ქვეყნის ჩემპიონმა "იბერია სტარმა" უეფას ფუტსალის თასის ძირითადი ეტაპის მასპინძლობის უფლება ითხოვა
საქართველომ, კერძოდ, ქვეყნის ჩემპიონმა "იბერია სტარმა" მაისის ბოლოს უეფაში განაცხადი შეიტანა და უეფას ფუტსალის თასის (ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა) ძირითადი ეტაპის მასპინძლობის უფლება ითხოვა.

დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მთავარი უეფას პასუხია - საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ 23 ივნისს თბილისში უეფას ინსპექტორი, ფუტსალის შეჯიბრებათა მენეჯერი ლორან მორელი ჩამოდის, ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნობა და თბილისისთვის მასპინძლობის უფლების მიცემა მასზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ჩვენი ფუტსალელები ამბობენ, მასპინძლობის უფლების მოპოვებას ამ კაცის ერთი "ჰო" გვაშორებს.

უეფას წარმომადგენელი ჩამოსვლის დღესვე ესტუმრება თბილისის სპორტის სასახლეს, მეორე დღეს დაათვალიერებს სასტუმროებს ("ჰოლიდეი ინი" - გუნდებისთვის, "რედისონი" - მსაჯებისა და დელეგატებისთვის). ამის შემდეგ რჩევა-რეკომენდაციებს მოგვცემს და შვეიცარიაში დაბრუნდება. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა ორი კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

6 ივლისს უეფას შტაბბინაში ფუტსალის თასის წილისყრა მოეწყობა. თავდაპირველად კენჭს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს უყრიან. "იბერია სტარი", როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, საკვალიფიკაციო ეტაპიდან განთავისუფლებულია და შეჯიბრებაში ძირითადი ეტაპიდან, ანუ სექტემბერში ჩაებმება. სწორედ ძირითადი ეტაპის ჯგუფის მასპინძლობაზე აქვს "იბერია სტარს" შეტანილი განაცხადი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოფიციალურად მასპინძლად არა კლუბი, არამედ ფეხბურთის ფედერაცია ითვლება.

ლორან მორელის ვიზიტის შესახებ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ გვამცნო: "ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენი სპორტის სასახლე ამ ტიპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა ევროპაში. უეფას სხვა, დამატებითი კრიტერიუმებიც აქვს და ყველანაირად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ლიგის მასპინძლობის მსურველებს უყენებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "იბერია სტარს" საკმაო ავტორიტეტი აქვს ევროპულ ფუტსალში და ამასთანავე ის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ლიგის უკლებლივ ყველა გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარ დეტალებსაც დიდი ყურადღება ექცევა."

ძირითად ეტაპზე "იბერია" 4-გუნდიან ჯგუფში ითამაშებს, ელიტ-რაუნდში კი ორი საუკეთესო გავა. როგორც დარჯანიამ თქვა, საკმაოდ კარგი მდგომარეობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მხრივ გვაქვს. დამატებით კრიტერიუმებშიც, დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, საქმე დამაიმედებლად არის. ფაქტობრივად, გვრჩება ამ კაცის პირადი კეთილგანწყობის მოპოვება. ამაზე ჩვენი ფუტსალელები უკვე მუშაობენ და იმედს ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის ეფექტზეც ამყარებენ.

ცხადია, ფუტსალის პრესტიჟული ტურნირის სამასპინძლოდ თუნდაც ინფრასტრუქტურა, თბილი დახვედრა, ხაჭაპური და ხინკალი ვერ გვიშველის: ლორან მორელმა უნდა დაინახოს, რომ მისი ჩამოსვლა სპორტულმა საქართველომ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიქვა.

საამისოდ ფუტსალელებმა მისი ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრა შეათანხმეს. სპორტის მინისტრი რომ შეხვდება და ხელს ჩამოართმევს, ნებისმიერი სტუმარი ამას პატივად ჩათვლის და თვლის, რომ ვიზიტი უყურადღებოდ არ დარჩენილა. ფუტსალელები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ სწორედ ასეთი პატარ-პატარა დეტალები იქნება გადამწყვეტი უეფაში არჩევანის გაკეთებისას.

სურათზე: ლორან მორელი და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბექა კვიციანი მადრიდში, უეფას სემინარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე