ჯერმუკში, ქართველმა დიდოსტატმა ერთპიროვნული ლიდერი მიხაილ ულიბინი (რუსეთი) დაამარცხა და 4,5 ქულით თავად დაწინაურდა
ჯერმუკში სომეხი მოჭადრაკის კარენ ასრიანის მე-4 საერთაშორისო მემორიალში ხუთი ტური მიილია. გუშინ ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ შავი ფიგურებით ერთპიროვნული ლიდერი მიხაილ ულიბინი (რუსეთი) დაამარცხა და 4,5 ქულით თავად დაწინაურდა.

ჩვენებურის მსგავსად 3,5 ქულა ჰქონდა მასპინძელ აშოტ ნადანიანს, მაგრამ მე-5 ტურში იგი მაქსიმ ტუროვს (რუსეთი) დაუზავდა და მხოლოდ 4 ქულას მოუყარა თავი. სამ-სამქულიანთა პაექრობებში დაზავდნენ: არა მინასიანი (სომხეთი)-სამველ ტერ-სააკიანი (სომხეთი), შოთა აზალაძე-რობერტ ჰოვანესიანი (სომხეთი), დანიილ დუბოვი (რუსეთი)-ჰოუია იდანი (ირანი), რობერტ აღასარიანი (სომხეთი)-დავით მაღალაშვილი. ორი პარტია შედეგიანი გამოდგა: მასპინძელმა ჰრაირ სიმონიანმა თანამემამულე დიდოსტატი ქალბატონი თათევ აბრაჰამიანი დაამარცხა, ტიგრან კოტანჯიანმა კი ჰოვანეს გაბუზიანს (ორივე-სომხეთი) სძლია.

შეჯიბრებაში 6 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის - ორი მანდილოსანი. როგორც გახსოთ, კარგი სტარტი აიღო ნინო ბაციაშვილმა, მეორე ტურში მან ასპარეზობის რეიტინგფავორიტ არმან პაშიკიანსაც კი აჯობა, მაგრამ მომდევნო სამ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა მონაგარს. გუშინ თეთრი ფიგურებით უტიტულო არამ პლუზიანთან (სომხეთი) წააგო, სოფიო გვეტაძე კი დიდოსტატმა ევგენი გლეიზეროვმა (რუსეთი) დაჯაბნა. საკუთარ მონაგარს ქულა შესძინა ბაჩანა მორჩიაშვილმა - სომეხ საერთაშორისო ოსტატ ანა ჰაირაპეტიანს გააჩერებინა საათი.

ხუთი ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარი ასეთია: შანავა-4,5, მაღალაშვილი, აზალაძე-3,5-3,5, მორჩიაშვილი-3, გვეტაძე, ბაციაშვილი-2,5-2,5 ქულა. ლიდერთა ჯგუფში კი შანავას ნახევარ-ნახევარი ქულით კოტანჯიანი, სიმონიანი, ნადანიანი და ულიბინი ჩამორჩებიან.

დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: შანავა-სიმონიანი, კოტანჯიანი-ნადანიანი, ტერ-სააკიანი-ულიბინი... მაღალაშვილი-აზალაძე, მორჩიაშვილი-ბაკუნცი, კოსარინია-ბაციაშვილი, გვეტაძე-ტამაზიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა