ისრაელის "მაქაბის" თავკაც დევიდ ბლატს ბერძნული "პანათინაიკოსისგან" 22 წლის ქართველი ცენტრის კონტრაქტის გამოსყიდვა სურს
გიორგი შერმადინი თელ-ავივის "მაქაბის" სურს... შერმადინი თბილისის "მაქაბიში" ჩამოყალიბდა კალათბურთელად, 2008 წელს ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. საწყისი ორი სეზონის შემდეგ იგი მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა სლოვენიის "ოლიმპიაში" გაანათხოვრა.

ამ გუნდთან ერთად ქართველმა ცენტრმა ევროლიგაზე წარმატებით ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები საქვეყნოდ გამოამზეურა. ტოპ-16-ში "ოლიმპიას" მეტოქე ისრაელის "მაქაბი" იყო. რადგან მაქაბელთა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა სწორად შერჩეული ტაქტიკით "ოლიმპია" წელში გაწყვიტა, მხოლოდ გიორგი ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაქაბელებთან გამკლავებას.

ჰოდა, 216 სმ სიმაღლისა და 22 წლის ქართველი ცენტრის გარჯა სათანადოდ დააფასა "მაქაბის" მწვრთნელმა დევიდ ბლატმა და სეზონის დასრულების შემდეგ "პანათინაიკოსს" (რომელთანაც გიორგი კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წლითაა დაკავშირებული) მიადგა - იქნებ, ეგ ბიჭი დაგვითმოთო. ბერძნული გამოცემები წერენ, რომ "მაქაბი" მზადაა შერმადინის კონტრაქტი გამოისყიდოს, თუმცა არავინ არაფერს ამბობს "პანათინაიკოსის" პოზიციაზე. როგორც ჩანს, ბერძნები პასუხის გაცემას არ ჩქარობენ.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მთავარი მწვრთნელის ჟელკო ობრადოვიჩის გადაწყვეტილებაზე - თუ შერმადინი მის გეგმებში ჯდება, შეიძლება "მაქაბის" არც დაუთმოს, თუ არა - ებრაელები პირდაპირ ამბობენ: ქართველი ცენტრი სოფოკლის შორციანიტისის შემცვლელად გვჭირდებაო. ბლატმა თუ შერმადინი დაიმატა წინა ხაზში ვარირების საშუალებაც მიეცემა - თუ ფარქვეშ სიმძიმე დასჭირდა, შორციანიტისს ათამაშებს, თუ სისწრაფე - გაცილებით მოქნილ გიორგის დააყენებს შემადგენლობაში.

ასეა თუ ისე, ქართველი მეფარის ბედი 23 ივნისამდე ნამდვილად არ გადაწყდება. ამ დღეს NBA-ს დრაფტია, რომელშიც გიორგიც მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა