საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ-არხმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთი სამუშაო დღის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ფრანგი სპეციალისტი საინტერესო თემებს ეხება:

"საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანების სითბომ. დასავლეთევროპელები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ნაწილში ცივი ხალხი ცხოვრობს. ეს რომ ასე არ არის, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.

დიდი პრივილეგიაა, როცა ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობ. აქ არა მხოლოდ გუნდისა თუ ხელმძღვანელობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ვმუშაობ და ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მაქვს ბინა და ყოველდღე ოფისში სამუშაოდ მივდივარ. საფრანგეთშიც მსგავსი ცხოვრება მქონდა - ყოველდღე მიწევდა ქალაქში გასვლა და მუშაობა.

ჩემი სამუშაო დღე ფეხბურთის ფედერაციის შენობაში იწყება. მე და ჩემი თანაშემწე ადელ ჩედლი მივდივართ ოფისში და ვხვდებით თანამშრომლებს, რომლებიც შეხვედრებს გეგმავენ. ჩვენ ხშირად გვიერთდება ჩემი მეორე თანაშემწე, ზურაბ ხიზანიშვილი. როდესაც საჭიროა სამედიცინო საკითხების განხილვა, ვიბარებთ სამედიცინო პერსონალს. სხვა დროს კი ვიდეოანალიტიკოსებთან ერთად ჩანაწერებს ვუყურებთ და მონტაჟებს ვქმნით. ნაკრების მომდევნო მატჩებისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.

უკვე დავესწარი რამდენიმე მატჩს და დავაკვირდი საინტერესო ფეხბურთელებს. მარტის თამაშებზე უკვე გამოვიძახე ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელი. ეროვნულ ლიგაში კარგი მოთამაშეები არიან და მათ ეროვნულ გუნდში ყოველთვის მივიწვევ.

ბათუმურ შეხვედრას "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის იმის გამო დავესწარი, რომ ორივე გუნდში საინტერესო მოთამაშეები არიან. ამასთან, უკეთ გამეგო იმ სტადიონის ატმოსფერო, სადაც შემოდგომაზე ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იასპარეზოს.

ბათუმი განსხვავდება თბილისისგან, სადაც მეტი ხალხი, სტრესი და მოძრაობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისში ყოფნა, არამედ სხვა ქალაქებისა და სტადიონების მონახულება, რადგანაც ისინი ქართული ფეხბურთის ნაწილს წარმოადგენენ.

როცა ადამიანი ქვეყანაში ბევრ დროს არ ატარებს, მას უჭირს გარკვეული საკითხების გაცნობიერება. მნიშვნელოვანია ფეხბურთელების რეაქციის გაცნობიერება ჩემს ნათქვამსა თუ ქმედებებზე. უნდა გავიცნო აქაური კულტურა - ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილია! სწორედ ამიტომ ვცხოვრობ აქ და არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას.

ამ რთული პერიოდის მერე სასიამოვნო იყო მაყურებელთან ერთად თამაშზე დასწრება. მშვენიერი ატმოსფერო იყო და უკვე სიხარულით ველი სექტემბრის მატჩს. დარწმუნებული ვარ, ნაკრების ფეხბურთელები აქ ისიამოვნებენ.

უკვე მოახლოვდა ნაკრების უახლოესი მატჩები. ბევრი ფეხბურთელისთვის სეზონი უკვე დასრულებული იქნება.

მათ რთული სეზონი ჰქონდათ და იმედია, რუმინეთისა და ნიდერლანდებისთვისაც შერჩათ ძალები. ორივე მეტოქე ძლიერია.

მარტში გამართული შეხვედრების შემდეგ თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა საჭირო. სექტემბერში საქართველოს ნაკრებისგან იმავე ენერგიას, დისციპლინასა და ხარისხს ველი, როგორსაც მარტის შეხვედრებში.

ორი მატჩიც და ფეხბურთელებს შეეძლებათ დასვენება!"

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ-გვერდი

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ბონ ჩანს მუსიე ვილი!
ალეკსანდრე
ძალიან მომწონს ამ კაცის მიდგომა თავისი საქმისადმი, დიდი იმედით ვუყურებთ რომ ეს კაკაცი წინ წაწევს ჩვენ ფეხბურტს
შოთა
კარგი ადამიანია ეტყობა. პროფესიონალიც. მაქვს იმედი რომ კარგ გუნდს ჩამოაყალიბებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება