ამერიკელმა ვენუს უილიამსმა ყოველგვარი გართულების გარეშე დაამარცხა უზბეკი აკგულ ამანმურადოვა და მეორე წრეში კიმიკო დანტეს შეხვდება
წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა ესპანელმა რაფაელ ნადალმა. ამერიკელ მაიკლ რასელთან მატჩში მსოფლიოს პირველ ჩოგანს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა. რასელმა მოულოდნელად ბრეიკი გააკეთა და 4:2 დაწინაურდა. ნადალი დროზე მოეგო გონს - ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, რითაც პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორეში 2:0 დაწინაურდა. მეორე სეტში ნადალის ანგარიშზე სამი ბრეიკი იყო, მესამეში - ორი.

შემდეგ წრეში რაფაელი კიდევ ერთ ამერიკელ რაიან სვიტინგს შეხვდება, მესამე რაუნდში კი მისი სავარაუდო მეტოქე უნდა იყოს კანადელი მილოშ რაონიჩი, რომელმაც გუშინ შესანიშნავი თამაში აჩვენა ფრანგი მარკ ჟიკელის წინაღმდეგ. რაონიჩმა 25 ეისი ჩააწოდა და ამასთან, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. შედეგად, მილოშმა საათსა და 36 წუთში 6:3, 7:6, 6:3 მოუგო ვეტერან ჟიკელს.

ფინალში ნადალის შარშანდელმა მეტოქემ კიდევ უფრო იოლად გაიარა იტალიელი ფილიპო ვოლანდრის ბარიერი. აპენინელმა სამ სეტში ჯამში მხოლოდ ხუთი გეიმის აღება შეძლო. ჩეხმა თითო პარტიაში ორ-ორი ბრეიკი აიღო, ჯამში 32 "ვინერსი" დააგროვა და 13 მატჩიდან მეთორმეტედ დაამარცხა იტალიელი.

გუშინდელი დღის სრულფასოვნად ჩატარება არ მოხერხდა - წვიმის გამო გადაიდო 31 მატჩი, აქედან 16 შეხვედრა მიმდინარეობდა, 15 კი ჯერ დაწყებულიც არ იყო. გვიან ერთადერთი მატჩი გაიმართა - მოძრავი სახურავით გადახურულ ცენტრალურ კორტზე ბრიტანელი ენდი მიურეი და ესპანელი დანიელ ხიმენო-ტრავერო არკვევდნენ ურთიერთობას. მასპინძელთა მთავარმა იმედმა ოდნავ ანერვიულა გულშემატკივარი, როცა პირველი სეტი 4:6 წააგო, მაგრამ შემდეგი პარტია 6:3 მოიგო, მესამეში და მეოთხეში კი ერთნაირი ანგარიშით - 6:0 გაიმარჯვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს უიმბლდონზე მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ქალებს შორის გუშინ გაცილებით საინტერესო ბრძოლები ვიხილეთ და ამიტომაც მათ ბატალიებზე უფრო მეტხანს შევჩერდებით.

პირველი ქალი ჩოგბურთელი, ვინც მეორე წრეში გავიდა, 40 წლის იაპონელი ვეტერანი კიმიკო დატე იყო. მან თითქმის უპრობლემოდ დაამარცხა ბრიტანელი კეტი ო'ბრაიენი - 6:0, 7:5.

საგულისხმოა ერთი მომენტი - დატემ 15-წლიანი (!) შესვენების შემდეგ მოიგო უიმბლდონზე მატჩი. 1996 წელს მან მეოთხედფინალში დაამარცხა ფრანგი მარი პირსი, ნახევარფინალში კი ლეგენდარულ გერმანელ შტეფი გრაფს შეხვდა და სამსეტიან ბრძოლაში წააგო ფინალში გასასვლელი შეხვედრა - 2:6, 6:2, 3:6.

"რა თქმა უნდა, მახსოვს 1996 წელი, როცა ცენტრალურ კორტზე შტეფი გრაფს ვხვდებოდი. მატჩი ორ დღეს გაიწელა, რადგან სიბნელის გამო არ მოხერხდა შეხვედრის დასრულება. ის მატჩი არასოდეს დამავიწყდება. 15 წლის შემდეგ ისევ მოვიგე უიმბლდონზე და ესეც დასამახსოვრებელი მომენტი იქნება ჩემთვის", - განაცხადა გუშინდელი მატჩის შემდეგ იაპონელმა.

40 წლისა და ცხრა თვის დატე ხანდაზმულობით მესამე მოთამაშეა, ვინც უიმბლდონზე მატჩი მოიგო. აბსოლუტური რეკორდის დამხობა მას არ გამოუვა, რადგან ლეგენდარულ ამერიკელ მარტინა ნავარატილოვას უიმბლდონზე 47 წლის ასაკში აქვს მოგებული შეხვედრა.

შემდეგ წრეში კიმიკო ვენუს უილიამსს შეხვდება. ეს ამ ჩოგბურთელების პირველი დაპირისპირება იქნება.

ამერიკელმა ყოველგვარი გართულების გარეშე დაამარცხა უზბეკი აკგულ ამანმურადოვა. უფროსმა უილიამსმა მეტოქისთვის მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა. მეორე კორტზე გამართული მატჩი 59 წუთი გაგრძელდა. ვენუსმა ოთხი ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, თანაც ყველა პირველ სეტში.

დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იყო როლან გაროსის შარშანდელი ჩემპიონის ფრანჩესკა სკიავონესა და ავსტრალიელი ელენა დოკიჩის დუელი. ამ უკანასკნელს 2000 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში აქვს ნათამაშები, თუმცა ლონდონის კორტებზე 2003 წლის შემდეგ არ გაემარჯვა. ნავსი მან ვერც ამჯერად გატეხა, არადა, უიმბლდონს კარგ ფორმაში შეხვდა, რისი დამადასტურებელიცაა გასულ კვირას ჰერტოგენბოშის ტურნირის ფინალში გასვლა.

ბრძოლა ორ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტში სკიავონემ გადამწყვეტი ბრეიკი 4:3-ზე გააკეთა, თუმცა დოკიჩმა ნაადრევად დანებება არ ისურვა და მომდევნო გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა ფრანჩესკამ ოთხივე მოიგერია და მაინც შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

აღსანიშნავია, რომ სკიავონეს აქამდე სამიდან სამი მატჩი ჰქონდა წაგებული დოკიჩთან.

არც ისე დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა შარშანდელ ფინალისტს ვერა ზვონარევას. მეორე ნომრად განთესილმა რუსმა ერთი სეტი დათმო მსოფლიოს 115-ე ნომერ ალისონ რისკესთან. 20 წლის ამერიკელი მესამე პარტიაშიც კარგა ხანი ებრძოდა ფავორიტს, მაგრამ 3:4-ზე საკუთარი მოწოდება დათმო, შემდეგ კი ზვონარევამ მატჩზე "მშრალი" ანგარიშით ჩააწოდა.

ასევე სეტი წააგო კიდევ ერთმა რუსმა ფავორიტმა სვეტლანა კუზნეცოვამ, არადა, მასაც არ ჰყოლია ერთი შეხედვით რთული მეტოქე. მსოფლიოს 83-ე ჩოგანმა შუაი ჟანგმა პარტიებში ანგარიში წაიყვანა, მაგრამ მომდევნო ორ სეტში კუზნეცოვამ ორჯერ წაიყვანა ანგარიში - 3:0 და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

კაცები

I წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:4, 6:2, 6:2; რაიან სვიტინგი (აშშ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 3:6, 4:6, 6:1, 7:6(1), 6:1; ჟილ მიულერი (ლუქ)-ტომი ჰაასი (გერ) 7:6(5), 7:6(3), 3:6, 6:3; მილან რაონიჩი (კან, 31)-მარკ ჟიკელი (საფ) 6:3, 7:6(3), 6:3; დუდი სელა (ისრ)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 6:4, 6:1, 6:4; მარდი ფიში (აშშ, 10)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 7:6(3), 7:6(5), 6:4; დენის ისტომინი (უზბ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 4:6, 6:3, 6:3, 6:3; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-დონალდ იანგი (აშშ) 7:5, 4:6, 6:3, 6:1; ჟულიან ბენეტო (საფ)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:4, 6:2, 3:6, 4:6, 6:1; ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:2, 6:2, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 4:6, 6:3, 6:0, 6:0; რიშარ გასკე (საფ, 17)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:5, 6:3, 7:6; იგორ კუნიცინი (რუს)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:3, 6:4, 6:2; სიმონე ბოლელი (იტა)-მარტინ ფიშერი (ავსტრია) 7:5, 6:4, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:3, 6:4, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 9)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:4, 7:6, 6:3; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:4, 3:6, 7:6, 6:4; რაინერ შუტლერი (გერ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30) 7:6, 6:4, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:4, 7:5, 6:3.

ქალები

I წრე

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:4, 1:6, 6:3; კრსიტინა მაკჰეილი (აშშ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 28) 2:6, 6:1, 8:6; ქსენია პერვაკი (რუს)-შაარ პეერი (ისრ, 22) 5:7, 6:4, 6:4; პოლინ პარმენტიე (საფ)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:1, 6:3; სარა ერანი (იტა)-კაია კანეპი (იტა, 17) 6:1, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 19)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 7:5, 6:3; ანა ტატიშვილი (საქ)-ანასტასია პივოვაროვა (რუს) 3:6, 6:2, 6:3; ალექსანდრა დულგერუ (რუმ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:2, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12)-შუაი პენგი (ჩინ) 3:6, 6:3, 6:4; მონაკა ნიკულესკუ (რუმ)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 6:1, 6:1; კიმიკო დატე (იაპ)-კეტი ო'ბრაიენი (ბრიტ) 6:0, 7:5; ვენუს უილიამსი (აშშ, 23)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:3, 6:1; ელენა ვესნინა (რუს)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:4, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ელისონ რისკე (აშშ) 6:0, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა