"რეალის" ბოსები ახალ შენაძენებს მანამდე არ გააკეთებენ, სანამ ბალასტს არ მოიცილებენ, კლუბი ჯერ 3-4-მა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს
"რეალის" სატრანსფერო პოლიტიკა, ბუნებრივია, ამ კლუბის ხელმძღვანელთა კაბინეტებში წყდება. სწორედ ასეთი შეხვედრა შემდგარა გასულ კვირაში, რომელშიც ჟოზე მოურინიო მონაწილეობდა. მოურინიო "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა, ამ შეხვედრას გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. როგორც "მარკა" იუწყება, კლუბის ბოსები იმაზე შეთანხმდნენ, რომ ახალ შენაძენებს მანამდე არ გააკეთებენ, სანამ ბალასტს არ მოიცილებენ. "რეალი" 3-4-მა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს ჯერ.

გუნდში ახლა 28 ფეხბურთელია იჯარიდან დაბრუნებული როისტონ დრენტეს, დავიდ მატეოსის, მესამე მეკარე ტომას მეხიასისა და ახალწვეულების (კალეხონი, შაჰინი, ალთინთოფი) ჩათვლით. პორტუგალიელი სპეციალისტი შვებულებაში გასვლამდე ფეხბურთელებთან დალაპარაკებას აპირებს. მოურინიოს გუნდში 23 ფეხბურთელზე (+ მეხიასი, რომელიც "რეალ კასტილიაში" ირიცხება) მეტი არ სჭირდება. პირველ ეტაპზე გუნდიდან 3 ან 4 ფეხბურთელს გაუშვებენ. შემდეგ მიიღებენ მარცხენა მცველ ფაბიო კოენტრაუს, გააკეთებენ არჩევანს ნეიმარსა და სერხიო აგუეროს შორის და კიდევ ერთი-ორს გაუშვებენ.

ნური, ყველაზე პერსპექტიული

ფიფა-ს ოფიციალურმა ვებსაიტმა გულშემატკივართა გამოკითვის შემდეგ, პლანეტის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მადრიდის "რეალის" 23 წლის თურქი ახალწვეული ნური შაჰინი დაასახელა. ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით მოიგო გამოკითხვა - მან ხმების ნახევარი მიიღო. შაჰინმა ისეთ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გაასწრო როგორიც ალექსის სანჩესი (უდინეზე), ხავიერ პასტორე (პალერმო), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) და განსოა (სანტოსი).

ეკიპმა, 30 მილიონიო

ფრანგულმა "ეკიპმა" გამოჩხრიკა "რეალისა" და "ინტერის" ხელმძღვანელთა მოლაპარაკებების დეტალები, რომელიც კაკას მილანში სავარაუდო ტრანსფერს შეეხება. იტალიური გრანდი ბრაზილიელის ნაცვლად "სამეფო კლუბს" 30 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ ამ თანხაზე ესპანელები ყაბულს არ არიან. მათ 29 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროთი მეტი სურთ. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "რეალმა" კაკას სანაცვლოდ "მილანს" 68,5 მილიონი გადაუხადა. მას შემდეგ კაკამ ვერაფრით შეძლო ესპანეთში ფეხის მოკიდება, რაშიც მას გამუდმებით ტრავმები უშლიდა ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა