"მეტალურგი" ერევნულ გუნდთან ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, შესაძლოა, რუსთაველები მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ
ბანანცი (ერევანი)

დაარსდა 1992 წელს

სტადიონი: ბანანცი (6 ათასი მაყურებელი)

პრეზიდენტი: სარგის ისრაელიანი

მთავარი მწვრთნელი: სტევიცა კუზმანოვსკი (მაკედონია)

ტიტულები: სომხეთის თასის ორგზის მფლობელი (1992, 2007)

"ბანანცმა" სომხეთის წინა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ამჟამად კი იქაურ პრემიერლიგაში 13 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა. რუსთავის "მეტალურგი" ერევნულ გუნდთან დაპირისპირებაში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა შესაძლოა, ქვემოქართლური კლუბი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდეს.

ქართველ გულშემატკივრებს "ბანანცთან" არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ. 2005 წელს თბილისის "ლოკომოტივმა" მას ერევანში 3:2 სძლია, თუმცა "მოახერხა", შინ 0:2 წააგო და უეფას თასს სამარცხვინოდ გამოეთიშა.

"ბანანცზე" ერთი წლის შემდეგ ჯავრი ასევე დედაქალაქურმა "ამერმა" იყარა. მოვლენები ამ მატჩებშიც დრამატულად განვითარდა. "ამერი" თბილისში 0:1 დამარცხდა, სომხეთშიც 0:1-ს აგებდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და რატი წინამძღვრიშვილისა და დენის დობროვოლსკის გოლებით ერევნის "რესპუბლიკურზე" მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა - 2:1.

მაშინდელი "ბანანციდან" დღევანდელ გუნდში, ფაქტობრივად, აღარავინ შემორჩა. სამაგიეროდ, კვლავ კლუბშია მისი დამაარსებელი და პრეზიდენტი სარგის ისრაელიანი, რომელმაც "ბანანცს" მშობლიური სოფლის სახელი უწოდა.

გუნდის ლიდერია ბრაზილიელი თავდამსხმელი ბრუნო სესარ კორეა, რომელმაც ჩემპიონატის 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. დაცვის ბურჯია ერთ დროს დონეცკის "მეტალურგში" ნათამაშები არარატ არაქელიანი, ნახევარდაცვაში კი სხვებთან შედარებით ცნობილი ვეტერანი არტურ ვოსკანიანია, რომელსაც რუსულ "ურალანსა" და კვიპროსის "ეთნიკოსში" უთამაშია, სომხეთის ეროვნულ ნაკრებში კი 51 შეხვედრა ჩაუტარებია. "ბანანცს" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგანაც ძირითადში სისტემატურად მხოლოდ კორეას თანამემამულე ნახევარმცველი ბეტო ხვდება.

ევროტურნირებზე "ბანანცს" 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 3 მოიგო (აქედან ორი - ქართველებთან), 2 ფრედ დაასრულა და 13 წააგო. კლუბს საევროთასო ეტაპი ერთადერთხელ გადაულახავს და ისიც - ჩვენს "ლოკომოტივთან". შარშან ერევნელები ფამაგუსტის "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ 0:1, ხოლო სტუმრად 0:3 დამარცხდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

state
უბანანცოდ არ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა.. რა ბანანცი მაგის დედა ვატირე ბანანცი თუ მოგვიგებს დაანებეთ ფეხბურთს თავი ...
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა