გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდსა და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ყველაფერი ფორსმაჟორში მოხდა... "დინამოში" დანიშვნამდე საქართველოში მერაბ ჟორდანია იყო ჩამოსული და საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა.

თუკი ლიცენზიას მიიღებდნენ, მას ჩემი დანიშვნა ჯერ კიდევ "დენ ბოსხში" სურდა. ახლა მერაბი, შესაძლოა, დაინიშნოს ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტად და თუ ასე მოხდებოდა, მაშინ კლუბს მე ჩავიბარებდი.

სამწუხაროდ, ეს ასე მალე ვერ მოხდებოდა, რადგან სხვადასხვა საკითხზეა სამსჯელო და მოსაგვარებელი.

შემდეგ ბატონმა რომან ფიფიამ დამირეკა და "დინამოს" მწვრთნელობა შემომთავაზა. მას ვუთხარი, რომ ნემსაძესთან დალაპარაკების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.

ვესაუბრე ნემსაძეს და მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე დასვენება სურდა, რადგან წნეხს ვერ უძლებდა... შემდეგ ველაპარაკე მერაბ ჟორდანიასაც და მან ამიხსნა, რომ ჯერჯერობით "აუსტრიაში" არაფერი არ იყო გადაწყვეტილი...

"დინამოში" სხვადასხვა პრიორიტეტია... კლუბს ძალიან კარგი აკადემია ჰყავს, საიდანაც კარგი ფეხბურთელები მოდიან...

შემდეგ ეს ფეხბურთელები აუცილებლად უნდა წავიდნენ ევროპაში, თუმცა სწორი გზით და კარგ გუნდებში... ჩვენმა გუნდმა წარმატებას არა მარტო ეროვნულ ჩემპიონატში, არამედ ევროსარბიელზეც უნდა მიაღწიოს.

ფინანსები ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია... მაგალითად, "ყარაბახი", რომელმაც განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროტურნირებზე მოხვდა... ევროპის ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში 5, ხოლო თუ არ ვცდები, ჩემპიონთა ლიგაზე 17 მილიონის გამომუშავება შეგიძლია.

ჩვენი მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და გუნდის გაძლიერებაა... ახლა ვმუშაობთ 3-4 ტრანსფერზე... გვინდა, რომ მოვიყვანოთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ახლა უკლუბოდ არიან...".

კახა ცხადაძემ გადაცემაში საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:

"ყველა საკონტროლო თამაშს თავისი მიზანი აქვს და მე გუშინ დავინახე, რომ ვილი სანიოლს კონკრეტული მიზნები ჰქონდა.

ფსიქოლოგიურად ახალი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან უკვე მე-4 შეხვედრას ატარებდა და ეს გამარჯვება ხელს შეუწყობს.

რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ძალიან დიდი ტრადიციებიც აქვს... დარწმუნებული ვარ, რომ სანიოლმა რუმინეთთან შეხვედრაში არსებული მინუსები დაინახა და მის გამოსწორებაზე იმუშავებს.

მწვრთნელს უახლოესი რეზერვის ნახვა სჭირდება და ასე არის სანიოლიც... მან სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა, რომლებსაც შესაძლოა, მომავალში დაეყრდნოს.

ნაკრებში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და მე ეს ძალიან მომწონს, სანიოლი საქმეს თავს კარგად ართმევს.

ნახეთ, მიქაუტაძე როგორი ცივსისხლიანი ფორვარდია?! - ერთი მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა! ბრწყინვალე შთბაეჭდილება დატოვა შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმაც.

ახლა მგონია, რომ სანიოლი ნიდერლანდებთან უფრო იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, ვისაც ძირითად ბირთვად განიხილავს. ვიცი, რომ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა და ეს საქმეს ძალიან გამოადგება", - თქვა ცხადაძემ.

las
ეს ღუპავს ამ ქვეყანას, მარტო ფულის შოვნა, კორუფცია, ქონების დაგორვება. სხვა არაფერი ადარდებტ. რა უნდატ ამ ცხადაძისგან, ქართველი კაცია რატომ არ უნდა გიხაროდეს მისი წარმატება.
niko
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ეს დფორსმაჟორული რა ჯანდაბაა? ფორსმინორული არ გინდათ?
დავით 67
რაო ფიფიას ბრალი არ არისო? შენ ეტყობა ტკბებოდი როცა დინამო ფარერებთან ნადგურდებოდა. ცხადაძეზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.ნათელი ისაა რომ ჯერ წარმატებისთვის არ მიუღწევია
ჯონდო
ოჰ წამოიმართნენ საფლავებიდან დიადი მწვრთვნელის დამცველები
baleshiki
მიდით ფიფია და ცხადაძე შეკარით კარგი გუნდი რო გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ ცხოვრებაში რამოხდება დახარჯე ფული ფიფია და 17 მილიონი ჯიბეშიგვაქვს 10მილიონი დახარჯე და 17 მინიმუმ ჯიბეში გაქვს მიდი რა მიდიიიი დაგემატებინა ვინმე კარგი 3-4 ფეღბურთელი
kaxa
ცხადაძემ ძალიან დიდი რესურსით, რომელიც მას ქონდა ბაქოს ინტერში,ან კაირათში,ან თუნდაც ორდაბასში ვერნაირ წარმატებას ვერ მიაღწია ევროპაში(თვეში 40 ათას დოლარიანი ლეგიონერები) ! მეეჭვება დინამოში იმ დონის ლეგიონერები მოუყვანოს ფიფიამ, რაც იმ კლუბებში ყავდა და ვერფერს რომ ვერ მიაღწია! მაქსიმუმ ამ კლუბებში გადალახა 1 ან 2 ეტაპი! უბრალოდ გაპიარებული მწვრთნელია და მეტი არაფერი! ჩემი აზრით სოსიაშვილი,კაჭარავა და დევდარიანი გაცილებით უფრო ძლიერი მწვრთნელები არიან!
ჯონდო-ს
სწორედ ცხადაძემ და მისნაირებმა უნდა გააკეთონ კომენტარები და თუ საჭიროა კომპეტენტური შენიშვნებიც გააჟღერონ. აბა გინდ შენ გილაპარაკია და გინდ მძინარე მაჩვს გაუ*უებია თავის ბუნაგში, ერთი ფასი აქვს )))
გ
ცუდი არაფერი არ უთქვამს. შეაქოს რა გინდა.
ჯონდოს
ჯონდი აქ ვართ ჯონდი.მაგრა გეტყობა სადაც სხოვრობ რაცა გტკივა,მაგრამ დამიჯერე დინამოს და ფიფიას ბრალი არ არი და ცხადაძესი ხო საერთოდ. ჯერ ერთი საიდან მოიტანე არ ეკითხებიან სხვა მწვრთნელზეო.არ ეკუთხებუან კი არა ცუდს არ ამობენ კოლეგაზე. ეტყობა მაგრად ბნელა შენთან არა? თავის საქმსაც კარგად აკეთებს და ქვეყნისაც და შენ თუ ვერ ხედავ,შენი ბრალია. ცხადაძე არი ყველაზე წარმატებული,განსწავლული და ძლიერი ქართველი მწვრთნელი!!! ეს არი ფაქტი და შენ რაც გინდა ისა თქვი. ნუ ეხლა ჩვენ ბოდიში,თქვენთვის ის არი ნომერ მწვრთნელი მარჩელო ლიპი რომ გეგონათ და ერთ თვეში რომ დაამტკიცა ,რომ გაგებაში არ იყო მწვრთნელობის
ჯონდოიე-სიმონ
რა თქვა ახლა ამ კაცმა ცუდი რომ გადაიგლიჯე გულზე პერანგი?!
ჯონდო
ამ კაცმა ნაკრების მწვრთნელებს თავი, რომ გაანებოს და საკუთარ საქმეს მიხედოს არ გამოვა? მოქმედი მწვრთნელია თუ კომენტატორი? მსოფლიოს არც ერთი მოქმედი მწვრთნელი თავის კოლეგაზე კომენტარებს არ აკეთებს. დაუწერელია წესია.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება