"ჩემპიონატი" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილს აქვეყნებს და გუნდიდან მის წასვლას გარდაუვლად მიიჩნევს.

გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს კონფლიქტი მოუვიდა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობასთან, რაც ტრანსფერს დააჩქარებს:

"უთანხმოება ძველ პარტნიორებს შორის შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩის შემდეგ მოხდა. ბოლო წუთებზე გამარჯვების ხელიდან გაშვებით "როტორმა" უმაღლესი ლიგა დატოვა. რა შუაშია აქ ხვიჩას აგენტი? სწორედ ჯუღელმა მიიღო პრემიერლიგის დაწყების წინ "როტორის" დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობა. კვარაცხელიაც "რუბინში" მამუკამ მიიყვანა. მისმა "ლოკომოტივიდან" წასვლამ თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია. ზოგიერთი მონაცემით, ჯუღელმა თვისი კლიენტის ყაზანურ გუნდში გადასვლით დაახლოებით 2-3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გავრცელებულ ინფორმაციას ფალსიფიკაცია და სისულელე უწოდა:

"ეს სრული ბოდვაა! მამუკას საიმანოვთან დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ეს სულელური ფალსიფიკაციაა, რომელზეც კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. სხვანაირად ვერც იტყვი. ჩვენ როგორც ხვიჩასთან, ასევე მამუკასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ მსგავს რამეზე რეაგირება ბოდვა იქნებოდა. მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ აგენტი ღირსეულად იქცევა. ეს ყველაფერი მანიპულაციაა".

ხვიჩას წასვლას ირიბად ადასტურებს მისი პოტენციური შემცვლელის შეძენა - დღეს ყაზანურმა კლუბმა შვედური "ნორჩეპინგისა" და მონტენეგროს ნაკრების 22 წლის მარცხენა გარემარბი სეად ხაკშაბანოვიჩი 6 მილიონად შეიძინა. ახლა ყაზანელებს ლეგიონერთა ლიმიტში გადაჭარბება აქვთ და ვინმეს გაყიდვა მოუწევთ. უფრო, ალბათ, სწორედ ხვიჩა წავა - მასში "რუბინს" შეუძლია დიდი თანხა მიიღოს".

Kale
ხო აბა, უვრცელებენ. მოთხოვდა თამაში მომეცითო. ეგ რავა იკადრებდა რამე უღირსობას?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს