1967 წლის 25 მაისს, ლისაბონში ევროპის თასის რიგით მე-12 ფინალი გაიმართა, ერთმანეთის პირისპირ კი "ინტერი" და "სელტიკი" წარდგნენ. მილანურმა კლუბმა, რომელსაც ეს ტიტული 1965 წელს უკვე მოპოვებული ჰქონდა, ფინალისკენ გზა საკმაოდ რთულად დაიწყო. მათ მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხება მოახერხეს. ლეგენდარული ელენიო ერერას გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:0 იმარჯვა (ვალერი ვორონინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა), განმეორებითი შეხვედრა კი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ნულოვანი ფრით დასრულდა. ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო სახალისო გახდა, "ინტერმა" უნგრული "ვაშაში" და მადრიდის "რეალი" დაამარცხა, ნახევარფინალში კი სოფიის ცსკა-ს დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში მილანელებმა იმარჯვეს და ფინალისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

რა შეიძლება ითქვას შოტლანდიელებზე? "სელტიკმა" "ციურიხს", "ნანტს" და პრაღის "დუკლას" სძლია, ბოლო წუთზე კი იუგოსლავიურ "ვოივოდინას" გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა ჯოკ სტეინის გუნდმა ("სელტიკი") მთლად სახარბიელოდ ვერ დაიწყო. მატჩის დებიუტშივე, მე-7 წუთზე, გუნდის მცველმა ჯიმ კრაიგმა რენატო კაპელინი საჯარიმოში წააქცია, მისმა თანაგუნდელმა სანდრო მაძოლომ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ამაზე ცუდ სათამაშო სცენარს შოტლანდიელები ვერც წარმოიდგენდნენ. "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ერერამ შესანიშნავი დაცვითი სისტემა შეიმუშავა, ამის შედეგად კი მათ საჯარიმოში წარმატებული თამაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ. ამრიგად, შოტლანდიელებს უწევდათ დიდი ძალისხმევის გაწევა, რათა "ნერაძურის" კარი აეღოთ.

პირველ ნახევარში სკოტებმა ვერაფერი მოახერხეს, მეორე ტაიმში კი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მათ მეტოქის გატეხვა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 90 წუთის განმავლობაში "სელტიკის" ფეხბურთელებმა კარისკენ 41-ჯერ დაარტყეს. პირველი ნახევრის იდეალურად ჩატარების შემდეგ იტალიელმა "რკინის მცველებმა" მეტოქის ზეწოლას ფიზიკურად ვერ გაუძლეს და 62-ე წუთზე ტომი გემილის გოლის წყალობით უპირატესობა დაკარგეს.

"დასრულდა, დასრულდა" - განწირული ხმით ყვიროდა შტაინი. დამატებით დრომდე 6 წუთით ადრე სტივ ჩალმერსმა ისტორიული გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

Video

სელტიკსი - ინტერი

ამ გამარჯვებით კი "სელტიკი" პირველი ბრიტანული გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიგო. წარმოიდგინეთ, ახლაც კი ისინი ერთადერთ შოტლანდიურ გუნდად რჩებიან, რომლებმაც მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიგეს.

3 წლის შემდეგ "სელტიკმა" იმავე წარმატების გამეორება თითქმის მოახერხა, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში "ფეიენოორდთან" დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაშიც გემილმა თავი კვლავ გამოიჩინა.

რა თქმა უნდა, ეს წარმატება მალევე არ მოსულა. სწორედ ამ ფეხბურთელებმა მიიღეს ზედმეტსახელი "ლისაბონის ლომები", ისტორიული შეხვედრის შემდეგ კი დღეს ეს ფოტო გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" ევროპაში ჰეგემონიას 43 წლის შემდეგ მიაღწია და ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ და ვისი მეთაურობით.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ვარანგი
ევროპის თასი არ ჰქვია მაგ თასს! - ევროპის ჩემპიონთა თასი ჰქვია! (ერქვა). დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
დოკ რივერსი: არჩევანს არ ვნანობ
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
მშვიდობით, აღმოსავლეთო... დაუფასებელი ამსტერდამელები... გუნდები, რომლებიც ახალ სუპერლიგაში ვერ მოხვდნენ
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა