21 ქართველმა ჩოგბურთელმა "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება რუს ანასტასია პივოვაროვასთან იზეიმა
ამ ერთი მოგებით 21 წლის ანა ტატიშვილმა (118) იმდენ რამეს მიაღწია, რომ ჯერ მათ ჩამოვთვლით: დავიწყოთ იმით, რომ ეს მისი კარიერის პირველი გამარჯვებაა "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში. ანამ ეს მეორე ცდაზე მოახერხა, პირველად მან მაისში, საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშა ამ დონის ტურნირის ძირითად ბადეში, სადაც ფრანგ ფავორიტ მარიონ ბარტოლის ერთი სეტი მოუგო, თუმცა შემდეგ დამარცხდა.

5-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველად გაიმარჯვა "დიდი სლემის" ტურნირში. ბოლოს ეს ირაკლი ლაბაძემ 2006 წლის უიმბლდონზე მოახერხა, როცა მერვედფინალამდე მივიდა და მხოლოდ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ქალ ჩოგბურთელთა შორის კი ქართველებს "დიდი სლემის" ტურნირებში 17 წელიწადი არ მოეგოთ! ბოლოს ლეილა მესხმა 1994 წლის ამერიკის ღია პირველობაზე გააღწია მერვედფინალში, სადაც იაპონელ კომიკო დატესთან (რომელიც, სხვათა შორის, ახლაც აქტიური ჩოგბურთელია, თანაც წარმატებული) ბრძოლაში გამოეთიშა.

ამ ერთი გამარჯვებით ანამ 100 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და 23 ათასი დოლარი ჰონორარის სახით. არასოდეს ტატიშვილს ერთი თამაშით არ მოუხვეჭია ამხელა მონაგარი.

ჩვენი თანამემამულე უიმბლდონის რიგით 125-ე გათამაშების პირველ წრეში თანატოლ რუს ანასტასია პივოვაროვას ხვდებოდა (114). მეტოქე რეიტინგში ოდნავ წინაა, ოდნავ მეტი გამოცდილებაც აქვს, ახალგაზრდულ ასპარეზზეც მეტად გამოირჩეოდა (მე-2 ჩოგანი იყო). ამიტომაც შეხვედრის ფავორიტი პივოვაროვა იყო და არა ტატიშვილი. თამაში უიმბლდონის ნომერ მე-9 კორტზე გაიმართა, ბუნებრივია, ტელეტრანსლაცია ამ კორტზე არ წარმოებს. პივოვაროვა და ტატიშვილი ადგილობრივი დროით, 12 საათზე გავიდნენ სათამაშოდ.

დასაწყისი ტატიშვილის იყო - პირველი 4 გეიმიდან ჩვენებურმა 3 მოიგო, თუმცა მერე და მერე პივოვაროვას უპირატესობა აშკარა გახდა. ტატიშვილს კი არაფერი გამოსდიოდა - 3:1-ის შემდეგ ანამ I სეტი 3:6 დათმო. მეორე სეტიდან მოყოლებული ქართველი უკეთ თამაშობდა და მან დამსახურებულადაც გაიმარჯვა - 3:6, 6:2, 6:3. ბოლო, გადამწყვეტ სეტში ანამ 1:1-ის შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, თუმცა მთლად უპრობლემოდ არც ამ სეტს ჩაუვლია - თავის მოწოდებაზე რუსმა იმარჯვა და ჩვენებურის მოწოდებასაც "ჩაეჭიდა", თუმცა ყველაზე გადამწყვეტ გათამაშებაში ანას ნერვებმა არ უღალატა და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

პირველი სეტი 39 წუთში დასრულდა, მეორე - 34-ში, ხოლო მესამე - 42-ში. ჯამში თამაშს თითქმის ორი საათი დასჭირდა (სუფთა დროს ვგულისხმობთ). თამაშის სტატისტიკას ჩავუღრმავდეთ: ანა უფრო აკურატულად აწვდიდა პირველ მოწოდებას (77% პივოვაროვას 75-ის წინააღმდეგ), რუსმა 4 ეისი ჩააგდო, ქართველმა მხოლოდ - 1, ტატიშვილი 4-ჯერ შეცდა ორმაგად, პივოვაროვა - 3-ჯერ. ჩვენებურმა პირველი მოწოდებით 72-დან 51 მოიგო (72%), მისმა მეტოქემ - 74-დან 44 (59%). გამარჯვებულმა 15-დან 5 ბრეიქპოინტი გამოიყენა, წაგებულმა - 10-დან 3. ტატიშვილი ბადესთან 14-ჯერ გავიდა (11-ჯერ წარმატებულად), პივოვაროვა 9-ჯერ (5).

მეორე წრეში ტატიშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-19 ჩოგანი იანინა ვიკმაიერია. ბელგიელმა, რომელიც უიმბლდონზე მე-19 ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში ორ სეტში მოუგო ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს (82) - 7:5, 6:3. ვიკმაიერიც 21 წლისაა, თუმცა გაცილებით ბევრისთვის მიუღწევია მსოფლიო ჩოგბურთში. 2009 წელს ის ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, უიმბლდონზე მისი საუკეთესო მიღწევა მესამე წრეა (შარშანდელი შედეგი). ამიტომ ბელგიელს ჰაერივით სჭირდება ქართველის დამარცხება, რომ შარშანდელი ქულები შეინარჩუნოს. ამ მატჩის გამარჯვებული 160 სარეიტინგო ქულას მიიღებს და 40 ათასი დოლარით გამდიდრდება.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - 2008 წელს ვიკმაიერმა ჩვენებურს ინდიან ბიჩის (აშშ) ტურნირის ნახევარფინალში შანსი არ დაუტოვა, 6:2, 6:0 მოუგო. წლეულს, აპრილში კი ანა ჩარლსტონში (აშშ) ტოლ-სწორად ეომა ბელგიელს, მაგრამ მაინც დამარცხდა - 4:6, 5:7.

აქვე გთავაზობთ გუშინ გამოქვეყნებულ ქართველ ჩოგბურთელთა რეიტინგებს: 118 (+2) ანა ტატიშვილი - 579 ქულა; 193 (+1) ოქსანა კალაშნიკოვა - 300; 237 (-16) მაკა ჩახნაშვილი - 229; 292 (+7) სოფიო შაფათავა - 178; 331 (-5) თათია მიქაძე - 139; 406 (-12) სოფიო ქვაცაბაია - 97; 552 (-9) ეკა გორგოძე - 55; 1148 (-23) მანანა შაფაქიძე - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტო: მიხეილ ქორქია ლონდონიდან (საგანგებოდ "ლელოსთვის")

javaxa
ვა ძან მიხარია ამის წარმატებები ხოლმე ძან კაი ახალგაზრდაა წარმატებებს ვუსურვებ და ბევრჯერ გაეხარებინოს თავისი წარმატებით ჩვენი გულები
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა