როგორც მოსალოდნელი იყო "მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო - მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" ფინალურ სერიაში 4:1 სძლია
როგორც მოსალოდნელი იყო "მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო - "კანტუს" ფინალურ სერიაში 4:1 სძლია. მართალია, ანგარიში 4:1 ერთი შეხედვით დიდ უპირატესობაზე მიუთითებს, მაგრამ რეალურად კანტუელებმა ფავორიტებს ყველა მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს: ბოლო შეხვედრა 2 ქულის სხვაობით დათმეს (61:63), ბოლოსწინა - ოთხი ქულის სხვაობით (65:69), იმის წინ კი 80:71 გაიმარჯვეს...

მანუჩარ მარკოიშვილი ფინალურ სერიას სათანადო კონდიციებში შეხვდა და საკვანძო ეპიზოდებში ლიდერის ფუნქციებსაც კისრულობდა. ასე იყო სიენაში გამართულ სერიის მეხუთე შეხვედრაშიც: საფინალო სირენამდე 10 წამი რჩებოდა, როცა მანუჩარმა ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა. იმ დროისთვის "მონტეპასკი" სამი ქულის სხვაობით იგებდა. ამიტომ აუციელბელი იყო პირველი ჯარიმის ჩაგდება, მეორის აცილება, ოღონდ ბურთი კანტუელებს უნდა მოეხსნათ. მანუმ ყველაფერი გეგმიურად შეასრულა: პირველი ტყორცნა გამოიყენა, მეორე ააცილა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაეუფლა. იგი მარცხენა ფლანგზე გავიდა, აიწია, ისროლა, მაგრამ ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია და ამით დასრულდა იტალიის ჩემპიონატი.

მარკოიშვილმა გამოცემა "ბასკეტნეტისგან" 6.5-ბალიანი შეფასება მიიღო: "იგი მხოლოდ გადამწყვეტ მომენტებში ისროდა, "კანტუს" ზონური დაცვის მთავარი ფიგურა იყო". ასე და ამგვარად, მანუმ მეხუთე ფინალში 21 წუთში 7 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

კანტუელთა ბომბარდირობა ვლადიმირ მიკოვმა (17 ქულა) და მაიკ გრინმა (13) ითავეს. მასპინძლებს კი მალიკ ჰაირსტონი გაუძღვა - 13 ქულა.

მარკოიშვილი მიმდინარე სეზონში გამართულ 22 მატჩში საშუალოდ 20.4 წუთში 10.8 ქულას, 2 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა