საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ორი ფინალისტი გამოვლინდა, რომლებმაც ავტომატურად მოიპოვეს ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურები
საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ორი ფინალისტი გამოვლინდა, რომლებმაც ავტომატურად მოიპოვეს ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურები.

წარმატებას მიაღწიეს ქართველ მორაგებთა გუნდებმა, "პერიგომ" და "ბეზიემ". თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" პლეი ოფის ნახევარფინალში შინ წააგო შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასისთან" - 20:25.

პერიგოელებს პირველი თამაში სტუმრად შვიდი ქულით ჰქონდათ მოგებული (24:17), ამიტომ მეორე დივიზიონის საგზური სწორედ მათ ერგოთ. განმეორებითი შეხვედრა პარიზელებისთვის დრამატული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის ვიქტორ დიდებულიძის სამწყსო მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო და თამაშის ბოლო წუთამდე რვა ქულის სხვაობით იგებდა - 25:17.

მასპინძლებმა ანგარიშის სასურველ სხვაობამდე შემცირება სწორედ უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შესული მგეზავის, ჟერომ ბოსველის საჯარიმოთი შეძლეს და მეორე დივიზიონში აღზევება იზეიმეს.

ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე მარგველაშვილმა შეცვალა, რომელმაც მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო, მის ნავლად თამაშში დადუნაშვილი ჩაერთო, ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა. პარიზელი ქართველებიდან აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა კი მოედანი ცხრა წუთის შემდეგ დატოვა, კობაური და ესაკია განაცხადში არ იყვნენ.

ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "ტიროსთან" - 17:13, თუმცა პირველ შეხვედრაში შინ ასევე ოთხი ქულით ჰქონდათ მოგებული (19:15) და რადგან ორ მატჩში მეტოქეზე ერთი ლელოთი მეტი გაიტანეს, მეორე დივიზიონის საგზური ჩვენებურთა გუნდს ერგო.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ლანგედოკელები 11 ქულით აგებდნენ - 6:17. სწორედ ამ დროს გადამწყვეტი ლელო ბეზიელთაგან ინგილსელმა ცხრა ნომერმა ჯონი ჰოვარდმა გაიტანა, გარდასახვა კი ახალზელანდიელი ენდრიუ მერთენსის ანგარიშზეა - 13:17.

მალაღურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

ნახევარფინალი

პერიგო- მასი 20:25 (24:17), ტიროსი-ბეზიე 17:13 (15:19)

ფინალი

პერიგო-ბეზიე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა