტსმენის არჩევანია“.

ვიაჩესლავ კოლოსკოვი: „ხვიჩა ნიჭიერი ბიჭიდან გადაიქცა ფეხბურთელად, რომლისგანაც შეიძლება მაღალი საერთაშორისო კლასის მოთამაშე დადგეს. მე ვიტყოდი, რომ მამა შვილს დათვურ სამსახურს უწევს. არ არსებობს გარანტია, რომ კვარაცხელია სადღაც ათამაშდება. მრავალი ფაქტორის თანხვედრაა აუცილებელი: ჭკვიანი მწვრთნელი, კარგი გარემო, სიტუაცია გუნდში. ხვიჩამ ყველაფერი ეს გაიარა.

შეიძლება, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას მამამ იგულისხმა, რომ მის შვილს საზღვარგარეთ განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება. ჩვენ ზუსტი ინტონაციები არ ვიცით: ეს ნათქვამი იყო ფეხბურთელის დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ, ან იმაზე, რომ ხვიჩამ რუსეთში უკვე მაქსიმუმი მიიღო, ხოლო პროგრესირებისათვის ევროპის წამყვან კლუბში გადასვლა სჭირდება“.

ბადრი
ჭკვიანური გაფრთხილებაა!☝️
zura
აზრზე არ ხარ რა მაგრამ ეპყრობიან შრი-ლანკაზე, სულ ხელის გულზე ატარებენ და რას ურჩევ? წავიდნენ შრი-ლანკის ჩემპიონატში?
რო- მი
ყველა ნათქვამს დაფიქრება უნდა,ვინც არ უნდა იყოს. ღმერთმა დაიფაროს და შეიძლება ისეთი ტრამვა მიაღებინონ წინასწარ განზრახვით,რომ ფეხბურთს საერთოდ ჩამოაშორონ.ყველაფერი გააკეთეთ წყნარად და წინასწარ ქარიშხალს ნუ ატეხავთ ჭიქაში.ყველაფერია მოსალოდნელი.გამორიცხულია,რომ ჩაკვეტაძეს ასე არ უკეთებენ? ვინც კი საქართველოს ნაკრებისთვის გამოჩნდა პერსპექტიული,ყველამ ტრამვა მიიღო( წიტაიშვილი და მიქაუტაძე თუნდაც). ხვიჩას კორონა დაუდასტურდა საპასუხისმგებლო თამაშის წინ.ეჭვი არ გეპარებათ? ,შეიძლება ყველაფერი ამდენი რამ შემთხვევით ხდებოდეს? პირადად მე არაფერს არ გამოვრიცხავ.
დასავლეთ ბნელაძე
კარგი ატმოსფეროა რუბინში ხვიჩას ირგვლივ მხოლოდ მივესალმები ამას, მადლობა რუსებს რომ კარგათ ექცევიან
ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის
ქართველ ფეხბურთელებს ყველაზე კარგად რუსეთში ეპყრობიან ეს უნდა დავაფასოთ
lapsha068
ase gamodis rusebis tanxmobis gareshe xma ver unda amovigot. mis guberniashi vart ukve?
ზორბეგი
მართალი უთქვამს რაც მთავარია რუსეთს მოცილდება, ძალიან მაგრა გაუმართლა რომ რუსეთში პროგრესს მიაღწია,მწვრთნელში და გუნდში რომელსაც სარგებელი უნდა ნახოს და არა პროპაგანდის გამო, ასე რომ სანამ აირია რამე და მალე აირევა ჯობია წავიდეს და კიდევ უფრო განვითარდეს
პროგრესული ქართველი
ამ კლუბმა ლომის წილი დაიდო ხვიჩას განვითარებაში, ამიტომ მადლიერები უნდა ვიყოთ და ისეთი რამე არ ვთქვათ რომ ხალხთა შორის ავურიოთ ურთიერთობები
დავით 67
სულ მაგას გაიძახდნებ რუსები პოლიტიკოს არაპოლიტიკოსებიანად წადით ქართველებო აქედანო და ახლა რა ეწყინათ?
მალხაზ ჯობავა
აკი ამბობდნენ, პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა არსო?
Talo
დაკომპლექსებულები,ბოღმიანები,შურიანები და საცოდავები
გადასარევი გიორგი
თქვენთან რომ წავიკითხე ხვიჩას მამის განხადება , იქ იყო დაბლა ფრაზა, დაახლოებით ასეთი " ქართველ გულშემატკივარს დავაწყნარებ , რაც მთავარია რუსეთა დატოვებსო". არ ვიცი, რაღაცნაირად მეც მომხდვა ყურში ცუდად. ასე პატივი სცეს ამ ბიჭს და მთელი გუნდით და ჩემპიონატით აჯილდოვებენ და აქეზებენ და უვლიან და არეკლამებენ და ათამაშებენ და ასწავლიან და რაც შეუძლიათ აკეთებენ და რა უნდა ქნან კიდევ? უშვებენ თან და არ გამოუვიდა ლამაზად მე რომ მკითხო. მარა მამაა და ეტყობა ნერვიულობს და არაუშავს. მთავარია ხვიჩამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მე ლიდსი რა თამაშს თამაშობს არ ვიცი, მარა მგონია ისეთი კლუბი უნდა იყოს მართლა, რომ ბევრი შეცდომა აპატიონ ადაპტაციის პერიოდში და რაც შეიძლება მეტი დრიბლინგის და დაკარგვის უფლება მისცენ. ფულის გამო ცხადიანარც ხვიჩა აირჩევს კლუბს. ყველას ესმის ვითარდება ბიჭი და საჭიროა თამაში :) წარმატებები აბა
ბოლოკა
არაა// სად პოლიტიკა სად სპორტი...ვაბშემც სხვადასხვაა
ვოოტ
გაღიზიანებულებზე თავად რუსებს იმდენი გამონათქვამი აქვთ, რომ ასე ათიოდეს მაინც შემოგაშველებდით, მაგრამ ყველაზე კორექტულსაც კი დაბლოკავთ...
დათო
ამ ბიჭს კარიერას აურევენ ბევრი ლაპარაკით და გრძელი ენებით
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
საფეხბურთო მოედნებიდან უკრაინის ფრონტზე ნაბიჯით იარ! - პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე
"ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი არაა" - ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ყველანი ფრონტზე - რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება შეაჩერონ
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - რუსული ფეხბურთის გააზიურების საკითხი სამშაბათისთვის გადაიტანეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ფიფა რუსულ ფულს ვერ ელევა - უკრაინელები მათ განადგურებულ მარიუპოლში გაგზავნას მოითხოვენ
რამდენად შესაძლებელია, უკრაინის მოთხოვნით, რუსეთის უეფადან და ფიფადან გარიცხვა?
კოლოსკოვი: არ ღირს საფონოვისგან გმირის შექმნა - კვარაცხელია არ გინდათ გაიხსენოთ?