რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიური ტრიუმფით აღინიშნა - ქალებშიც და მამაკაცებშიც გამარჯვებული ამ ქვეყნის დუეტი გახდა
რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიური ტრიუმფით აღინიშნა. ქალებშიც და მამაკაცებშიც გამარჯვებული ამ ქვეყნის დუეტი გახდა.

ახევარფინალური მატჩის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დღეისთვის ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვან წყვილს (კერი უოლში/მისტი მეი-ტრენორი) ძალიან გაუჭირდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედ მოგება - ასაკი და ძველი ტრავმები მაინც თავისას შვრება. კერის ორი თვის შემდეგ 33 წელი შეუსრულდება, მისტი კი ერთი წლით უფროსია. წელს ამერიკელებს პარტნიორობის 10 წლისთავი აქვთ. საინტერესოა, რომ რომში ფინალი 47-ე იყო მათთვის FIVB-ის ეგიდით გამართულ 63 ტურნირში. თავიანთი ბოლო, რიგით 36-ე გამარჯვება ერთი კვირის წინ, პეკინში "დიდი სლემის" ტურნირზე მოიპოვეს. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: 11:5 - ასეთი ანგარიშით უგებდნენ ამერიკელები 29 წლის ლარისასა და 28 წლის ჟულიანას - ბრაზილიელ მეტოქეებს გუშინდელ ფინალში. თუმცა ბოლო ორი შეხვედრა სამხრეთამერიკელებს დარჩათ.

ფინალი სამსეტიანი გამოვიდა. პირველში ამერიკელებს არ გამოუვიდათ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ 7:5 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მათ ორჯერ ზედიზედ ოთხ-ოთხი ბურთი წააგეს და ბრაზილია წინ გავიდა - 13:8. მართალია, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა (15:16), მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს - 17:21. სამაგიეროდ, მეორე სეტში უოლშიმა და ტრენორმა გამოიყენეს მეტოქეთა ელემენტარული შეცდომები და უპრობლემოდ გაათანაბრეს ანგარიში - 21:13. მესამე სეტში ამერიკული დუეტი მუდმივად წინ იყო, მაგრამ 14:13-ზე მატჩბოლი ვერ გამოიყენა. მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა - ჟულიანას ორმა ბლოკის შემდეგ ანგარიში 16:14 გახადა და ოქროს მედალი ბრაზილიას დარჩა.

სავსებით ლოგიკური ჩანდა მამაკაცთა ფინალის შემადგენლობა. პლაჟის ფრენბურთში ოფიციალური ტურნირების 25-წლიან ისტორიაში ეს იყო 61-ე შემთხვევა, როცა ფინალში ურთიერთობას ბრაზილიური წყვილები არკვევდნენ. ამჯერად ოქრო მედლის გათამაშების პატივი ერგოთ ალისონი/ემანუელისა და მარსიო არაუჟო/რიკარდოს დეუტებს - ისინი შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს იკავებენ მსოფლიო რეიტინგში. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, კლასიფიკაციის ლიდერებმა, ამერიკელებმა ტოდ როჯერსმა და ფილ დალჰოსერმა მერვედფინალიდან შეწყვიტეს ბრძოლა.

პროგნოზი ემანუელისა და ალისონის მხარეს იყო. 38 წლის ემანუელი ქვიშაზე მოთამაშე ფრენბურთელებს შორის ყველაზე ტიტულოვანია: 209 ტურნირი, 1273 ჩატარებული მატჩი და 1027 მოგება. ეს უნიკალური შედეგია.

ემანუელი 36 წლის რიკარდოსთან ერთად 2004 წელს ათენის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ახლა ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ. ემანუელი ალისონთან ერთად მხოლოდ ორი წელია თამაშობს და შარშან მათ არც ერთი ტურნირი არ მოუგიათ. რაც შეეხება რიკარდოს, მას პარტნიორად 37 წლის მარსიო არაუჟო ჰყავს, რომელიც მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონია.

კაცების ფინალში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად პირველი სეტის ბოლოს გადაწყდა, როცა 16:16-ზე ალისონმა ზედიზედ 5 (!) ბლოკი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რიკარდომ და მისმა პარტნიორმა დროულად მოახერხეს გონს მოსვლა, მოედანზე კვლავინდებურად ალისონი დომინირებდა. 21:16, 21:15 - ალისონი და ემანუელი პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა