2011 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე წელიწადზე მეტი დარჩა, მაგრამ ვნებათა ღელვა უკვე კარგა ხნის დაწყებულია. აგერ, "ბოკეს" თავკაცი მის ამჟამინდელ უთავობას სწორედ ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმს უკავშირებს...

2011 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე წელიწადზე მეტი დარჩა, მაგრამ ვნებათა ღელვა უკვე კარგა ხნის დაწყებულია. აგერ, "ბოკეს" თავკაცი მის ამჟამინდელ უთავობას სწორედ ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმს უკავშირებს. "ოლ ბლექსი" მასპინძელია და ამიტომ ყველაზე რეალურ ფავორიტად მიიჩნევა. ამ თემასთან დაკავშირებით ინგლისელმა ჟურნალისტმა ჰიუ გუდვინმა სარაგბო პორტალზე საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად "კივების" კაპიტან რიჩი მაკქოუს ეხება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ წერილიდან.

" ინგლისელო ვაი-პატრიოტებო, ძალიან გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით. განსაკუთრებით ისინი, ვინც ახალ ზელანდიაში შავი ჭირის გავრცელებაზე ოცნებობთ, იმიტომ რომ "პომებმა" მსოფლიო თასი მოიგონ. მე კი იმედი მაქვს, რომ ვებ ელისის თასს მასპინძლები მოიგებენ - მათ ხომ რიჩი მაკქოუ ჰყავთ.

მაკქოუ ყველაზე დიდი მორაგბეა, რომელიც მე მინახავს. არსებობს საკმაოდ რეალური საფრთხე იმისა, რომ რიჩი კარიერას ისე დაასრულებს, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდება და ისტორიაშიც ნაკლებად შთამბეჭდავ სახელს დატოვებს.

მისი სიდიადე მარტო ჩემი ახირება არ გახლავთ. ახლახან ჯონ გრიფიტსმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ მაკქოუს კაპიტნობით "კივებს" ტესტების 88 პროცენტი აქვთ მოგებული. ფანტასტიკური მიღწევაა იმის მიუხედავად, რომ ლაპარაკია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე.

ვერაფრით ვივიწყებ 2007 წლის მსოფლიო თასს. მაკქოუსთვის ის კარდიფში, მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან წაგებით დამთავრდა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაბნეული თვალები პრესკონფერენციაზე, აღელევებული ხელს მალიმალ თავზე ისვამდა, მერე თვალებზე აიფარა, თუმცა ცრემლის შეკავება მაინც შეძლო. ის სასტიკად გალახული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მინდა გავიხსენო 2003 წლის მსოფლიო თასიც. იქ იგრძნობოდა, რომ ინგლისელთა კაპიტნის მარტინ ჯონსონის ტრიუმფი გარდაუვალი იყო. თითქოს სპორტული დიდების მატიანეში მისთვის ადგილი დაბევებული იყო. შეძლებს მაკქოუ ჯონსონის ბედის გაზიარებას?

უბრალოდ, დამთხვევა იყო, მაგრამ მგონი,ა ერთადერთი ინგლისელი რეპორტიორი ვარ, ვისაც მაკქოუსა და მისი მეგობრის, "კივების" მგეზავ დენ კარტერის სადებიუტო მატჩის ხილვის ბედნიერება ხვდა წილად. მაკქოუ პირველად ახალი ზელანდიის ნაკრებში 2001 წელს გამოჩნდა დუბლინში, ირლანდიასთან მატჩში. ის მაშინ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კარტერმა კი პირველად ორი წლის მერე ჰემილთონში ითამაშა უელსელებთან. კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, იმ მატჩში კარტერიც საუკეთესოდ აღიარეს.

მაშინ 21 წლის მგეზავს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის უკვე ჩამოყალიბებული, სერიოზული პიროვნება იყო, რომელსაც დიდი მომავალი ელოდა და ამას ნათლად აცნობიერებდა. ასეთივე იყო კარიერის დასაწყისში მაკქოუც.

არიან ადამიანები, რომლებიც ვერაფრით ჰგუობენ მსოფლიო რაგბიზე ახალზელანდიური რაგბის გავლენას. ამ ჯუჯღუნა ანტიკივებმა უდიდესი ზეიმი მოიწყვეს, როცა კარდიფში "ოლ ბლექსი" "ჩაახრჩეს". მათ ეშინოდათ ახალი ზელანდიის ექვსწლიანი ბატონობისა. 2005 წლიდან დაწყებული, როცა მათ "ბრიტანელ ლომებს" შავი დღე აყარეს, დღემდე. მაგრამ კარდიფში ეს ბატონობა შეწყვიტეს.

დიახ, შესაძლოა, ახალზელანდიელები დაადანაშაულო იმაში, რომ, როცა იგებენ მედიდურები ხდებიან. მაგრამ უბრალო ადამიანს დანიდინში ან ვაიკატოში აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებები ოვალური ბურთით თამაშის რაობაზე და თავისუფლად შეუძლია, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ილაპარაკოს ისე, რომ ბევრ ევროპელ სპეციალისტსაც შეშურდება. რაგბი მათი თამაშია.

მედიდურობა მაკქოუს თვისება არ არის. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. მანახეთ კიდევ ერთი მესამეხაზელი, რომელიც ასე სუფთად, წესების დაურღვევლად იბრძვის რაკსა და მოლში. შესაძლოა,ვინმემ თქვას, რომ რიჩი სუსტია დერეფანში თამაშისას. კი ბატონო, ეს ნაკლია, მაგრამ მაქკოუ ამის კომპენსაციას შეუპოვარი, თავდადებული და რაც მთავარია, უნარიანი თამაშით ახერხებს.

ვის შეუძლია შეაჩეროს "შავი მზის" ნათება რაგბის პლანეტის თავზე? ინგლისს? რატომაც არა. ნუ ხითხითებთ! გაიხსენეთ, ვინ ითამაშა 2007 წლის ფინალში, "კივებმა" თუ "პომებმა". ადვილი შესაძლებელია ეს გუნდები ჯერ კიდევ მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინგლისელთა გარდა პირველობაზე პრეტენზია აქვთ სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საფრანგეთსაც, რომელიც მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში "ოლ ბლექსისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქეა.

ერთი სიტყვით, ამ გუნდებთან წარმატებული თამაში რიჩი მაკქოუს მარიფათზე ჰკიდია, მისი რეპუტაცია კი მუდამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გაართმევს თავს ამ მართლაც ურთულეს მისიას."

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა