ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის, მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. აღნიშნულის შესახებ მათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით ჩვენებას აძლევს.

ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.

"პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული... მივხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო. ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე. ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი. ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი. ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო. რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო", - აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან.

ambebi

გიორგი
შორს წასვლა არ არის აუცილებელი გადაამოწმო ფსიქოლოგის ფორმულირება; ქვევით ჩაყევით ამ სტატიას და ნახეთ უფრო ადრე გამოქვეყვებული სტატიების ფოტოები სადაც ეს ქალი 'მარიაჟობს' თავისი კარგი ცხოვრების აფიშირებით. თუ მარიაჟი 'ფსიქოლოგიური ტრამვის' მდგომარეობაა მაშინ ვერაფერს იტყვი, სწორი ყოფილა ეს 'ფსიქოლოგი. პირადად ჩემთვის ამ ქალის ჰაბიტუსი იმას ამბობს რომ შურისძიებისთვის და ზოგადად მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ცხადია შეიძლება ვცდებოდე კიდეც მაგრამ ეს ჩემი აზრია. ზოგადად ვამბობ რაც მრავალი შემთვევითაა დამოწმებული რომ ახალგაზრდები გამოუცდელობით ხშირად თავისთვის საბედისწერო არჩევანს აკეთებენ და მერე გვიანია თითზე კბენანი.
Natashka
მიყრუებულ სოფლებში რომ იყო რძალ-დედამთილის ურთიერთობა ზუსტად ეგ არის. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ თბილისში ცხოვრება და ბევრი ფული გაუნათლებლობას არ შველის. არა და რეგიონებს დასცინიან ეგეთები... ვაიიიიი
გოჩა
არ ვიცი ვინ მტყუანი ვინ მართალი,მაგრამ ამ ხალხის მიკვირს აპრიორი ის ქალი ყავთ დამნაშავედ გამოყვანილი და კბილებით იცავენ ნიკას.ხალხო კარგი ჩოგბურთელი სულ არ ნიშნავს ,რომ მოძალადე არ ხარ.რამდენიც გინდათ იმდენ შემთხვევა მომხდარა.შორს არ წავალ,გვარს ვეღარ ვიხსენებ მოჭიდავე,მსოფლიო ჩემპიონი და უამრავი ტურნირის გამაჯვებული,გააუპატიურა, მოკლა და დამარხა არასრულწლოვანი.ახლახან ჩემ უბანში მთელი ცხოვრება თითით საჩვენებელი კაცი,ცუდს რო ვერავინ იტყოდა მასზე,ყველა რო ენდობოდა აღმოჩნდა ბავშვებზე მოძალადე და გარყვნილი.ასე რომ დაელოდეთ გამოძიებას და ასე ხელაღებით ნურავისზე ცუდს ნუ ამბობთ.ხო,კიდე ის გამახსენდა ,საქართველოს ნაკრების მჭვრთნელი რომ იყო ავსტრიელი,სახელგანთქმული სპორტსმენი,მერე აზერებს წვრთნიდა მგონი და ისიც ძებნაზე გადაუციად გარყვნილი ქმედების გამო.
ხათუნა
გასაგებია, რომ ნეკას ფული ბოლო ადგილზე არ აქვს დაყენებული და მაქსიმალურად ამოღებას ცდილობს, მაგრამ ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი რომ დედამთილიც და ოჯახიც მთლიანად ნეკას აღიქვამდნენ საშიშროებად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.მთელი ოჯახი ხომ მიბმული იყო ამ ბიჭზე და მათთვის კატასტროფად აღიქმებიოდა ნეკას ოდნავ მაინც გავლენა რომ მოეხდინა ნიკაზე! მშობლებმა ცხადია ყველაფერი ჩადეს ნიკას მომავალში მაგრამ ერთი ოქროს წესი უარყვეს რომ როდესაც შვილი ცოლს ის რთავს ის დედას აღარ ეკუთვნის მხოლოდ მას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკვე ახალი ოჯახის მიმართ და მითუმეტეს შვილის მიმართ. ნიკას მშობლები ისევ ნიკას სახელით სპეკულირებენ მაგაში ეჭვი არ მეპარება. კავკასიური ცარცის წრე მახსენდება ...
შაკო
კაცი ძლივს გაეყარა)))))) ერთი წელი სასამართლო მიდიოდა ეს კი არ ეშვებოდა
123
ხელებს რა საინტერესოდ იყენებს ეს მოწმეა თუ რაღაც
ლიკა
ნეტა ამდენი ჩრუტუნით თუ აღარ დაიღალა ეს ქალი

რადგან ფული აქვს და ცნობილია, ამიტომ ცამდე მართალია?, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარეა დამნაშავე და მარტო ნეკას რატომ განიკითხავთ „ბრძენნო“ და „სამართლიანნო“ ადამიანებო, თქვენ ყველა ანგელოზები ხართ ნიკასავით? ყვლამ თავის ოჯახს და ცოდვებს მიხედოს, თავის ურთიერთობებს მეორე ნახევრებთან და ოჯახის წევრებთან, ასე ჯობია!!!!!!
ucxo
რა გაგვიხურა ამ გოგომ ბოლო ბოლო წადი სამსახური იშოვე და არჩინე შენი თავი დარწმუნებული ვარ ბავშვ არ მიაკლებს მამა არაფერს
დორო
დედამთილსაც გადასწვდა!!!! აბა ბაია თქვენ რას გვეტყვით, დედამთილი მაინც ქალია და თქვენ ალბათ მამამთილზე გვეტყვით რამეს?! ისე ყოჩაღ რა ნიკა, ეს რამ მოგაყვანინა ცოლად?!
docki13
ინგლისის დედოფალი ვარ
იური
როლან გაროსი მოახლოვდა და გააქტიურდა ნეკა :) ბაია პატარაიას პოსტებსაც ველი :)
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"თუ რაიმე დასჭირდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე?
"ნელი ჩემთვის როგორც შვილი, ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე
"ამის შემდეგ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - ბასილაშვილის ადვოკატი ამტიცებს, რომ ნეკამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
"მეოცნებე ბიჭი და გოგო შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი" - ნეკა დოროყაშვილი
"ბავშვზე იძალადეს! ხუთი წლის ბავშვი აიძულეს, რომ..." - ბასილაშვილის მამა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
"ჩვენ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ყველა იტყუება სასამართლოში" - "ბასილას" მეგობარი გოგონა