ბუნდესჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" ლონდონის „არსენალის“ 23 წლის დანიელ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს უმიზნებს
ბარიოსს ბევრი მთხოვნელი ჰყავს და დორტმუნდელები თავს იზღვევენ

დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელები კი ამბობენ, სატრანსფერო ბაზარზე აღარ გავაქტიურდებითო, რის გამოც ბოლო დროს გერმანიის ჩემპიონის სატრანსფერო გეგმებზე არანაირი სპეკულაციები აღარ ყოფილა, მაგრამ აი, გუშინ გერმანულ და ინგლისურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ფაქტი ერთია: თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდელებმა მეგა-ტრანსფერი გაჩარხეს.

მოკლედ, ინგლისური და გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დორტმუნდელები ლონდონის „არსენალის“ 23 წლის თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს უმიზნებენ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ცნობა ფეხბურთელის მამამ და მრჩეველმა დანიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა: „დიახ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მართლაც სურს ჩემი შვილის გადაბირება. რამდენადაც ვიცი, გერმანელებსა და „არსენალის“ ხელმძღვანელებს შორის უკვე შედგა პირველი მოლაპარაკება.“

დანიელი ფორვარდი ლონდონურ კლუბში 2005 წლიდან თამაშობს და დიდი ხანია, დანიაში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. გასული სეზონი კი მისთვის არცისე წარმატებული, მეტიც, ფაქტობრივად წარუმატებელი იყო, რადგან პრემიერლიგაში მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა ბენდტნერი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მას მერე, რაც ცნობილი ფეხბურთელი გახდა, ფეხბურთზე სერიოზულად აღარ ფიქრობს და ღამეებს დისკოთეკებზე ათენებს. ჩვენი ინგლისელი კოლეგები მის კარიერულ ჩავარდნას სწორედ ცხოვრების ასეთ წესს აბრალებენ.

რა აზრი ექნება ამ ტრანსფერს „დორტმუნდისთვის“? ეს ალბათ მხოლოდ „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა იცის – სწორედ მან მოისურვა დანიელი თავდამსხმელის ყიდვა. ექსპერტების აზრით კი, ბენდტნერის ყიდვას დორტმუნდელებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ BVB-ს ლუკას ბარიოსი დატოვებს. მართალია, 26 წლის გოლეადორს გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ძალიან ბევრი სერიოზული მთხოვნელი ჰყავს. საკმარისია, რომელიმე სუპერგრანდმა „ბორუსიას“ ბარიოსის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევრო შესთავაზოს, რომ ვესტფალიელები ორი წლის წინ 4 მილიონად ნაყიდ თავდამსხმელს თვალის დაუხამხამებლად შეელევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა