ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძველი პრობლემები, ახალი ხედვები, მომავლის კონტურები - ნიდერლანდებთან მატჩის გამოხმაურება

ძველი პრობლემები, ახალი ხედვები, მომავლის კონტურები - ნიდერლანდებთან მატჩის გამოხმაურება

ივნისის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში წარმატებით ფრთაშესხმულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტესტები მძიმედ დაასრულა - ნიდერლანდების მთავარმა ნაკრებმა დაგვანახა, რომ ამ დონის მეტოქეებთან თანაბრად და სტაბილურად სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არ ვართ.

ჩავარდნილი ექსპერიმენტი

როცა მატჩებამდე ვილი სანიოლს სამი ცენტრალური მცველით შესაძლო თამაშზე ჰკითხეს, მან ეს, ფაქტობრივად, გამორიცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ოფიციალურ დაპირისპირებამდე ბოლო იყო, ამ ტაქტიკის მოსინჯვით ცუდი არაფერი მომხდარა. აქამდეც დავრწმუნებულვართ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს იდეალური განლაგება არაა და ამაში ფრანგი სპეციალისტიც დაგვეთანხმებოდა.

ხუთი მცველის მიუხედავად, დაცვის ცენტრალურ ზონაში მაინც იყო პრობლემები, ხოლო ფლანგებზე მოთამაშეები სათანადოდ ვერ ახერხებდნენ ამ ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი პლუსის გამოყენებას - შეტევებში აქტიურად ჩართვას.

ჩვენი რეაქცია პრესინგზე

"ჯვაროსნებს" სერიოზული მეტოქე ჰყავდა, რომლებმაც თითქმის მთელი თამაში შეძლეს, მკაცრი პრესინგის ქვეშ ვყოლოდით, არ მოეცათ ამოსუნთქვის საშუალება და ამავდროულად, საპასუხო შეტევა შემოეთავაზებინათ.

სანიოლის შეგირდებმა სცადეს ზღუდეების გარღვევა და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. გუნდი დაცვაში არ მდგარა, რამდენიმე კომბინაციაც გაათამაშეს, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ჩვენი ენერგია იკლებდა, მეტოქეს კი სათადარიგოთა სკამზეც სერიოზული რესურსი გააჩნდა.

ისევ კიტეიშვილის ფაქტორზე

საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლდა. ამან კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა. პირველი ტაიმის შუაში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა, ბურთი გააკონტროლა და სახიფათო მომენტიც შექმნა - ამ დროს "შტურმის" ნახევარმცველი შეუდარებელი იყო, თუნდაც ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონელი" ფრენკ დე იონგია.

მეორე ტაიმში კიტეიშვილს მოედანზე ვეღარ ვამჩნევდით, მისი ნეიტრალიზება მოახერხეს. რატომღაც, მოედანზე აღარც საბა ლობჟანიძე იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბურთი რამდენჯერმე დაკარგა და კარგი საგოლე შანსი გაანიავა, შეტევის გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ ვარიანტს ქმნიდა.

როცა მომენტი იშვიათად იქმნება...

ნიდერლანდების დონის ნაკრებთან ბევრ საგოლე შანსს ნამდვილად ვერ შექმნი. ამიტომ წარმატების მთავარი ფაქტორი მომენტების მაქიმალურ რეალიზებაშია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. არადა, შანსები იყო და საბოლოო ციფრები ტაბლოზე მთლად სამართლიანად არ ენთო.

მოსაწონი იყო, რომ სტანდარტულ მდგომარეობებს დამუშავება ეტყობოდა და ამ მხრივ მეტოქისთვის მეტი ხიფათის შექმნას ვცდილობთ, რაც ადრე არ ყოფილა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ითამაშა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის ყოველთვის მიმართულია თამაშის გასამწვავებლად, კარში დასარტყმელად. ასეთი ფორვარდების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს.

ძველი პრობლემები

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი არ იყო მზად ბოლომდე დახარჯულიყო. ეს ჩვენც შევამჩნიეთ...

კონცენტრაციის ნაკლებობა - ესეც ჩვენი ნაკრების არახალი პრობლემაა, რომელიც თავს პერიოდულად გვახსენებს. ასე იყო ენსხედეშიც.

უკანასკნელი შანსი?!

არიან მოთამაშეები, რომელთაც სანიოლმა უკვე რამდენიმე შანსი მისცა, მაგრამ მათ ეს ნაკლებად გამოიყენეს. ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, არავინ იცის, შემოდგომაზე ვინ როგორ ფორმაში იქნებაო, მაგრამ სანიოლი გარკვეულ დასკვნებს უკვე გამოიტანდა...

ჯერ ერთი, სექტემბრამდე ბევრი საკლუბო შეხვედრა არც იქნება და მეორეა, ესა თუ ის ფეხბურთელი რამდენად ასრულებს მწვრთნელის დავალებებს და ერგება ნაკრებს, მით უმეტეს, მაღალი დონის გუნდებთან სათამაშოდ - ეს ფაქტორი ფრანგის სამწვრთნელო შტაბს გათვალისწინებული ექნება.

საკადრო რესურსი

სანიოლს, მიქაუტაძის გარდა, სხვა ფორვარდებზე დაკვირვება ისევ მოუწევს. იმედია, შემოდგომაზე კარგ ფორმაში იქნებიან კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, კარგად მოერგება ეროვნულ ნაკრებს გიორგი წიტაიშვილი. ნახევარდაცვას და შეტევას ერთმანეთთან უფრო მეტი კრეატიული ფეხბურთელები უნდა აკავშირებდნენ...

ისევ ჩანს, რომ უკანა ხაზიდან შეტევების წამოწყება და კარგი, ზუსტი პასების გაკეთება გვიჭირს. სანიოლს ფეხბურთელების შერჩევა ამ ნიშნითაც მოუწევს. იმედია, ჯიმი ტაბიძე მალე მომჯობინდება.

არ დასრულებულა, იწყება!

მწარე მარცხის მიუხედავად, რომელიც გიორგი ლორიას დიდებული თამაშის გარეშე კიდევ უფრო დამთრგუნველი იქნებოდა, იმედები არ უნდა დავკარგოთ და გეგმებს არ გადავუხვიოთ. ვილი სანიოლი ამ მატჩებში ერთგვარ ექსპერიმენტულ რეჟიმში იყო და ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა გუშინდელ შედეგზეც მოახდინა.

ფრანგი სპეციალისტი ზრდის საკადრო რესურსს, ცდილობს, ნაკრებმა თანამედროვედ, სწორად და მრავალფეროვნად ითამაშოს.

ასე რომ, სექტემბერში სანიოლის ხელწერის ბოლომდე მქონე, თამამ და უკვე შედეგის მომტან ნაკრებს ველით...

• რობი

ბუდუ ფიზიკურად ძლიერია და მონდომებულიცაა, მჯერა მალე მოუტანს სარგებელს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატის დონე უფრო დაბალია(24 ადგილი) ვიდრე უკრაინის, ამიტომ სიჭინავაც გამოსაძახებელია ნაკრებში, გასულ სეზონზე მან 6 ბურთი გაიტანა უკრაინის უმაღლეს ლიგაში.იმ ლიგაში რომელიც მე 12 ადგილზეა ევროპაში.

• დიდი

ზედმეტად ბევრი ენდო ზივზივაძეს - ბერიძეს ამ ამხანაგურებში საერთოდ არ ენდო.კუხიანიძეს ვაისი ჩაუტარა - 3 წუთი შემოუშვა მარტო... ეჰ მე მგონი დავიწიყებთ ამის გინებასაც მალე.

• ქართველი

ყოჩაღ ჩვენს ნაკრებს მონდომება არ დაუკლიათ ბიჭებს თუმცა ძნელია სასურველი შედეგის მიღწევა კანკავას კვაროს და ჩანკვეტაძის გარეშე. წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს .

• WTF

სწორ გზას ადგას სანიოლი, უქმნის მოტივაციას, ენდობა და აძლევს შანსს ახალ თაობას, ახალ სახეებს. ზოგიერთი გაამართლებს ამ ნდობას, ზოგიც საბოლოოდ დარწმუნდება რომ ამ ეტაპზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ნაკრებში თამაშის. ეროვნულ ჩემპიონატში საკმარისად არიან ნჭიერი ბიჭები და სანიოლიც იმედია გააგრძელებს მათ აღმოჩენას, განსხვავებით წინა მწვრთნელებისაგნ.

• merabi-1960

წაგება ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც გრანდთან, გულდასაწყვეტია და საწყენია. მნიშვნელოვანია როგორ თამაშობ და გაძლიერების რა შანსი გაქვს. ეს ნამდვილად არის თანაც როგორი: კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კანკავა, იმედია წიტაიშვილიც. სულ სხვა თამაში იქნება. ოპტიმალური შემადგენლობითაც წავაგებთ ბევრთან, მაგრამ საშუალო ევროპულ გუნდებს და მათთან მიახლოებულებს მჯერა, ბევრს მოვუგებთ. შრომისმოყვარეობა და ინტერესი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელებს, და არ უნდა კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ფულით, კვიპროსში და ყაზახეთში გაქცევა რომ უხარიათ

• aleksandre

ერთ ორ დღეში არ შენდება გუნდი, დიდი იმედი მაქვს რომ ახალი მწვრთნელი სწორი მიმართულებით წაიყვანს გუნდს და რაღაც შედეგი გამოჩნდება

• გიორგი

საქმიანი ობიექტური სტატიაა.

• გადასარევი გიორგი

იმდენად მომწონს სანიოლი, რომ ბევრი წერა მეზარება. ერთს ვიტყვი - დავითაშვილი უკვე ჩრ. მაკედონიასთან დაყენებისას იყო დიდი შეცდომა, თვითონ კია ნიჭიერი და იმედია მომავალში იპიოვნის თავის ადგილს ცხადია, მაგრამ ეხლა სრულიად დაუშვებელია მისი ძირითადში თამაში. მიქაუტაძეს კი ბევრ დროს მივცემდი უკვე ამ თამაშში, რომ შეთამაშება მომხდარიყო, პირველ ტაიმში მისი დაყენება აუცილებელი იყო ისეთ მეტოქესთან როგორიც ნიდერლანდებია. სტატიის ავტორს კი ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ამ მეტოქესთან თანაბრად სათამაშოდ მზად არ ვართ, პირიქით - რომ არა შეცდომები გამოჩნდა, რომ სრულიად მზად ვართ - მთავარია შემადგენლობა იყოს შემოქმედებითი და სწორად დაყენებული. რადგან ეს ექსპერიმენტი იყო სრულიად მესმის სანიოლის და წარმატებებს ვუსურვებ მას და ნაკრებს.

• zurab

ფიზიკური, ფიზიკური, ფიზიკური! დანარჩენი უცებ მოგვარდება.

• ირაკლი

ვიზიარებ სტატიის სულისკვეთებას, მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ამხანაგური თამაში იყო, რაც ტაქტიისა და ფეხბურთელების გამოცდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ სანიოლმა ბევრი რამე დაინახა და სექტემბრისთვის ოპტიმალური შემადგენლობითა და ტაქტიკით ბევრად ძლიერ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ და არ არის ახლა გლოვისა და ჩვენი ფეხბურთელების ლანძღვისა და დამცირების დრო თუნდა ბევრი იმსახურებდეს ამას!

• გიორგი კ

9კაცით ითამაშეს ჩვენებმა.გვილია და ზივზივაძე საერთოდ არ იყვნენ მოედანზე. ჩვენი ჩემპიონატიდან გამოიძახოს მაგათ გამოძახებას ჯობია.კირკიტაძე ლოკომოტივიდან მამუჩაშვილი ბათუმიდან.არიან კიდე ბევრი კარგი ფეხბურთელი.აუცილებელია ლეგიონერი??თანაც ფორმაში თუ არაა.

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება

სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა

მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს

დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო

[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა

[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა

0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა

"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია